ქართული ოპოზიცია – გუშინ, დღეს, ხვალ

დღეს ვფიქრობდი შარშანდელ ამბებზე დამეწერა ჩემი მოგონებები, თუმცა გადავიფიქრე. მოსაგონარი კარგი არაფერია და როცა ვფიქრობდი ამ ყველაფერზე ძალიან ცუდ ხასიათზე დავდექი. ამიტომ გადავწყვიტე საერთოდ სხვა საკითხზე დავწერო და ჩემი აზრები მოგახსენით ქართული პოლიტიკის შესახებ. ამ პოსტში ერთმანეთს შევადარებ 2003 წლის ოპოზიციას და დღევანდელ ოპზიციას.

საქმე ისაა, რომ ორივე შემთხვევაში რაღაც ეტაპზე ოპოზიციას ვუჭერდი მხარს. 2003-ში შევარდნაძის წინააღმდეგ, 2007-ში – სააკაშვილის, თუმცა ორივე შემთხვევაში ნეიტრალურ ”პოზაში” დავრჩი ბოლოს. ჩემმა ვირტუალურმა მეგობარმა ლიშთოთამ პირად-ვირტუალურ საუბარში მითხრა, ”შენ ქრონიკული ოპოზიციონერი ხარ, როგორც ძალიან ბევრი ადამიანი ამ ქვეყანაშიო.” მაშინ შოთას ვუპასუხე, რომ მე ქრონიკული ოპოზიციონერი კი არა იდეალისტი ვიყავი ქრონიკული ძიების რეჟიმში.

დავიწყოთ -  განსხვავება მაშინდელ და დღევანდელ ოპოზიციონერებს ან ოპოზიციურ მუხტს შორის არის მოლოდინები:

შევარდნაძის წასვლის შემდეგ ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ სიტუაცია შეიცვლებოდა უკეთესობისკენ (როგორ რა შეიცვალა ეს უკვე სხვა საკითხია) – ბრძოლა კორუფციასთან, სოციალური პირობების გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ეკონომიკა, საერთაშორის ურთიერთობები, ღირებულებების ცვლილება, სიტყვის თავისუფლება  და ა.შ. მართალია ძალიან ბევრი მოლოდინი ვერ გამართლდა, თუმცა იმაზე უკეთესად ნამდვილად არის საქმე ვიდრე იყო (თუ ომს და ტერიტორიებს არ ჩავთვლით, რომელიც ჩემი აზრით სულაც არაა მთავრობის ბრალი – ნუ თავისი წილი აქვს რა თქმა უნდა ამ ყველაფერში მთავრობასაც, მაგრამ ისე არა როგორც ამას ოპოზიციონერები გვიხატავენ).  მიუხედავად ამ ყველაფრისა დღემდე არ ვნანობ 2003 წელს ვარდების რევოლუციისას რუსთაველზე ამერიკის დროშით დგომას (მაშინაც ამერიკოფილი ვიყავი :) ).

ახლა შევხედოთ რა მოლოდინებია დღევანდელი ოპოზიციის მოსვლის შემთხვევაში – ერთ მარტივ მაგალითს მოვიყვან: ამასწინად, ჩემმა მეგობარმა მოყვა ფორუმზე, ერთ-ერთ ტაქსში ჯდომისას შემდგარი საუბრის შესახებ; ტაქსისტმა აღტაცებით აღნიშნა რომ ბანკის სესხს აღარ იხდიდა: ”ადრე მაწვებოდნენ მოიტანეო, ახლა კიდე მეხვეწებიან რამე მაინც გადაიხადეო, სულ მალე კიდე საერთოდ ხახვივით შევირჩენო.” ცხადია მე იმას არ ვამბობ რომ ოპოზიციის ყველა მხარდამჭერი ასე ფიქრობს, მაგრამ ასეთი ხალხი მრავლადაა, ძალიან ბევრია განაწყენებული ხალხი – აი იდეალებისთვის მებრძოლი და რეალურად შეცდომების გამო გარეთ გამოსული ხალხი ძალიან ცოტაა, თვითონ ოპოზიციის ლიდერებს შორისაც კი. ფაქტია რომ ჩვენ ყველას, ოპოზიციონერებს, ხელისუფლების მხარდამჭერებს და ნეიტრალებს მოლოდინი ერთი გვაქვს – უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლება; იმას არ ვამბობ და არ ვამტკიცებ ბატონო, რომ უარესობისკენ წავა, მაგრამ უკეთესობა რომ არ იქნება ეს ცხადია – ჯერ ერთი როგორც ზემოთ აღვნიშნე თვითონ ოპოზიციონერებში არაა ამის მოლოდინი. იმ ტაქსისტის და მისი მსგავსი ადამიანებისთვის მხოლოდ განვადებით გამოტანილი სარეცხი მანქანის ”შეტყაპუნებაა” მთავარი და არა ქვეყნის წინსვლა. თუმცა ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ეს ტაქსისტი ალბათ იმედგაცრუებულია 2003 წლის მოლოდენების გამო, მას ეგონა რომ კარგად იცხოვრებდა და ეს ასეც უნდა ყოფილიყო. მაგრამ მაშინ მას კარგად ცხოვრება უნდოდა, ქვეყნის განვითარებაც უნდოდა, თავისი შვილის კეთილდღეობა უნდოდა – დღეს მას სარეცხი მანქანა უნდა მუქთად.

მოლოდინების რეზიუმე:

ა) ოპოზიცია პროგრამის და გეგმების ხსენებისას იცინის, ქილიკობს. მე მახსოვს საკანში გამართული ცინიკური საუბარი: ”სამეგრელოში ერთმა ბუტკის ქალმა პროგრამა მოგვთხოვა ოპოზიციონერებსო, ისე ხმას ვერ მოგცემთო.” და რა გასაკვირია რომ ამ ადამიანს მართლაც სდომოდა პროგრამა? აქ ჩანს ჩემი აზრით ამომრჩევლის მიმართ უპატივცემულობა. პათოსი ერთია – გამომყევი, სად რა მნიშვნელობა აქვს?  არადა კაცმა რომ სთქვას, იმ ქვეყანაში რომელშიც ამერიკაზე დიდი თუთის ხეები დგას ამომრჩევლის ინტელექტი და პოლიტიკური კულტურა რატომ უნდა გიკვირდეს?

ბ) ჩემი აზრით ხელისუფლება გაუშვა ხელიდან ისტორიული შანსი, ექცია საქართველო ნამდვილ დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყანად. მეტი აქ რა უნდა ითქვას?  შეცდომა ბევრია, თან ძალიან დიდი შეცდომები, მაგრამ შეჩვეული ჭირი მირჩევნია მე პირადად (ეს იმიტომ რომ ოპოზიციის რეგრესულობას არ ვამტკიცებ, ხელისუფლებას ვუყენებ ტოლსწორად).

გ) 2003 წელს ვარდების რევოლუციაზე დგომას არ ვნანობ, 2007 წლის 7 ნოემბერში მონაწილეობას – კი. მეორე შემთხვევაში უფრო მოტყუებულად და იმედგაცრუებულად ვიგრძენი თავი.

