რუსთავი 2-ის ახალი პროექტი ”ნიჭიერი” და ბლოგერები

ბევრმა თქვენგანმა ალბათ წაიკითხა პოსტი ამ პროექტისა და მისი ბლოგის შესახებ  დოდკას ბლოგზე .  სიმართლე გითხრათ და, ამის შემდეგ უფრო დიდ Buzz-ს ველოდით, ვიდრე მივიღეთ;  რატომღაც გვეგონა, რომ ქართველი ბლოგერები ბევრ სტატიას დაწერდნენ და დიდი სურვილი გაუჩნდებოდათ, ამ კონკურსში მიეღოთ მონაწილეობა და პროექტში მონაწილეობის მიღების შანსებისთვის ებრძოლათ  (შეიძლება პოსტები იწერება კიდეც და მე ვერ მივაგენი, მაგრამ…).  არ მინდა გეგონოთ, რომ როცა ვამბობ – მეგონა თავს გაიგიჟებდნენ -მეთქი, ამას იმ 20 ლარის გამო ვფიქრობდი, რომელსაც ბლოგერებს თითო პოსტში მისცემენ (თუ ისინი კონკურსში გაიმარჯვებენ და ნიჭიერის ბლოგზე დაიწყებენ წერას).  ჰმ, ისე შეიძლება ბევრმა სწორედ ამის გამოც იუკადრისა, ალბათ, იფიქრეს, 20 ლარის მათხოვრები ხომ არ ვართო, – არ ვიცი. პრინციპში ჰონორარი ნორმალურია. მე ცოტა სხვა კუთხით მინდა დაგანახოთ ეს პრეოქტი და მასში მონაწილეობის მნიშვნელობა.

საქმე ისაა, რომ ესაა პირველი პრეცედენტი ქართულ ტელებაზარზე, როცა კონკრეტულ პროექტს უკეთდება ასეთი დონის ინტერნეტ-მხარდაჭერა: იქმნება ცალკე საიტი, რომელზეც  უნდა წეროს რამდენიმე ბლოგერმა, აიტვირთოს ვიდეოები და სხვა რაღაცები, რომელსაც ამ ეტაპზე ვერ გავამხელ. ჰოდა, აი ამ პროექტის ფარგლებში ბლოგერებს შეგვეძლება, დავამტკიცოთ და ვაჩვენოთ სკეპტიკოსებს, რომ ეს სფერო, რომელშიც ჩვენ ვიღწვით, არის მნიშვნელოვანი და რეალურად შეუძლია იყოს სასარგებლო. მაშინ როცა ძალიან ბევრ ჩვენგანს აქვს პრეტენზია, რომ ბლოგერებს აღგვიქვამენ არასერიოზულად და ბლოგი ასოცირდება ემო- ბავშვის ნაჯღაბნებთან, ის გვავიწყდება, რომ ჩვენ არ დაგვიმტკიცებია საპირისპირო. ჰოდა, ამ პროექტით, სწორედ ამის შანსი ეძლევა ქართულ ბლოგოსფეროს.

თუ ჩვენ, ანუ ბლოგერები, კარგად გავართმევთ თავს ამ ამოცანას,  დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი პროექტები და შემოთავაზებები მომავალში იქნება ძალიან ბევრი!

ასე რომ, დაძლიეთ ამბიციები, გამოიძვრეთ პეროები და შეუდექით საქმეს   :)

ველ კილმერი და რუსთავი 2

იცით ალბათ, რომ თბილისში, ენდი გარსიას შემდეგ, ველ კილრმერი ჩამოვიდა. მანაც რენი ჰარლინის ფილმში უნდა ითამაშოს.  ეს დეტალები გეცოდინებათ ყველას, ამიტომ აღარ ჩავუღრმავდები.  ამ პოსტის დაწერა ”ერორის” ”ჟურნალიზმის ზეიმმა” გადამაწყვეტინა.  კორესპოდენტმა, რომელმაც კილმერზე რეპორტაჟი მოამზადა, ასეთი რამ გვაუწყა: ”ველ კილმერს მეგა ვარსკვლავობა ფილმ ”ალექსანდრეში” განსახიერებულმა როლმა მოუტანა.”

