დღეს, სინოდის სხდომის მერე, მეუფე სერაფიმეს განუცხადებია: ”ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მივიღეთ დაპირება, რომ კანონში შევა ჩასწორება, რომლის მიხედვითაც საქართველოში მართლმადიდებლური რელიგია კვლავ დომინანტად დარჩება. ჯერჯერობით, სინოდი ამ გადაწყვეტილებით შემოიფარგლა და თუ დავინახავთ, რომ კანონის ძალით ოდესმე მაინც შეილახება ქრისტიანობა, მერე უკვე უფრო მკაფიო მოქმედებებზე გადავალთ“.
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ჩემთვის პირადად იმდენად გაუგებერია “დომინანტი მართლმადიდებლობის” ეროვნული აღქმა, რომ მესამე დღეა ამაზე ვფიქრობ და ვერაფრით ამოვხსენი ეს დილემა. ანუ არც ერთ ასპეკტში ეს დომინანტობა რეალურად საფრთხის ქვეშ არ უნდა იყოს.
ღმერთის წინაშე – აქ ყოველთვის ის ანეკდოტი მახსენდება, ვიღაც ტიპს ექსკურსიას რომ უტარებენ სამოთხეში, მართლმადიდებლების ადგილსამყოფელთან რომ მივლენ და გიდი ეტყვის: “ჩუმად, აქ მართლმადიდებლები არიან და მაგათ ჰგონიათ მარტო არიანო.”
მართლა ვერ ხვდება ნეტა ეს ხალხი, რომ ამ ფარისევლური “დომინანტობით” რწმენას და ყველა ქრისტიანულ ღირებულებას აკნინებს?
არა, მართლა იმდენად გაუგებარია ეს ყველაფერი ჩემთვის, რომ მსჯელობაც მიჭირს. ვერ გავიგე რას ნიშნავს ეს დომინანტობა.
ისედაც ხო 87%-ია მართლმადიდებელი? ანუ რაოდენობრივად ისედაც დომინანტი რელიგიაა…
აი, არ მესმის, მართლა არ მესმის და პასუხი ამაზე ვერავისგან მივიღე.
რისთვის იბრძვის ეს ხალხი? (ნუ, დავით აღმაშენებლის და ქეთევან წამებულის ამბები გავიგე უკვე, მაგრამ ამ ყველაფერთან ვერ ვაკავშირებ). რა მოიგეს ამით? რა შეემატათ? რა შეემატა მათ რწმენას და სულიერებას?
რატომ არიან ისინი ჩემზე უკეთესი ტიპები? ან ჩემს კათოლიკე მეგობრებზე უფრო კარგები და ღირსეულები?
ჩემთვის ეს ყველაფერი აბსურდია, თვალის ამხელი და ინფორმაციის მომწოდებელი კი არავინაა. რა ვქნა რა წყალში გადავვარდე აღარ ვიცი.
საქართველოში ჩამოყვანილი ინგლისურის მასწავლებლების ისტორია ჰომ ყველამ ვიცით? ჰო!
ერთ-ერთი ასეთი მასწავლებელი, კრისტოფერ ბეიკონი, ნათლიაჩემის ნაცნობი აღმოჩნდა. ნათლიამაც არ დააყოვნა და დამირეკა და მთხოვა კრისისთვის “მიმეხედა.” სანამ შეხვედრისათვის დროს გამოვნახავთ მე და კრისი ფეისბუკის საშუალებით ვურთიერთობთ, ამასობაში მოვასწარი მისი ბლოგის წაკითხვაც. ჩემთვის ყოველთვის საინტერსო იყო სხვისი თვალით დანახული საქართველო, ცხადია შეკვეთილ და პათეთიკით გაჯერებულ სტატიებს და სიუჟეტებს არ ვგულისხმობ. (BTW აი კრისის ბლოგიც – http://georgianbacon.blogspot.com/). ბოლო ჩანაწერი ბლოგზე გუშინაა გამოქვეყნებული. ამ პოსტის კითხვისას რამდენჯერმე გამეცინა, როცა წარმოვიდგინე ჩვენი ველური ბავშვების ხელში ეს პატიოსანი ადამიანი. ჩემი ბავშვობაც გამახსენდა და ჩემი ამერიკელი მასწავლებელი რებეკა. ბავშვების ეს საქციელი კულტურულ შოკს მივაწერე და დარწმუნებული ვარ რომ დროთა განმავლობაში კრისტოფერს შეეჩვევიან და კარგადაც მოიქცევიან (ყოველშემთხვევაში ჩვენს შემთხვევაში ასე მოხდა და რებეკას აღარ ვაბრაზებდით).