მაშინდელ ოპოზიციას, ისევე როგორც დღეს ყავდა ”უცნობი.” ადამიანი რომელიც დღეს ბევრს გულს ურევს და ბევრის ქილიკის სამიზნეა, მაშინ რეალურად ქმნიდა ამინდს საზოგადოებრივი აზრის თვალსაზრისით. მისი ამბოხის სტილის მუსაკა, რომელიც უთითებდა ხელსუფლების მანკიერებაზე, მოუწოდებდა საზოგადოებას ამასთან ბრძოლას და ა.შ. დიდ როლს თამაშობდა იმ პროცესებში რაც შემდეგ მოხდა.  მახსოვს პერიოდ როცა ”უცნობის” კასეტები ყველა მეორეს კი არა 10-დან 9 კაცს ჰქონდა ნაყიდი. მოგვწონს არ მოგვწონს ეს უნდა ვაღიაროთ. მაშინ უცნობი იყო ”ზორო,” დღეს ის არის საკანში გამოკეტილი ჯამბაზი, რომელიც იმ დონემდე გააფეტიშეს რომ წმინდა გიორგისაც უწოდებენ. მაშინ მას ქონდა ”დუხი,” დღეს ის ფარისველია.

საზოგადოება მაშინ შეკრა ინტელექტმაც, თუ მაშინდელ ქარიზმატულ ლიდერებს, ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გარდა, ინტელექტი ჰქონდათ წინ წამოწეული – დღეს ”ჯიგარია” წინ, ფსევდო ”ილიაიზმი,” რელიგიური სპეკულაციები, შიდა არეულობები და ამბიციები, მოღალატეობრივი მენტალიტეტი (თოფაძის, სტურუას და მსგავსების გამონათქვამები რად ღირს მარტო) და ა.შ. და ა.შ. ამ ყველაფრის გაგრძელება უსასრულობამდე შეიძლება.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ასე ვიტყვი: დღევანდელი ოპოზიცია გადააგდებდა შევარდნაძეს, მაგრამ საკაშვილს ვერ მოერევა.   2003 წლის ოპოზიცია შევარდნაძესაც გადააგდებდა, სააკაშვილსაც და დღევანდელ გაერთიანებულ ოპოზიციასაც.

დისკუსიას გახსნილად ვაცხადებ :)

ირანი Vs. საქართველო

ირანთან შედარება ყველაზე პოპულარულია ჩვენში. რელიგიური, პოლიტიკური, კულტურული და ა.შ. მენტალიტეტებით ყველაზე ახლოს ირანთან ვდგავართ, თურმე.  ჰოდა შედარება მინდა გავაკეთო.

ამ რამდენიმე კვირის წინ თბილისის ფორუმზე გავხსენი თემა: ”ირანმა თხის კლონირება მოახერხა”

და ეს მინაწერიც გავუკეთე

და ჩვენ კიდე ასეთ ტრაკში ვართ gigi.gif

ახლა დავაფიქსირე და იმინა მაგარი დავცინე ჩემს თავს, როგორც ყველაზე ნიჭიერი და ინტელექტუალური ერის წარმომადგენელს

ეს ალბათ ზედმეტ კომენტარს არ საჭიროებს. ირანმა მეცნიერებაში გვაჯობა.

ამ თემიდან რამდენიმე კვირის თავზე მეორე თემა გავხსენი ირანზე. მეორე თემაში პრეზიდენტ აჰმადინეჯადის ბლოგზე ვისაუბრე. ირანის პრეზიდენსაც აქვს თავისი პირადი ბლოგი. ჩვენთან ამ სფეროს და ზოგადად ინტერნეტს კვლავაც გაურბიან და ვერ ითვისებენ – თუმცა რა საჭიროა? იქ სადაც არის საკანი, ბლოგის დედაც ჯეკ!

აი ამ თემის მესამე ნაწილის გახსნას ვაპირებდი ამ დღეებში, მაგრამ იქ ისედაც იმდენი რამ ხდება, რომ აღარ შევაწუხე ქართული საზომაზოგადოება და აქ შემოგთავაზებთ ჩემს მოსაზრებას.

ირანში ოპოზიციონერებმა აიათოლა ხომეინის ”მოწოდებები” დაიკიდეს! ჩვენთან ოპოზიციონერები ეკლესიაში დადიან და რელიგიური პირებისგან ელიან ხელდასმას! ჩვენთან კვლავაც მტკიცედ დგას მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი და ა.შ.

რა თქმა უნდა ხომეინის ავტორიტეტი კვლავაც აღსდგება ირანში, მას შემდეგ რაც აქციები დასრულდება; მაგრამ აქ ერთი რამეა გასათვალისწინებელი – მუსავის არ უთქვამს მისი მხარდამჭერებისთვის წამოდით აიათოლასთან მივიდეთ და ის გვეტყვის რა უნდა ვქნათო, იქიდან გამოსულს კი არ უთქვამს რომ აიათოლა ”პლენში” ყავდათ აყვანილი ახმადინეჯადს და მის დამქაშებს.

ირანში – ხალხმა თავისი აზრი დააყენა ყველაზე და ყველაფერზე წინ! აი ესაა აქ მთავარი!

მაპატიეთ!

Update: აჰმადინეჯადის ბლოგის ლინკი დამავიწყდა – http://www.ahmadinejad.ir - აჰა, იქნებ გამოადგეთ ქართველ საკნერებს.

ირაკლი ალასანია

დღეს ალასანიას ახლად გახსნილ ვებ გვერდზე შევიჭყიტე, ახალი არაფერი. ვიფიქრე ეს კაცი მაინც აითვისებს ბლოგ სფეროს მეთქი, მაგრამ შევცდი. მერე შევიხედე ამ საიტის ფორუმზე და იქ არსებულ განყოფილებაში – ინტერნეტ მედია, გავხსენი თემა, სადაც ერთი ორი რჩევა მივეცი ბატონ ალასანიას.

აქაც გადმოვაკოპირებ:

ბატონო ირაკლი,

რამდენიმე რჩევას მოგცემთ.

ინტერნეტის რაციონალურად გამოყენებით თქვენ შეძლებთ რეიტინგის საგრძნობლად ამაღლებას, უფრო ფართო პუბლიკაზე გასვლას და ა.შ.

დღევანდელი ქართველი პოლიტკოსები გაურბიან ინტერნეტის გამოყენებას – თითქოს დროის სიმცირეს უჩივიან და ამაში არ უნდათ გაფლანგონ. არადა როგორ ცდებიან. თქვენ გახასიათებენ როგორც ერთ-ერთ პროგრესულ და თანამედროვე ადამიანს და შესაბამისად უნდა იცოდეთ, რომ ინტერნეტი ეს ძალიან დიდი და სასარგებლო რესურსია.

პირველ რიგში მე გირჩევთ იქტიუროთ სოციალურ ქესელებში – მაგალითად ფეისბუქზე (იქ ატიურობენ დავით ბაქრაძე, კახა ბენდუქიძე და ა.შ. და მათ მიერ დადებულ სტატიებს, ლინკებს და მოსაზრებებს ყოველთვის დიდი დისკუსიები მოჰყვება ხოლმე, ისინი პირდაპირ შედიან კონტაქტში მოქალაქეებთან.

მეორე ასევე გირჩევდით გააკეთოთ პირადი ბლოგი – მაგალითად blog.alasania.ge სადაც დაწერთ ხოლმე თქვენს მოსაზრებებს, პოლიტიკურ დღიურებს – აქედანაც პირდაპირ გახვალთ ძალიან ბევრ ამომრჩეველზე, როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ. ასევე გირჩევთ გააკეთოთ ვიდეო ბლოგი; ვიდეო ბლოგი აქვს თვით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, დიმიტრი მედვედევს.

მე ჩემს ბლოგზე ხშირად ვწერ ბლოგინგის მნიშვნელობაზე და თუ დრო გექნებათ გადახედეთ და იქნება გამოგადგეთ რამეში.