აჰა, ე.ი. 2004 წლამდე კილმერი მეგა-ვარსვლავი არ ყოფილა და თურმე ეს დიდება მხოლოდ და მხოლოდ მეორე ხარისხოვანი როლის შესრულების შემდეგ ეწვია.

მოდი ახლა მე დავიწყებ იმ ფილმების ჩამოთვლას, რომელშიც ველ კილმერმა შესანიშნავად ითამაშა და ჩემი აზრით სწორედ ამ როლების გამო გახდა ”მეგა ვარსკვლავი.”

პირველი წარმატება ალბათ ფილმი “Top Gun” (1986) არის. სადაც ახალგაზრდა მფრინავის როლი შეასრულა

topgun
ტომ კრუზი და ველ კილმერი

“The Doors” (1991) ოლივერ სტოუნის შესანიშნავი ფილმი, ასევე შესანიშნავ ჯგუფზე. ველ კილმერმა ფანტასტიურად შეასრულა ჯიმ მორისონის როლი.

doors_movie_poster1

The Doors ფილმის პოსტერი

“Tombstone” (1993) [თუმბსთოუნ და არა ტომბსთოუნ]. ეს ფილმი ვესტერნის ჟანრს განეკუთვნება და კილმერი აქ დოკ ჰოლიდეის როლს ასრულებს. შესანიშნავი ფილმია და კილმერიც შესანიშნავად თამაშობს.

tombstone

ველ კილმერი და კურტ რასელი

“Batman Forever” (1995)

2008-07-21-batmanforever1995

“Heat” (1995) ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მძაფრსიუჟეტიანი ფილმი. ამ ფილმში კილმერთან ერთად, რობერტ დე ნირო, ალ პაჩინო და ტომ საიზმორი თამაშობენ.

heat-deniro-kilmer

რობერტ დე ნირო და ველ კილმერი

კილმერის შემოქმედებაში 71 ფილმია, უმეტესობა პოპულარული და კარგი საყურებელი ფილმია, ამიტომ აღარ გავაგრძელებ.

მოკლედ, პრობლემა იმაში არაა, რომ ჟურნალისტმა ზეპირად არ იცის ველ კილმერის შემოქმედება, იქნებ ის ”პიზდეც ინტელექტუალია?” და შვედური, ჩეხური, იტალიური და პოლონური კინემატოგრაფიის ფანია? შეიძლება… მაგრამ ჩემი აზრით, როცა ადამიანი რაღაცაზე ან ვიღაცაზე აკეთებ სიუჟეტს, უნდა მოემზადო.  მასალის მომზადება კიდევ სულ ადვილად შეიძლება.

შედიხარ ისეთ საიტზე როგორიცაა http://imdb.com, ან თუ ეს საიტი არ იცი,  გუგლზე და წერ Val Kilmer – ჰოდა შედეგიც სახეზეა, დაჯექი, გადახედე (სულ 10 წუთი შეიძლება წაგერთვას) და მოამზადე სიუჟეტი ნორმალურად.

ბრიტანეთს ყავს ტალანტი

გახსოვთ ალბათ პირველი არხის ეთერში ძველი გადაცემა ა-ტალანტი. სადაც ვაკაჭი ხალხს იწვევდა იმისთვის, რომ მათ იქ თავისი ტალანტი წარმოეჩინათ. ისიც გემახსოვრებათ, რომ ძალიან ბევრი მსურველი აკითხავდა ამ გადაცემას. ანუ 90-იან წლებშიც კი ახერხებდა ქართველი მშრომელი თავისი კომპლექსების გადალახვას, ან კიდე საერთოდაც არ ქონდა კომპლექსი და ეს ქართველების კომპლექსიანობა ჩვენი მოგონლია (კომპლექსიანების).

ასეთი, თუმცა უფრო გრანდიოზული, პროექტი  არის ბრიტანეთში და ნუ რაღა ბრიტანეთში კაცო, კიდევ 27 ქვეყანაში ყოფილა ეს პროექტი, ლიბანის ჩათვლით.

ამ პროექტის შემქმნელი არის რაღა თქმა უნდა საიმონ ქოუელი. ადამიანი რომელსაც ასევე ეკუთვნის ”პოპ აიდოლების” სერიები (მათ შორის ”ჯეო სტარიც” – რომელზეც ცალკე პოსტი მაქვს დაგეგმილი), რომელიც არის Sony BMG-ის მთავარი პროდიუსერი და მე ვიტყოდი ყველაზე წარმატებული ტელე პროდიუსერი მთელს მსოფლიოში, მისი შემოსავალი წელიწადში 100 მილიონს აღწევს.

