აშშ–ში ძალიან ბევრი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს, ჰოდა გადავწყვიტე, რომ მეტად სასარგებლო ლინკი დავაგდო აქ და თან რეკომენდაცია გავუწიო მის მოხმარებას და პატარა ინსტრქუციაც მოვაყოლო.
აშშ–ში არსებობს კანონი რომლის მიხედვითაც, ინფორმაცია მეორე და მესამე ხარისხის სექსუალურ მოძალადეთა შესახებ არის საჯარო. მეორე და მესამე ხარისხის სექსუალურ მოძალადეებში შედიან ადამიანები რომლებმაც გააუპატიურეს ან ქონდათ გაუპატიურების მცდელობა – 17 წლამდე ახალგაზრდებზე (ორივე სქესის), ან უნარშეზღუდულ პიროვნებებზე. (პირველი ხარისხის სექსუალური მოძალადეები შედიან ე.წ. “უსაფრთხო მოძალადეების” კატეგორიაში, ანუ გაუპატიურებას ან მცდელობას ადგილი ქონდა 21+ ადამიანებზე).
მაშასადამე შევდივართ ამ ლინკზე: http://www.criminaljustice.state.ny.us/nsor/index.htm – მარჯვენა ზედა კუთხეში, ძებნის (search) გრაფის ქვეში, არის პატარა ფანჯარა სადაც წერია: Search Level 2 & 3. შევდივართ ამ ანყოფილებაში და იქ გვხვდება სამი გრაფა – გვარი, ოლქი, საფოსტო ინდექსი (zip code), ანუ ამ სამიდან ერთ–ერთის მიხედვით შეგვიძლია მოძებნოთ მოძალადე. ყველაზე ადვილი და მოსახერხებელია ბოლო ფიჩა, ანუ საფოსტო ინდექსი. უბრალოდ წერთ თქვენს საფოსტო ინდექსს და აჭერთ სერჩს, რამდენიმე წამში შედეგებიც გამოჩნდება – ჩამოიწერება სახელები და გვარები, თითოელუზე დაკლიკვისას თქვენთვის ხელმისაწვდომი იქნება ამომწურავი ინფორმაცია ამ ადამიანზე: სახელი–გვარი, დაბადების თარიღი, ამჟამინდელი მისამართი, მეტსახელები და ყალბი სახელები რომელსაც ის იყენებს, ამჟამინდელი სამუშაო ადგილი, ინფორმაცია დანაშაულის შესახებ, ინფორმაცია სასჯელის შესახებ, მისი გათავისუფლების პირობები, მისი პრობაციის ოფიცერის მონაცემები და ა.შ.
შედეგების რაოდენობა ხშირად შოკის მომგვრელია, ჯერ რაოდენობა დაიყენებს თმებს ყალყზე, მერე კიდე ის რომ შეიძლება რომელიმეს იცნობდე კიდეც და აქამდე არ იცოდი, რომ ის სექსუალური მოძალადე იყო (არადა როგორ მხიარულად ესალმება ბავშვებს…), ჩემი ჯგუფელები შოკირებული დარჩნენ, როცა ამ სიაში თავიანთი მეზობლები აღმოაჩინეს. მე ჩემი ზიპი რომ დავსერჩე 5 ადამიანი აღმოვაჩინე, რომლებიც ჩემგან სულ რაღაც 3 ბლოკში ცხოვრობენ.
თუმცა აუცილებლად შეხედეთ დანაშაულს – შეიძლება რომელიმე იმ ადამიანს რომელიც თქვენ ბილდინგში ან თქვენს ქუჩაზე ცხოვრობს, ან გროსერიში მუშაობს ამ სიაში აღმოჩნდეს, თუმცა დანაშაული მძიმე არ იყოს: მაგალითად 16 წლის გოგონას გაუპატიურება, ხშირად უბრალოდ set up–ია, ანუ ფართიზე იყვნენ, ეს დათვრა, ის გოგოც დათვრა, ქოდათ სექსი და იმის გამო, რომ ნიუ–იორკის კანონი კრძალავს 17 წლამდე სუბიექტებთან სექსს, მას გაუპატიურება წაუყენეს ბრალად. ამიტომ ნუ დაპანიკდებით ეგრევე, კარგად ჩაეძიეთ იმ ადამიანს რომელიც შეიძლება გეცნოთ.
ასევე გაითვალისწინეთ ისიც, რომ კანონით აკრძალულია ამ ინფორმაციის ბოროტად გამოყენება, ვთქვათ შურისძიების მიზნით. ასევე იკრძალება ამ ადამიანის საჯაროდ გაკიცხვაც, ანუ ქუჩაში თითის გაშვერა და იმის კივილი, რომ მოძალადეა.
გამოიყენეთ ეს ლინკი და იყავით დაცულები.
მაგალითისთვის ერთ ისტორიას მოგიყვებით: ერთ ბილდინგში სუპერი აღმოჩნდა “სექსუალური მოძალადე,” რომელიც ნასამართლევი იყო 9 და 12 წლის ბიჭების გაუპატიურებისათვის. კაციშვილმა (ლენლორდიდან დაწყებული, მაცხოვრებლებით დამთავრებული) არ იცოდა მისი წარსული. ერთ–ერთმა მეზობელმა, რომელიც შემთხვევით წააწყდა ამ ლინკს, იპოვა ეს ადამიანი იქ და უცებ ყველა მოვიდა აზრზე – როგორ “აცილებდა” ეს ბიჭი სკოლაში ბავშვებს, მერე როგორ ხვდებოდა მათ ბილდინგის კარებთან და აფართმენთის კარებამდე მიყვებოდა და ა.შ. მოკლედ აღმოჩნდა რომ ადამიანი, რომელსაც თავისი ბავშვების უსაფრთზოებას ანდობდნენ, მოძალადე და “მტაცებელი” იყო. როდესაც მისი ამბავი შეატყობინეს პოლიციამ, მან გაბოროტებულ გულზე სახლს ცეცხლი წაუკიდა, თუმცა მალე მოხდა მისი განეიტრალება და დიდი ზიანის მიყენება ვერ შეძლო.
ასე რომ ხალხნო, გამოიყენეთ ეს ლინკი http://www.criminaljustice.state.ny.us/nsor/index.htm – ესაა ნიუ–იორკის შტატის ბაზა.
აი აქ კი ყველა შტატის ბაზების ჩამონათვალია: http://www.blackbookonline.info/bboindexsearch.aspx?q=Sex%20Offenders
(ვინც აშშ–ში არ ხართ და უბრალოდ საიტის გატესტვა გინდათ ინტერესის გამო, შეგიძლიათ ჩემი ზიპი გამოიყენოთ 11432).
Recent Comments