ჩემს ბლოგზე შემომავალი ორი ლინკი დავუდე (ბლოგინგის შესახებ არსებულ სტატიებზე) და გამოვედი. ცოტახანში შევბრუნდი უკან და ამ ფორუმის ადმინისტრატორის პასუხი დამხვდა, რომელიც აი ასე გამოიყურება:

ისე არამგონია ირაკლი ალასანია ინტერნეტს ცუდად იყენებდეს smile.gif odnoklassniki.ru-ს ხშირი სტუმარია თუკი ის მართლა მისი odnoklassniki-ს account-ია smile.gif მაგრამ ალბათ მისია რადგან ისეთი სურათები უდევს სხვა ვერ დადებდა

ამაზე ვუპასუხე, რომ სჯობს ოდნოკლასნიკების ანგარიში გააუქმოს და არ ”გააბაზროს” რომ იყენებდა მეთქი (თუმცა აგერ მე ”ვუბაზრებ”). მეორეც ოდნოკლასნიკები და ბლოგინგი და ხალხთან ურთიერთობა ინტერნეტით სხვა რამეა.

რაც შეეხება ოდნოკლასნიკების გამოყენებას და რატომ არ უნდა გააბაზროს და რატომ უნდა გააქუმოს. თავიდან იმას ვიტყვი, რომ მისი იქ ყოფნა რეალურად არ ავნებს მის რეიტინგს, ყოველშემთხვევაში მიტინგებზე ხეტიალი უფრო მავნეა მისთვის ვიდრე ”ოდნოზე” სურათების შეფასება; თუმცა პოლიტიკოსი რომელსაც საქართველოს პრეზიდენტობაზე ”იქაჩება” – ფსბ-ს კონტროლირებულ საიტზე არ უნდა იყოს დარეგისტრირებული და ასევე შევახსენებ ბატონ ალასანიას, რომ ხსენებულმა საიტმაც აღიარა აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა და ისინი ცალკე ქვეყნებად შეიყვანა თავის ბაზაში.  ასე რომ, მთლად კარგი იდეაც არაა მანდ ყოფნა.

ისე სიმართლე გითხრათ და მან ვერ გაამართლა იმედები რომელიც საზოგადოებას ქონდა. ჯერ ერთი დავიწყოთ მის მიერ ულტიმატუმის წამოყენებიდან – ეს არ იყო მძლავრი განცხადება, შესაბმისად ამითი მან ვერც ”გრეჩიხას” ფანები გადმოიბირა და ნეიტრალებშიც დაიგდო რეიტინგი. მერე უკვე მიტინგებსაც შეუერთდა და მიუხედავად იმისა, რომ სულ დიალოგისკენ მოუწოდებდა ყველას, მაინც ვერაფერს მიაღწია, თავი დააჩრდილინა ლევან გაჩეჩილაძეს და გუბაზ სანიკიძეს და ა.შ.  ისე სხვათაშორის ვიტყვი, რომ ამასობაში კარგად ითამაშეს ქრისტიან დემოკრატებმა და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ მომავალ საპარალამენტო არჩევნებზე 20%-ს მაინც გაწევენ.

ალასანიას ადგილზე მე ჩამოსვლის მეორე დღესვე გავიდოდი რეგიონებში და იქ გავაცნობდი ხალხს თავს და არა მიტინგებზე, სადაც ეგზალტირებული მასა მოელის პურსა და სანახაობას. იქ სადაც ”უცნობს” წმინდა გიორგით მოიხსენიებენ პოლიტიკოსის ადგილი არაა ჩემი აზით. მის ადგილზე, წინ წამოვწევდი ახალ სახეებს – ჩვენი ახლად შექმნილი პარტიების ძირითადი შეცდომა სწორედ ესაა, ისინი იქმნიან პარტიებს თავის გარშემო. მაგალითად იგივე მაისაშვილი, რომელიც კი უბერავს – ამ ბოლო დროს კი საერთოდ მთვარეზე დასეირნობს, რამდენიმე ხნის წინ კი ნორმალური პროგრამა და ნორმალური მიდგომა ქონდა, უბრალოდ მთელი მისი პარტია,  პიპინიასთან მისულ კომისიაში ვახტიორი რომაა, მეხუთე კაცად, აი მაგის როლში იყო. ანუ ტელე დებატებზე მხოლოდ ერთი კაცი დადის, პოლიტიკურ განცხადებებს მხოლოდ ერთი კაცი აკეთებს და ა.შ.

მოკლედ ალასანიამ იმდენი ქნა ამას წინად თბილისის ფორუმზე მას ”საქართველოს ყოფილი მომავალი პრეზიდენტი” უწოდეს. თუმცა მე მაინც მჯერა, რომ არის ჯერ კიდევ შანსი მისი რეაბილიტაციისა.

რატომ მაინც და მაინც ალასანია? აბა ვინ? ბესელია, ოქრუაშვილი, ხაინდრავა, გაჩეჩილაძე, ნათელაშვილი თუ სპეკულიანტი ქრისტიან-დემოკრატები.  რა თქმა უნდა მისგან კერპის შექმნა დაუშვებელია და იმედია თვითონ მოახერხებს ამის არდაშვებას, თუმცა სანამ მაქამდე მივა საქმე ჯერ არჩაძირვა უნდა მოახერხოს.

საქართველო Vs. ამერიკა: ნაწილი მეორე – Return of uncle Sam!

გუშინდელ მოვლენებს არ შევაფასებ. არ მაქვს მაგის არც ნერვები და არც სურვილი. ამ თემაზე საუბარს საერთოდ არ ვაპირებდი, მაგრამ დღეს თბილისის ფორუმზე გაიხსნა თემა: ”პენტაგონში შეჭრა რომ სცადოს ამერიკულმა ოპოზიციამ (ანუ რესპუბლიკელებმა) რას იზამს პოლიცია?”

ჯერ იქიდან დავიწყოთ რომ პენტაგონის და დიღმის განყოფილების შედარება ცოტა არ იყოს და არაადეკვატურია. ამიტომ შევასწორებ ამ კითხვას და ასეთი სახით წარმოვადგენ: ”ოპოზიციამ ნიუ-იორკის (ვთქვათ) მანჰეტენის მთავარ სამმართველოსთან რომ მოაწყოს აქცია, რას იზამს პოლიცია?”  ჰოდა, მოდი ახლა განვიხილოთ ეს ამბავი.

მოდით, ჯერ წარმოვიდგინოთ, რომ პოლიციაში მართლაც სცემეს ბავშვს, რომელმაც თავის მხრივ სცემა ჟურნალისტს და ახლა ეს ამბებია იქ.

მაშასადამე, პოლიციის ტაქტიკური რაზმი განლაგებულია პერიმეტრზე და აგრესიულ ბრბოს არ უშვებს შიგნით.

ამ დროს გამოდის ”ფიფტი ცენტი” და კვეთს საპოლიციო ლენტს. მას აკავებენ და გადაჰყავთ განყოფილებაში, ”ფიფტი ცენტის” ძმაკაცები (ასე სამი კაცი) ცდილობენ მას  მიბაძონ, თუმცა ფიფთის უფროსი ძმა (სევენთიფაივ ცენტა) და სხვა ლიდერები მათ არ ანებებენ კანონის დარღვევას და ისინი უკან იხევენ.

არა… გავასერიოზულებ.  კაროჩე მოდის მაიკლ ბლუმბერგის წარმომადგენელი, რომელიც შედის პოლიციის განყოფილებაში, რადგან პოლიციის კომისარი ანგარიშვალდებულია არჩეული მერის წინაშე (თუნდაც ეს იყოს ქიბროწაშვილი).

ამ დროს გარეთ:  პოლიცია არ ყვირის: ”ბარაკ! ბარაკ!” ან ”მაიკლ! მაიკლ!” (ბლუმბერგის პონტში). ისინი ჩუმად დგანან, ელიან პროფესიონალი მეთაურის ბრძანებას.