მოკლედ საიმონმა ეს პროექტი შექმნა 2007 წელს. ამ პროექტში მონაწილეობა შეუძლია ყველა ასაკის ადამიანს, ვისაც აქვს ან ტალანტი, ან იმის ილუზია რომ ტალანტი აქვს. გამარჯვებული ვლინდება ტურების მიხედვით. პირველ შესარჩევ ტურში ჟიურის ორი წევრის თანხმობა საკმარისია იმისათვის, რომ კონკურსანტი მეორე ეტაპზე გავიდეს. ამ ხმის მიცემისას ხშირად იმართება ხოლმე კამათი და ჟიურის წევრების აზრი ხანდახან არ ემთხვევა ერთმანეთს. სწორედ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ელემენტი ამ შოუში.  (ჟიურის ცალკე ჩავუღრმავდები). შემდეგი ეტაპი არის არჩეულ მონაწილეთა გაცხრივლა, ანუ ჟიური არჩევს საუკეთესოს საუკეთესოთა შორის და უშვებს ლაივ პერფორმანსზე, სადაც მონაწილის ბედს უკვე ტელემაყურებელი წყვეტს.

britains_got_talent_wb

შოუში გამარჯვებული სამეფო ოჯახისთვის გამართულ ყოველწლიურ შოუში იღებს მონაწილეობას და ამასთანავე გადაეცემა ფულადი პრიზი, რომელიც შეადგენს 100,000 ფუნტ სტერლინგს. (აშშ-ს ვერსიაში პრიზი 1 მილიონი დოლარია).

ნუ პერფორმანესების გარეშე ეს პროქეტი არ იქნებოდა, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ელემენტი ამ გადაცემისა არის ჟიური!

საიმონ ქოუელი – პროფესიონალი პროდიუსერი, უამრავი წარმატებული პროექტის შემქმნელი. არის პირდაპირი, ენამახვილი და ხანდახან უხეშიც კი.

22_simoncowell_lgl

ამანდა ჰოლდენი – ბრიტანელი სატელევიზიო მსახიობი. ის ყველაზე სენტიმენტალური და ნაზია ჟიურის წევრებს შორის.  ერთ-ერთ შოუში საიმონმა უთხრა, თავიდან სილამაზის გამო აგიყვანეო და მერე გაამართლე კიდეც, ზუსტად ჩაჯექი ფორმატშიო.

amanda

პირს მორგანი – ბრიტანელი ჟურნალისტი, ”Daily Mirror”-ის ყოფილი რედაქტორი, მწერალი და სატელევიზიო წამყვანი. პირსი ძაან მაგარი ვინმეა :)  ძალიან კარგი გემოვნება აქვს და ისიც კარგად იჭერს სხვა და სხვა ”კაი პონტებს” მონაწილეებში.

piers_morgan

და ბოლოს, ორი ყველაზე ნიჭიერი, ყველაზე ძლიერი და ყველაზე მაგარი წამყვანი მთელს მსოფლიო სატელევიზიო სივრცეში: ანტი და დეკი :)  ბავშვობის მეგობრები, რომლებმაც 15 წლის ასაკში დაიწყეს ტელეწამყვანობა BBC-ს საბავშვო გადაცემაში და მას მერე ამ ბიზნესში არიან. მატ ზუსტად იციან, როდის რა უნდა თქვან, როდის უნდა ჩაერიონ შოუში და როგორ გაამხნევონ მონაწილეები.  ამათ გარეშე ეს შოუ ის არ იქნებოდა რაც არის :)

Anthony McPartlin and Declan Donnelly AKA Ant and Dec

ახლა რამდენიმე ვიდეოც ამ გადაცემიდან :)

მე ამოვარჩევ იმ ვიდეობს, რომლებიც სახალისო სანახავიცაა, ასევე ჩანს ჟიურის სპეციფიკაც და ანტი და დეკიც თავის სტიქიაში არიან :)

ნუ დონალდი, ხო მაგარი კაცია :) და ნუ დანარჩენები ვაბშე გლიჯავენ :)