საუბარ-საუბარში სხვა საკითხიც წამოიჭრა, მარადიული თემა – ქართული შოვინიზმი, რომელიც პირდაპირ სახეში მიულეწიათ ამ შენი კრისტოფერისთვის. სამართლიანობა მოითხოვს, რომ აღვნიშნო რომ შოვინიზმი მარტო ქართველების “ფიშკა” არ არის, ეს მარაზმი ყველა ევროპელში ზის, მაგრამ იმათ თავის საქმეებს მიხედონ და ჩვენ – ჩვენსას.
მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო კრისტოფერს გადაუწყვეტია მშობელთა კრების მოწვევა და ბავშვების უსაქციელობის გარჩევა მშობლებთან. ამაზე ზემდგომი ორგანოსგან მიუღია შემდეგ პასუხი: “ამით მშობლებს გააღიზიანებ და ისინი თავს შეურაცხყოფილად იგრძნობენო.” როგორც შემდეგში გაირკვა პროგრამის კოორდინატორებს ლეგენდარული ქართული ტოლერანტობის შეშინებიათ. მოგეხსენებათ, ამერიკის წლოვანების თუთის ხის მქონე ქვეყნის სასიქადულო შვილებს არაფერი ესწავლებათ, ჩვენ ხომ ასეთი დიადი კულტურა გვაქვს, ჩვენ ხომ სამყაროს ჭიპი ვართ და ა.შ.
ამაზე კრისმა სამართლიანად დაიჩივლა: “ჩამოვედი ქვეყანაში, რომელიც 6,500 მილით არის დაშორებული ჩემი სახლიდან, არ ვიცი ენა, ახალ გარემოსთან შეგუება არის დიდი დისკომფორტი და ამ დროს მეუბნებიან, რომ ჩემი მოვალეობის შესრულება და მშობლებთან მათი შვილების საქციელების განხილვა შეურაცხმყოფელი და მიუღებელია. ეს ჩემთვის დიდი შეურაცხყოფააო.” როგორც ჩანს ჩვენს მაღალ კულტურულ ერს ურჩევნია ქართველმა მასწავლებლებმა ჩვენს შვილებს დებილები, იდიოტები, სამტრედიის სპეცსკოლაში გასაგზავნები და ა.შ. უძახონ, მშობლები კრებებზე დაიბარონ და იქაც იგივე გაიმეორონ მათი შვილების შესახებ – ამით არავინ ღიზიანდება და არავინ გრძნობს თავს შეურაცხყოფილად. მაგრამ თუ საქმე ამერიკელის მიერ მიცემუმ პატარა შენიშვნას ეხება… ნუ მაშინ… ჩვენ ბოდიში და ვინ მიყრიან ეგ კოლუმბის ნაბიჭვრები.
პროექტის აღწერა: ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს,ჩვენ – ქართველები. მაღალი კულტურული ერის ოცნება, როგორც იქნა, აღსრულდა. შესაბამისად, მე როგორც პროფესიონალი მშენებელი, გთავაზობთ სახელმწიფოს შენების ერთგვარ “მანუალს.”
სამიზნე ჯგუფი: “ლადო გურგენიძის ახლანდელი და მომავალი შეგირდი ზანგები რუანდაში, სომალიში, ზიმბვამბეში და სხვა ველურები, რომლებიც აეროპორტებში ჩანთებს ხსნიან.”
პროექტის მიზანი: ისედაც ცხადია.
ძირითადი ნაბიჯები:
1. თუ კემბო მოჰავეს ცოლს ვინმე ბანანებნაჭამი ახალგაზრდა შეაწუხებს, ხოლო ამის გამო მას სადმე ხრიოკ უდაბნოში არსებულ სასაფლაოზე მოკლავენ, ზემოთ ხსენებული ველური ზანგის ქვეშევრდომები, დაიკიდეთ. რამდენჯერაც ამას გაგახსენებენ, თქვით, რომ ტვინი მოგეტყნათ. როცა ზემოთ ხსენებულ ველურის ველურ ქვეშევრდომებს ველური უდოს ველური კომისია სამაგალითო ველურული ქცევისთვის 2 წელიწადში ციხიდან გამოუშვებს და ველურ საზოგადოებაში დააბრუნებს, ესეც დაიკიდეთ – შეწყალების გამართული კომისია და სამართლიანობა საძირკველია თქვენი სახელმწიფოებრიობისა. სამაგიეროდ, თუ ვუდუელ მშობელთა კავშირის ახალგაზრდა წევრებს დამსახურებულად მიუსჯიან 4 წელიწადს, გაიხარეთ იმით, რომ კანონი კანონობს, ყველა დამნაშავე ისჯება, ხოლო თუ ვინმემ წამოგაძახათ ზემოთ ხსენებული ველურების სიველურეს, ყლეზე დაიკიდეთ ( თუ რა თქმა უნდა, გაქვთ), თუ არა და, ცხვირში გარჭობილი ანტილოპას ძვალიც გამოდგება საკიდად. (ტავტოლოგია სახემწიფოებრიობის გარანტია *ავტ. შენ.).