პარალელურად მანჰეტენის საოლქო პროკურორი (რომელიც ასევე არჩეულია) იწყებს დამოუკიდებელ გამოძიებას ბავშვის ცემასთან დაკავშირებით. ასევე ყურადღება ექცევა ბიჭის მიერ წამოყენებულ ბრალდებას, რომელიც ეხება გაუპატიურების მუქარას. საოლქო პროკურორი დაინტერესებულია ამ საქმის გამოძიებით, თუნდაც მარტო იმიტომ რომ მომავალი არჩევნები აქვს მოსაგები (ეს არაიდეალისტ გურჯებს).

ისევ სპეცრაზმი: ისინი არ ისვრიან პნევმატიკური იარაღიდან – რადგან ამის საჭიროება არ არის. არ აღიზიანებენ ბრბოს ფარზე ჯოხების ბრაგუნით.   ყველაფერს თავი დავანებოთ და ისინი პროფესიონალები არიან, მათ ასწავლიან ემოციების კონტროლს, მათ ჰყავთ ფსიქოთერაპევტები და  აქვთ ჯანსაღი სექსუალური ცხოვრება; შესაბამისად ისინი წყნარად არიან და მარტო მოვალეობის შესრულება ადარდებთ, სხვა არაფერი. ბევრი მათგანი რესპუბლიკელია, ემხრობა აბროტის და გეი-ქორწინების აკრძალვას. ზოგიერთი კი დემოკრატია და ეზიზღება ბავშვთა უფლებების დამრღვევები. ყველა მათგანი განიცდის საზოგადოებაში დამკვიდრებულ ანტიპოლიციურ მუხტს და ა.შ.

რა მოხდება?

პასუხი: მიმდინარეობს გამოძიება. ობიექტური და მკაცრი. საზოგადოება პანიკაში – ისივე როგორც ყველგან. ისინი გმობენ პოლიციელთა მხრიდან 16 წლის მოზარდის (თუნდაც ის ბრონქსელი ბარინგა იყოს) ცემას და წამებას. ყველა თანხმდება იმაზე, რომ საჭიროა მკაცრი რეაგირება ასეთ ფაქტებზე.

მხოლოდ სარა პეილინი და რამდენიმე იუზერი ფორუმ.გე-დან ფიქრობს იმას, რომ ეს ბავშვი საცემი იყო.

american_flag

საქართველო Vs. ამერიკა

დღეს აქცია გაიმართა ვაშინგტონში, სუდანის საელჩოსთან. იქ შეკრებილი ხალხი გმობდა სუდანში მიმდინარე ძალადობას. აქციას ესწრებოდა აშშ-ს კონგრესის 5 წარმომადგენელი (ხუთივე დემოკრატიული პარტიის წევრი), რომლებიც პრეზიდენტ ობამასგან მოითხოვნენ, ამ ძალადობის შეჩერებაში მონაწილეობის მიღებას.

კონგრესმენებმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მაგალითი ანახეს იქ შეკრებილ მოქალაქეებს. ხუთივე მათგანი გადავიდა საპოლიციო ხაზის იქით. წყნარად, ყველანაირი პანიკის გარეშე, მიზან მიმართულად დაარღვიეს ადმინისტრაციული კანონი.

იქვე მდგარი ”საიდუმლო სამსახურის” თანამშრომელმა, მოთმინებით და წესის თანახმად სამჯერ გააფრთხილა აქციის მონაწილეები და შემდეგ დააკავა. დაკავებულებს ჯარიმის გადახდა დაეკისრებათ.

აი ესაა სამოქალაქო პროტესტის მაგალითი. სამაგალითოა ასევე პოლიციის თანამშრომლის მოქმედებაც. აქ ზუსტად ჩანს ის მაღალი კულტურა რაც გააჩნია ამერიკას.

აი აგერაა კადრები და იხილეთ.

ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ამერიკა ჩვენს ეზოში მდგარი თუთის ასაკის და ინტელექტის მქონე ქვეყანაა.

კონგრესის წევრები წეწვ-გლეჯ-ნგრევით კვეთენ საპოლიციო ხაზს. პოლიცია ეჯიკავება მათ, ხალხის მასა დედის ძვლების გინებით უტევს პოლიციას. ამ დროს წინა რიგებში დგას მაკკეინი (მეტსახელად ”მექსიკური პაპაია”), გვერდით უდგანან კანადიდან ჩამოყვანილი ფემინისტი ქალბატინი (მესტახელან ”ქონვერსეიშენა”), ვიეტნამის ომის დროიდნელი ცნობილი ოპერატორი (მეტსახელად ”ბლანჟიანი დილდო”) და კოკა გუნცაძე.

სიტუაცია დაძაბულია! საპროტესტო მუხტი მატულობს! რეიგანის უფროსი ვაჟიშვილი, რომელიც შვეიცარიიდან ჩამოვიდა აქტიურობს. ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და ნიუ-იორკელი რადიო წამყვანი ჰოვარდ სტერნი ახალ საზოგადოებას აყალიბებენ და მარჯვენა ფრთიდან უტევენ პოლიტ-ოპონენტებს.

აივანზე გადმომდგარი პოლიციელები წყლის პარკებს ესვრიან იქვე შეკრებილ დემონსტრანტებს. ობამა სადღაც ლას-ვეგასშია და ქეიფობს. მაკკეინი და ახლა უკვე მისი მოკავშირე ჰილარი კლინტონი მას უყვირიან ”მოვდივართ ბარაააააკ!”

მექსიკის ტანკები უკვე ტექსასის საზღვრებთანაა! კალიფორნიის თვითმარქვია პრეზიდენტი არნოლდ შვარცნეგერი მექსიკური ბაზების განთავსების შესახებ მოლაპარაკებას აწარმოებს.

სიენენის და სიბიესის ჟურნალისტებს მიტინგზე მუშაობა აეკრძალათ! მხოლოდ ფოქს ნიუსი გვამცნობს სიმართლეს!

ანდერსონ კუპერს ვიღაც დაემუქრა, მისი სახელია ენდრიუ.

რეალითი TV-ზე გასული სიუჟეტები ყურადღებას ამახვილებენ ჰილარი კლინტონის მეუღლის და შვილის ძვირადღირებულ მანქანებზე.

კაროჩე ტვინი მეტკინა :D

თეძო დონაძეო :)

თეძო დონაძე ჩემის აზრითა და დაკვირვებით არის პროპაგანდისტული მანქანის სახე და ამ მანქანაში შემავალი თუ ამ მანქანის შემადგენელი ჟურნალისტების კოლექტიური სახელი. თენგო გოგოტიშვილი – თეძო და გურამ დონაძე – დონაძე.

ჩვენი ხელისუფლება და მისი მოტრფიალე თეძოები ხშირად გვთავაზობენ ამაზრზენ, სასაცილო და ზედ რომ დაფმსმა მოგინდება ისეთ მანქანებებს.  იაფფასიანს… თუმცა რუსული ძიშოვი (თანაც ქართული ასოებით დაწერილი) უფრო კარგად გადმოსცემს იმ ხარიხსს რაც ამ თეძოობებს აქვს.

მე ზოგადად მაინდ-მონები არ მიყვარს. (სამაგიეროდ მიყვარს სიტყვა მაინდ-ის ხმარება).

თეძოებზე ვსაუბრობდი.  მაინდ-მონების შემოთავაზებული თეძოები იმაზე უფრო უგემური და იაფფასიანია ვიდრე 90-იანების ბოლოს თბილისის ბაზრების ბესტსელერი ბრაზილიური ქათმის ბარკალ-თეძო. (უკეთესი შედარება ვერ მოვიფიქრე მაპატიეთ).