ამ ვიდეოშია საიმონის ჩემი ყველაზე საყვარელი ფრაზა :D ”დონალდ! მთელი ბრიტანეთის სახელით! არასოდეს!” :D :D :D

—————————–
აი ეს ბოლო შოუა, სულ რაღაც 3 დღის წინ და ვიდეოს ჩასმა არ შეიძლებაო იუტუბმა და ლინკზე ნახეთ :)

http://www.youtube.com/watch?v=ktHxY30xImA

—————————–

ეჰ! რაც ეს შოუ აღმოვაჩინე, მას მერე ოცნებად მაქვს ასეთი შოუს ქართულ ტელევიზიაში ხილვა და მინდა ჟიურიში ვიჯდე o(>.<)o – მარა ამათი ამბავი რომ ვიცი მარინა ბერიძეს და ჭოლას დასვავენ ისევ… :( ლოლ.
წამყვანად დუტა, იასნია და გენერალური პროკურორი რა შუაშია და სპონსორი ”ჯევოსელი.” ეჰ არადა რა მაგარი ჟიურის წევრი ვიქნებოდი მე :D

პ.ს. მეგობრები არ გადავტვირთავ ბლოგს ვიდეოებით ამ გადაცემიდან, მაგრამ ჩაუჯექით და უყურეთ :) მაგრად გაგისწორდებათ :)

Update: იუტუბზე დაემატა შოუს ოფიციალური არხი, ჩანაწერები დაიდება შოუს ოფიციალური წარმომადგენლების მიერ, ტელე ტრანსლიაციიდან მოკლე ხანში – http://www.youtube.com/BritainsGotTalent09

მხიარულთა და საზრიანთა კლუბი (КВН) 2009

დღეს შევიხედე იუტუბზე და მოულოდნელად ამოხტა ნიუსი იმ იუზერისგან ვისი “ჩანელიც” გამოწერილი მაქვს. აღმოჩნდა, რომ დაწყებულა 2009 წლის სეზონი რუსულ მსკ–ში. ძალიან გამიხარდა და ვუყურე პირველ ტურს, მეორე ტური ერთ კვირაში იქნება და ალბათ დადებს ეს ახალგაზრდა. კირილროსტის “ჩანელი” გამოიწერეთ თუ გინდათ ყურება :)

დასაწყისი მასლიაკოვმა გამოაცხადა იმ 15 გუნდის სია, რომელიც წელს ითამაშებს და აღმოჩნდა, რომ ჩემი საყვარელი გუნდებიც თამაშობენ: прима (курск) და федер двинятин (москва). ორვე გუნდს ძალიან კარგი, სპეციფიური იუმორი აქვს და ორივე გუნდს საუკეთესო კაპიტნები ყავს.

პირველ თამაშში გამოიკვეთა ორი ახალი გუნდი, რომლებმაც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, ესენი იყვნენ სმოლენკის და კრასნოდარის გუნდები.

ჰო ასევე შევამჩნიე, რომ წინა წლებისგან შედარებით პუტინზე უფრო მეტჯერ იხუმრეს… 3–ჯერ :)

მოკლედ ძალიან გამიხარდა ეს ყველაფერი და ვფიქრობ წინ ძალიან კარგი სეზონი გველის.

სამწუხაროა, რომ საქართველოში მსკ ჩავარდა, თსუს გუნდის (შონზო, გოგიჩაშვილი და ა.შ.) მერე ფაქტიურად წარმატებული და “სასაცილო” გუნდი არ გვყოლია. არადა ადრე ძალიან კარგი იყო საქართველოს ჩემპიონატი. რეგულარულად დავდიოდი ხოლმე. მახსოვს სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი “კოზა ნოსტრა,” ქუთაისის გუნდები საუკეთესოები იყვნენ და ა.შ. ბოლო წლებში კი მზეზე გადიოდა ქართული მსკ და საშინელება იყო… გამომსვლელების მაგივრად მე მრცხვენოდა ხოლმე (ბევრს გაქვთ ალბათ ეს შეგრძნება, სხვა და სხვა დებილური გადაცემების ყურებისას :) ).

ჰოდა ამიტომ ვეძალები რუსულს, რომელიც საუკეთესო ლიგაა და საუკეთესო შოუა ჩემი აზრით.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.