გახსვოთ ალბათ 2007 წლის ნოემბერში, კავშირგაბმულობის სამინისტროზე გადმოფენილი ”ბადრი-ბოსი” და ”ბადრიონეტები,” ჩემი ბლოგის მაღალინტელექტუალურ საზოგადეობას ბოდიშს მოვუხდი, მაგრამ ამის მომგონი რომ უნიჭოა ყლეა, ალბათ დამეთანხმებით.  მერე მოგონილი ”არკადი” :)  მასაზე მუშაობს ასეთი ტრიუკები. რაც მთავარია მასის ინტელექტუალურ ნაწილზეც – აი რევოლუციონერი მწერლები და მუსიკოსები რომ უყვართ და თვითონ  სისტემის შეცდომებზე და  სისასტიკეზე თვალს ხუჭავენ. ჰო! ჰო! აი იმათზე ოპოზიციის ”ჩმდდშვც”-ი რომ აღიზიანებთ და რეალურ დედის შიმშილს, რომ ვერ ამჩნევენ.  ჩვენ საერთოდ ძალიან საინტერესო ერი ვართ. ვქმნით ალტერნატივას, რომელსაც თვითონ აღარ აქვს ალტერნატივა.  Баран… (რუსულისთვის თუ არ მაპატიებთ მკიდია).

ჰო თეძო… მერე ის ხო გახსოვთ, 3 საათიან და 6 საათიან კურიერებს შორის მოფიქრებული ერასტი? :)

საპირველ აპრილო პატრულში გასული: ”შპს” ტუტსი და ფქვილის იმპორტისთვის დაპატიმრებული ანზორ ბურჯალიანი? :)

დანაშაულზე და სახელმწიფოს არევისას საუბრის დროს ”ძვირადღირებული, ბოლო მოდელის ჯიპები?” :)

ეს ალბათ ამ შედეგს გამოიღებს: ”დედა მოულა, იგენი ძვირადღირებული ჯიპეზე ჯდიან და მე იქ აქციაზე ჩევიდე და სპეცრაზმმაა ცხვირპირი დამილეწოი?”

(დამამთავრებელი ”კარონნი” ფრაზა/აბაზცი ვერ მოვიფიქრე).

ბოლოს კი ეს საკაიფო სიმღერა – Donnie Darko-დან :)

გამოსავალი არსებული პოლიტკური სირ-უაციიდან

მეგობრებო მოგეხსენებათ რა ხდება საქართველოში და იცით, რომ არის პოლიტიკური კრიზისი. ჰოდა მე გთავაზობთ ამ კრიზისიდან გამოსავლის რამდენიმე გზას. თვითონ ამოირჩიეთ რომელი გნებავთ.

1. მოვკლათ ყველა პოლიტიკოსი

მაშასადამე მეგობრებო, ხომ ხედავთ ყველა ერთნაირია, ერთმანეთზე უარესები. ოპოზიცია თუ ხელისუფლება, მნიშვნელობა არ აქვს – ყველას ერთნაირი ”გაგება” აქვს და მიზნები. შურისძიება, სიძულვილი და ა.შ. და ა.შ. მე გთავზობთ მოვკლატ ყველა პოლიტკოსი! ჩვეულებრივი ხალხი გავერთიანდეთ, ყველანაირი ლიდერი გარეშე და დავერიოთ. მიშადან დაწყებული ალასანიამდე დამთავრებული, ქართლოს ღარიბაშვილი და რიონ ლიპარტელიანიც კი; ანუ ყველა, ვისაც ოდესმე პოლიტიკოსი უწოდებია საკუთარი თავისთვის. ამ გაწმენდილ და გაუხრწნელ საზოგადეობამ კი დავიწყოთ ახალი ძალებით და ჩვენს გემოზე ამ ქვეყნის აშენება. ვინც მოინდომებს დაემსგავსოს ძველ პოლიტკოსებს (ანუ ჩვენს მიერ დახოცილებს) ისიც მოვკლათ.

2. კოლექტიური თვითმკვლელობა

იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლება საზოგადეობის სარკეა/სახეა, გამოდის რომ ჩვენ ნორმალური ხელისუფლება არასოდეს გვეყოლება, საზოგადეობა კი ვერ გაიზრდება როგორც ვატყობთ. ამიტომ არის იდეალური გამოსავალი. მთელმა ერმა მოიკლას თავი. ჩვენც დავისვენებთ და მსოფლიოც. ნაკლები პანიკაა, ნაკლები ხარჯები და ნაკლები ნერვების შლა! ყველაფერი უცებ. თან აგერ მოძმე და ერთმორწმუნე რუსეთის პატრიარქს ვთხოვოთ პარაკლისის გადახდა, იქნება სამოთხეშიც გადაგვიყვანოს მისმა ლოცვება, თუ არა და ისედაც ჯოჯოხეთში ვხცხოვრობთ, ხალხს რომ კითხო და…

3. საპრეზიდენტო ასაკის დაწევა

შეიტანეთ კონსტიტუციაში ცვლილება და დაწიეთ საპრეზიდენტო ასაკი 24 წლამდე. ჩამოვალ და გადაგარჩენთ. მეტი რა გითხრათ?

აი ასე მეგობრები, არჩევანი ადვილი არ არის, მაგრამ აუცილებელია. გადაწყვიტეთ და შემატყობინეთ. გმადლობთ.

თავისუფლება მსოფლიოს ხალხებს – ანუ საღი აზრის ძიებაში.

რით დავიწყო არ ვიცი. მოდი ასე დავიწყებ:

რამდენიმე წლის წინ ჩემი ძმაკაცი ლაჟვარდა მოვიდა უბანში, წითელი მაისური ეცვა და ზედ გაბურძგნული კაცი ეხატა. თვითონაც არ იცოდა ვინ იყოს ეს კაცი, არც  მე ვიცოდი და არც ჩვენმა სხვა ძმაკაცებმა. კინო ამირანის ფოიეში ყოფილა რაღაცა სერვისი, მაისურებზე სურათების გადატანის, ჰოდა ლაჟვარდას ეს ”არაპაპსავიკური” სურათი მოეწონა და გადაატანინა მაისურზე.  მეც და ლაჟვარდასაც დღემდე გვჯერა, რომ ეს კაცი პირველად (ჩვენს თაობაში მაინც) მან დაიხატა მაისურზე და მხოლოდ ამის მერე წამოვიდა გამო”ჩე”რჩეტებული ახალგარდობა. მხოლოდ მას შემდეგ დავიწყეთ ”ჩე”-ს სურათიანი მაისურების შემჩნევა მე და ჟელვერამ (ეს მისი ერთ-ერთი მეტსახელია, ჩვენს წრეში გვიყვარს უცნაური სახელების დარქმევა ერთმანეთისთვის).  ჰო ჩე-ზე ვსაუბრობდი (აქედან უკვე ბრჭყალების გარეშე დავწერ ხოლმე).

4 დღის ჩამოსული ვიყავი ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე გავედი სასეირნოდ და გადავწყვიტე ლაჟვარდასთვის ჩეს მაისური მეყიდა და გამეგზავნა. მწვანე მაისური ამოვარჩიე, ზედ ჩეს პორტრეტი ეხატა და მის ქვეშ ეწერა: Viva La Revolucia.

che1

მე თვითონ ჩე-თი არასდროს ვყფილვარ დაავადებული. ნორმალურად არც კი ვიცოდი ვინ იყო. ვიკიპედიაში მქონდა ამოკითხული, როგორც იტყვიან – ენციკლოპედიური ინფორმაცია (დანარჩენის წაკითხვა დამეზარა და პრინციპში იმ ეტაპზე ამ ინფომაც დამაკმაყოფილა). ერთხელაც ”ბორდერში” ბოდიალისას წავაწყდი წიგნს ჩეზე: A Che Handbook: All you need to know about Che! გადავათვალიერე. კარგი ხარისხის წიგნი იყო, შიგთავსიც ნორმალურად გამოიყურებოდა, ბევრი სურათები, ამონაწერები მისი დღიურებიდან, მისი წერილებიდან, ნაკვესები სხვა და სხვა სტატიებიდან, ჩეს ლექსები და ა.შ.   ამ ყველაფერთან ერთად წიგნი სეილზე იყო გამოტანილი, სულ რაღაც $4.99 ღირდა. ვიყიდე.

სადღაც მეთხუტმეტე გვერდზე მას ჩე-თი აღარ მოვიხსენიებდი, ის ჩემთვის ”Comandante” გახდა. წიგნის დასრულების შემდეგ ორი დღე ჩე-ზე ვფიქრობდი. ავტობუსში მოკალათებული, სივრცეს გავყურებდი, ყურებში სენტიმენატალური მუსიკა მქონდა და ვნანოდბი ჩე-ს! ”ცოცხალი რომ იყოს ჩავაკითხავდი” გავიფიქრე და ჩემი გაჩერებაც მოვიდა.

მომდევნო ორი დღე სხვა და სხვა ფორუმებზე, საიტებზე და ბლოგებზე გამოქვეყნებული ინფორმაციების კითხვას მოვანდომე. ზოგიერთი ადამიანი ჩეს აღმერთებდა, ზოგიც ”სიკვდილის მანქანას” უწოდებდა (ეკლესიებს გვინგრევდაო ერთი ეგ არ უთქვამთ). მერე თბილისის ფორუმის წარმომადგენელთა აზრების წაკითხვაც გადავწყიტე და აღმოჩნდა, რომ ჩე არც იქ უყვართ, ნუ უმრავლესობას. ამერიკოფილები მას ცუდად ეპყრობიან, ერთმა ისიც სთქვა ეგ სხვა და სხვა საფასურის სანაცვლოდ რევოლუციებს აწყობდა მსოფლიოს გარშემოო. მოკლედ მეც ძალიან მაგრად ავიჭერი.

ჩე სოციალისტი იყო. ებრძოდა ამერიკას და უყვარდა საბჭოეთი. (პრინციპში ფიდელს უფრო უყვარდა ვიდრე ჩეს).

მე დემოკრატი ვარ. არ მიყვარს რუსეთი, მძულს საბჭოეთი და მიყვარს ამერიკა.

ჩე ვერ იტანდა CIA-ს. მე მიყვარს CIA და ვერ ვიტან КГБ-ს.

ჩე ებრძოდა ამერიკულ იმპერიალიზმს. ამერიკანოთუმეობას. მე ვერ ვიტან (შეიძლება ვებრძვი კიდეც) რუსულ იმპერიალიზმს (საბჭოურს – თუმცა ეს სინონიმებია). რუსეთუმეობას.

ჩე რუსებში ხედავდა მოკავშირეს, მე ამერიკელებში.  ის რაც ჩესთვის ბოროტებაა,  ჩემთვის სიკეთე და თავისუფლებაა. და პირიქით.

ჩვენ ერთი რამ გვაერთიანებს! ჩვენ ვერ ვიტანთ იმპერიალისტებს! ჩვენ გვიყვარს თავისუფლება!

ამასწინად, ჩემმა ფლისქოლოგიის ლექტორმა (რომელიც ინდოეთიდან რომაა გეცოდინებათ), უკმაყოფილება გამოთქვა დენი ბოილის მიმართ, ბავშვებს ცუდად მოეპყროო ფილმის გადაღების მერეო, მარტო ოსკარზე დაპატიჟა და ოქროს გლობუსზე კი მარტო ორი კაცი ყავდაო. ვიფიქრე შევეპასუხები მეთქი, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ მისი ქვეყანა ბრიტანული იმპერიალიზმის მსხვერპლი იყო.  ალბათ ეს უფრო ქვეცნობიერი პროტესტი იყო ბრიტანეთის მიმართ, ვიდრე ნამდვილი ბრაზი.

მაშასადამე აქ ვართ მე, ჩე და ჩემი ფსიქოლოგიის ლექტორი.  სამივე ანტი-იმპერიალისტები.

რამდენიმე დღის უკან, ერთ-ერთ ”პროგრესულ” ამერიკულ ბლოგზე წავიკითხე ერთ-ერთი რაბინის წერილი, რომელსაც ერქვა: ”ფარაონს არ აქვს უფლება, იზეიმოს პასექი.”  ყურადღებით ჩავიკითხე ეს წერილი. ის ღიად საუბრობდა ისრაელის აგრესიულ ქმედებებზე პალესტინის მიმართ.  გმობდა ამ ყველაფერს და მოუწოდებდა ყველას, ნუ იქცეოდნენ ფარაონებად პალესტინელებისთვის.

ისიმის კითხვა – ტერორისტები? 9/11? ჰამასი?

პასუხად, თუ უბრალოდ ისე, მახსენდება ბავშვობაში წაკითხული არაკი (თუ არ ვცდები ქილილა და დამანადან). ერთმა მეფემ ყაჩაღი დაიჭირა და მისი სიკვდილით დასჯა ბრძანა. ბოლო სიტყვის უფლებაც მისცა რაღა თქმა უნდა. ყაჩაღმა უთხრა: ”რად მკლავ? ჩვენ ხომ ერთ საქმეს ვაკეთებთო?” მეფე გარისხდა. ”შენ შენი დიდძალი ჯარით შეესევი ქალაქებს, ქვეყნებს, ძარცვავ, ხალხს ხოცავ, მონები მოგყავს. მეც იგივეს ვაკეთებ, ოღონდ ერთი ვარო.” მეფეს გაეცინა და ყაჩაღი გაათავისუფლა.

მორალი… მორალი ისაა მეგობრებო, რომ მეც, ჩეც, ჩემი ფსიქოლოგიის ლექტორიც, ამერიკაც, რუსეთიც, ბრიტანეთიც და ისრაელიც, პალესტინაც და ავღანეთიც – მოკლედ ჩვენ ყველანი just  ადამიანები ვართ…მეტი არაფერი. ეს ჩვენი ბუნებაა.

ასე მერვე კლასში ვიქნებოდი ალბათ, ბიოლოგიის მასწავლებელმა შეკითხვა დასვა: ”რით განსხვავდება ადამიანი ცხოველისაგანო?” – მე მაშინვე წამოვიძახე: ”აზროვნებს, მასწ.”  სწორი პასუხი აღმოჩნდა: ”ლაპარაკობს.”

revolution-global-voices

პრეზიდენტ სააკაშვილის ინტერვიუ ნიუსვიკთან (სრული თარგმანი)

ნემცოვა: ვის უნდა თქვენი გადაგომა?

სააკაშვილი: ძირითადად უმუშევარ ხალხს. რეფორმების შედეგად ჩვენ დავითხოვეთ დაახლოებით 250,000 ადამიანი. ამ ადამიანების დიდმა ნაწილმა ვერ იპოვა საკუთარი თავი ახალ ეკონომიკაში. კრიმინალთან და კორუფციასთან ბრძოლისას ჩვენ ათასობით ადამიანი ჩავსვით ციხეში. მხოლოდ თბილიში 8,000 ადამიანი იქნა მხილებული. მათი ნათესავები დგანან ახლა და მთხოვენ გადადგომას.

რა არის კრიტიკის ყველაზე მტკივნეული ნაწილი?

ჩემთვის არაა მტკივნეული კრიტიკა, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში ვისმენ, ორი ოპოზიციური არხიდან. (დაუკვირდით გადასვლას – Bas) მე არ მოველოდი, რომ დასავლეთი ყველა ჩვენს ურთიერთობას შეაჩერებდა ახალი რევოლუციის მოლოდინში. საფრანგეთის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი გადაიდო. თურქულმა კომპანიამ ასევე გადაიტანა კონტრაქტის ხელმოწერის დღე, არაბული კომპანიამაც, რომელმაც 12 აპრილამდე გადაწია ხელმოწერის დღე.

რა სჭირს ამ ხალხს? სტრასბურგში და პარიზში ქუჩის მიტნგები რომ იმართება ჩვენც ასე ვიქცევით?

(ეს კაცი არის სირი – Bas).

ვინ აფინანსებს ქართულ ოპოზიციას?

ფულის ძირითადი ნაწილი – მილიონობით დოლარი – მოდის რუსი ოლიგარქებისგან. მე მაქვს ამის დოკუმენტური მტკიცებულება, რომელსაც ჯერ არ ვაქვეყნებ. ფულის გამოგზავნა რუსეთის მთავრობის მიერ არის კონტროლირებული თუ არა, ამას ვერ ვიტყვი, არ ვიცი.

ზოგიერთი ექსპერტი ახალი სამხედრო კონფლიქტზე საუბრობს, მათი თქმით ეს საქართველოში არსებული სოციალური არასტაბილურობის შედეგი იქნება. თქვენი აზრით რამდენად შესაძლებელია რუსეთ-საქართველოს ახალი ომი?

რუსეთის ხელისუფლება ალბათ ბედნიერი იქნება ჩემი ამ პოსტიდან წასვლით. შესაძლებელია ზოგიერთი რუსი სამხედრო ჩინოსანი ფიქრობს საქართველოში შემოჭრას, შემდეგში იმის სათქმელად, რომ მე შევუტიე მათ პროტესტიდან ყურადღების გადასატანად. ერთი კვირის წინ რუსული ტანკები ჩავიდნენ სამხრეთ ოსეთში (ტერმინს დააკვირდით მეგობრებო – Bas). ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ სამხრეთ ოსეთში 5,000 რუსი ჯარისკაცი დგას და ამდენივე სამხედრო იმყოფება აფხაზეთში.

თქვენი აზრით პრეზიდენტი მედვედევი მხარს დაუჭერს საქართველოსთან კიდევ ერთი ომის იდეას?

არა მგონია მან ეს იდეა მოიწონოს, მე ჰო ვნახე როგორი ბედნიერი იყო ის, როცა პრეზიდენტმა ობამამ ცალყბად გაუღიმა. რუსეთმა ნათლად გაიგონა ობამას აზრი აგვისტოს მოვლენებზე. მან ”შეჭრა” უწოდა ამ ფაქტს და ამ ერთი სიტყვით ობამამ წითელი ხაზი გაავლო რუსეთსა და საქართველოს შორის. არც მედვედევი და არც პუტინი არ არიან დაინტერესებულნი ამ ხაზის გადაკვეთაში.

(აქ მიჩნდება რიტორიკული და რაც მთავარია არქეოლოგიური კითხვა ჩვენი პრეზიდენტის მიმართ – Bas).

როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია რომ ამერიკამ და რუსეთმა გარიგება დადონ საქართველოსთან დაკავშირებით? როგორ ფიქრობთ, აშშ- პოლიტიკა საქართველოს მიმართ შეიცვლება ახალი ადმინისტრაციის პირობებში?

კრემლმა შეიძლება სცადოს ობამასთან შეთანხმებავთქვათ, რუსეთი დაეხმარება აშშ- ავღანეთღში, ირანსა და ცენტრალურ აზიაში, სამაგიეროდ აშშ დაეხმარება რუსეთს თავისი გეოპოლიტიკური მიზნების მიღწევაში ჩვენს ტერიტორიაზე, დაეხმარება რუსეთს შეცვალოს ხელისუფლება ამ ქვეყანაში(!). ბევრისათვის, მე წარმოვადგენ ჩიხს რუსეთთან ურთიერთობაში. მე ამერიკის პოლიტიკით ადრე უფრო მოხიბლული ვიყავი.

(უკომენტაროდ…)

ვინ არიან დღეს თქვენი მხარდამჭერები აშშ-ში?

მყავს რამდენიმე კარგი მოკავშირე. რა თქმა უნდა ჩემი საუკეთესო მეგობარი ყოველთვის ჯონ მაკკეინი იყო. თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ ის უკვე ქართველია. (აქ ალბათ კეკლუცად იცინის – Bas). ჩვენ ველით ბატონ მაკკეინის ვიზიტს ერთ კვირაში. მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰილარი კლინტონთან, ჯოზეფ ბაიდენთან და რიჩარდ ჰოლბრუკთან – ის ჩემი მასწავლებელია. მე ბევრი კარგი რამ ვისწავლე მისგან.

ხომ არ ფიქრობთ, რომ დასავლეთი იმედგაცრუებულია თქვენით? პრეზიდენტ ობამასთან გქოდათ კონტაქტი?

ო! დიახ, მე მას ტელეფონზე ვესაუბრე. პრობლემა ჩვენში არაა – პრობლემა მათ შიდა პოლიტიკაშია. ჩვენ მოვახდინეთ ამერიკის შიდა პოლიტიკაში ინტეგრაცია (რაო? – Bas). ჰოდა ხელისუფლების ცვლილებისას რაღაცნაირი ვაკუუმი შეიქმნა ამერიკაში. არავინ იცოდა რა ექნათ ჩვენთვის. ყველა, საფრანგეთის ჩათვლით, ელოდა ობამას დირექტივებს საქართველოსთან დაკავშირებით. მე ვაღმერთებ ამერიკულ იდეებს. ჩემთვის იდეალი იყო ამერიკა ბუშის მმართველობისას, როცა იდეები პრაგმატულ პოლიტიკაზე მაღლა იდგა. ახლა ახალი დროა, როცა პრაგმატული პოლიტიკა იდეებს განსაზღვრავს. ამან შეიძლება გააფუჭოს ის ამერიკა, რომელსაც მე ვიცნობ.

(პირდაპირ ვაცხადებ ამ კაცს ღრმად აქვს – Bas).

დროის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოთ, შეცვლიდით თქვენს პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში?

მოსკოვი გვადანაშაულებს პირობების შეუსრულებლობაში. მე არ ვიცი რა შეიძლება გაკეთებულიყო ახლა. ალბათ დიდად არაფერს შევცვლიდი. ის ღირებულებები რომლებსაც ჩვენ ვიცავთ არ არის გადაჯაჭვული რუსეთზე. უნდა წავსულიყავი თუ არა კომპრომისზე? ასე რომ მომხდარიყო, ყირგიზეთივით ვიქნებოდით, ყველანაირი დემოკრატიული ფასეულობების გარეშე, ან როგორც საწყალი სომხეთი, რომლის ეკონომიკაც მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული. ჩვენი პოლიტიკა კრემლისაგან დამოუკიდებელი იყო, ასევე გაგრძელდება და ჩვენ მოვაგვარებთ ამ დემონსტრაციებს ისე, თითქოს რუსეთი არც არსებობს. რუსეთთანაც ამ დემონსტრაციების გარეშე მოვაგვარებთ ყველაფერს.

თარგმანი: მე

Original Copyright “Newsweek”  - http://www.newsweek.com/id/193509/page/1

სააკაშვილი Vs. ნამდვილი ლიდერი

ყველანარი შესავლის გარეშე დავიწყებ და ვიტყვი, რომ ჩვენს პრეზიდენტს არ გააჩნია ნამდვილი ლიდერის თვისებები და სახელმწიფოებრივი აზროვნება – ნუ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ჩემი მოკრძალებული აზრით – ანუ იმჰო.   გავაკეთებ შედარებებს მიშა სააკაშვილს შორის და ნამდვილ ლიდერს შორის – ნამდვილ ლიდერში ვინმე კონკრეტულს არ ვგულისხმობ, ზოგადად ვისაუბრებ.

მაშასადამე, დავიწყებ იმ მოვლენით რომელის გამოც ვაქციე ზურგი ამ ხელსუფლებას.

სანდრო გირგვლიანის მკვლელობა – ეს მოვლენა იყო გარდამტეხი მომენტი ამ ხელისუფლებისათვის, სწორედ ამ მოვლენის დროს დაანახა ხელისუფლებამ ხალხს თავისი ნამდვილი სახე და ნამდვილი თვისებები.

როგორ მოიქცა მიხეილ სააკაშვილი: მკვლელობა მიიჩქმალა, დონაძის მეცადინებით საინფორმაციოებში გასაღდა როგორც სვანურ დაჯგუფებაში მომხდარი გარჩევის ”შედეგი.” დიდი ხნის განმავლობაში ხელისუფლება ცდილობდა მიეჩქმალა ეს საქმე, თუმცა ვერ მოახერხეს.  საქმის გასკდომის შემდეგ წავიდა უნამუსო მოქმედებების მთელი კასკადი – მასტერა სასამართლოში, ტელეფონის გადაწოდება მკვლელობაში ბრალდებულებისათვის (შუა სასამართლოზე; ჩვენში დარჩეს და თავმოყვარე მოსამართლე ამას არ მოითმენდა, თუმცა საქართველოში მოსამართლეებს თავმოვარეობა დიდი ხანია არ გააჩნიათ – დაგიფსით მანტიებზე ”მეგობრებო”), მთავარი მოწმის მიერ მელნიკოვის დასახელების შემდეგ მთავარ მოწმეზე დაიწყეს სამართლებრივი დევნა და არა მელნიკოვზე.  ამ დროს რას აკეთებს სააკაშვილი? ზის ჩუმად და უყურებს როგორ ელახება იმიჯი, როგორ ინგრევა ის ნდობა, რომელიც მას საზოგადეობამ გამოუცხადა.  მხოლოდ 2007 წელს, შვიდი ნოემბრის მერე, ინგა გრიგოლიასთან დადგმულ ინტერვიუში გმობს ამ ფაქტს და გირგვლიანის მკვლელებზე აგდებით, ირონიით ამბობს: ”ნუ ახლა ამ ხალხს ეგონა, რომ ისევ ძველი დრო იყო და ის საცოდავი ბიჭი გაიტაცესო.” – რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს საზოგადოება ამითი კმაყოფილდება – ნუ მიშას მომხრეებს და ჯერ კიდევ მოყოყმანეებს ვგულისხმობ.  4 წელი და წინასაარჩევნო კამპანია დასჭირდა მიშას იმისათვის, რომ ეს სიტყვები ეთქვა.

კარგი ბატონო, შეიძლება ითქვას, რომ მან არ იცოდა ამ საქმეზე და მხოლოდ მაშინ გაიგო როცა ტელევიზიის მეშვეობით გასკდა (პრინციპში დარწმუნებული ვარ, რომ ასეა) – კი მაგრამ მერე რატომ დაუშვა ასეთი უსამართლობა?  რატომ მისცა უფლება მელნიკოვებს, ახალაიებს, მერაბიშვილს და სხვა ჯურის ნაძირლებს ასე ბინძურად დაესრულებინათ ეს საქმე? მოკლედ ყველამ კარგად ვიცით, როგორ მოიქცა ეს კაცი.

მიშას ფანებს ძალიან უყვართ ხოლმე ”შევარდნაძისტობის” წამოძახება ადამიანებზე, იქო მხედრიონიო, იქ ქურდებიო და ა.შ.  არადა რით განსხვავდება ამ შემთხვევაში მიშა და მისი ხროვა შევარდნაძის დროინდელი ხროვისგან – (ხარი ხართან დააბიო მახსენდება :) მაინც გამოყვა ეტყობა რაღაც).  ისევ მაფიოზური, კორუფციული და ძალადობრივი აზროვნების მატარებელი ხელისუფლება შეგვრჩა ხელში.

რას იზამდა ნამდვილი ლიდერი: ის უბრალოდ იქნებოდა გულწრფელი ხალხის მიმართ.  კი არ დაიმალებოდა არამედ გამოვიდოდა და იტყოდა, რომ ეს იყო შეცდომა, რომელიც დაშვებული იქნა იმ გზაზე რომელზეც იდგა სახელმწიფო და ის თხოვდა საზოგადოებას თანადგომას, პატიებას და მხარდაჭერას, იმის გამო რომ ასეთი რამ მეორეჯერ არ მომხდარიყო. შემდეგ დამნაშავეები დაისჯებოდნენ, გადასაყენებელი ხალხი გადადგებოდა.  აი ვინ არ დაუდგებოდა ხელისუფლებას გვერდში ამ შემთხვევაში? ვინ განუდგებოდა გულწრფელ ხელისუფლებას? და ა.შ.

ამის შემდეგ ყველაფერი უკვე ტყუილზე იგება. იტყუებიან პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, კულტურის მოღვაწენი, ხალხი – მოკლედ მთელი საქართველო ისევ ტყუილის სავანედ იქცა.  ამიტომაც მივედით აქამდე.

შემდეგი საკითხი: საქართველოს ევრო ინტეგრაცია და ნატო.

მიხეილ საკაშვილის პოლიტიკა: დღე დღეზე მიგვიღებენ.   აპრილში მიგვიღებენ.  აპრილში არ მიგვიღეს, სამაგიეროდ დაგვპირდნენ რომ მიგვიღებენ (არა დაჟე მაპს მოგვცემენ) და ეს თვითონ წევრობაზე უფრო მაგარია. ანუ დაპირება იმის შესახებ, რომ ოდესმე მივიღებთ მაპს და შემდეგ მაპის პირობების შესრულების შემთხვევაში ოდესღაც წევრები გავხდებით, უფრო მაგარია ვიდრე წევრობა.  მერე ჩვენი დროის ტალერიანების, ბათუ ქუთელიას და მისთანების მეცადინეობით, ვიღებთ რაღაც სასწაულ, უპრეცედენტო, ჯერრომნატოსარახსოვს იმისთანა რაღაცას ANI (ამ ევროპელებს ეტყობა გართულება აქვთ ქალის სახელებზე), ჩვენი დროის ტალერიანი ბათუ ქუთელია გვეუბნება, რომ ეს იმაზე უფრო მაგარია ვიდრე საერთოდ ნატოს წევრობა.  მოკლედ გვაბოლებენ, გვატყუებენ და გვასუქებენ!

ნამდვილი ლიდერის პოლიტიკა: კვლავაც გულწრფელობა – არ გვიღებენ ნატოში, ისინი ითხოვენ ჩვენგან ძლიერ დემოკრატიულ სახელმწიფოს…   ისე პრინციპში ნამდვილი ლიდერი უკვე ნატოში იქნებოდა – იმიტომ რომ ის არ არჩევდა თავის ხალხს ახალაიებს და მელნიკოვებს. ნამდვილი ლიდერი თავის ხალხს წარმატებით გაუძღვებოდა გამარჯვებისკენ! ან თუნდაც დამარცხებისკენ – მაგრამ რაც მთავარია გაუძღვებოდა!

Follow

Get every new post delivered to your Inbox.