2. თუ პრეზიდენტი რობერტ მუგაბე განვითარებულ თეთრკანიანებს შეგადარებთ, აუცილებლად მონახეთ ჩენჯერაი ჰოვეს სახელობის უნივერსიტეტის ლექტორები, რომლებიც ეცდებიან ,თქვენი ველური და დაბალინტელექტიანი საზოგადოება, მარტივად რომ ვთქვათ, დააყლეონ და პრეზიდენტის გამონათქვამს ათასნაირი გამართლება გამოუნახონ.
3. მუდამ ეკაიფეთ თქვენი მეზობელი სახელმწიფოს მარიონეტ პრეზიდენტს, გამოაცხადეთ მისი პრემიერი (ყოფილი პრეზიდენტი) უზურპატორად. დაგმეთ მისი მხრიდან აქციების დარბევა, ტელევიზიებში შევარდნა-დახურვა და სხვ. სამაგიეროდ, თქვენი მთავრობის იგივე საქციელი სახელმწიფოს შენებად და ნორჩი დემოკრატიის საყრდენად გამოაცხადეთ, ჰო… და არ დაგავიწყდეთ ახალი კონსტიტუციის მიღება. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ეს კონსტიტუცია დააწერინეთ იმ ადამიანს, რომელსაც ყველა განვითარებული და ინტელექტუალი ეკაიფება იმიტომ, რომ ამ კონსტიტუციალისტს სჯერა, სამეფო დინასტიას გენეტიკური მეხსიერება აქვს. ეკაიფეთ ამ ადამიანს, მაგრამ კონსტიტუცია დააწერინეთ.
4. თუ თქვენი, ვთქვათ, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე “ზონდერ-ბრიგადებს” ხელმძღვანელობს და აქციებიდან წამოსულ საბრალო ზანგებს სცემს, დაგმეთ… ოღონდ ნაცემი ზანგები.
5. ადით კილიმანჯაროს თოვლიან მწვერვალზე და გამოექანეთ.
P.S. Anger – ინგლისური სიტყვაა და ბრაზს ნიშნავს.
*პროექტის ყველა პერსონაჟი გამოგონილია, ხოლო თუ რომელიმე მათგანმა თავი ამოიცნო და გული ეტკინა, მეხუთე პუნქტს მიმართოს.
2012 წელს ანუნაკების და ნიბირუს ჩაქროლებას თუ გადავურჩით, კაცეტლოაკმაც თუ დაგვადო და არ დაბრუნდა, თუ არც მეტეორი დაგვეცა და სარა პეილინის გაპრეზიდენტებაც აგვცდა, 2013-ში დიდი ამბები მოგველის. საქართველოს შეცვლილი კონსტიტუციით მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის პირველი პირი კიდევ ერთხელ გახდება, თანაც კონსტიტუციურად ლეგიტიმური იქნება მისი ეს ნაბიჯი. კაი, მიშას ამბავი ისედაც გასაგებია…
აქვე გასაგებია ქართული საზომაზოგადოების, ხელოვანების, ჟურნალისტების და ა.შ.-ების მოქმედებებიც.
აი, რა მოგველის 2013 წელს:
● ქართველი იუმორისტები არ გადაიღებენ მულტფილმს და არ უმღერებენ მიშას ”შენც წადი.”
● ქართველი პანკები ან რეპერები არ ჩაწერენ სიმღერას ”მიშა გააჯვი, ბლიად!”
● ”რუსთავი 2″ აღარ ეცდება გახდეს ”გამარჯვებული ხალხის ტელევიზია.”
● არ შეიქმნება ”ისევ კმარა.”
● რუსთავი 2, იმედი, პირველი არხი, რეალ ტივი, 24 საათი, პრაიმ-ტაიმი, ტაბულა და ა.შ. რუს ლიბერალებს ჩამოართმევენ ინტერვიუებს, რომლებიც, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, მიშაში ვერ დაინახავენ ახალ პუტინს.
● ყოველ ნეგატიურ კომენტარზე მტერი კვლავ 40 კილომეტრში იდგება.
● ამერიკა კვლავ დემოკრატიის შუქურას გვიწოდებს და ამით კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს, რომ ძალიან მაგრად ვკიდივართ.
● კაკო მინაშვილი კვლავ მოხარული იქნება, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვპირდებიან იმას, რომ ”ნატოში აუცილებლად გავწევრიანდებით… ოდესმე.”
● “ქრისტიან-დემოკრატები” ისევ საპარლამენტო ოპოზიციაში იქნებიან და ისევ შეუთანხმებენ თავიანთ ნაბიჯებსა და განცხადებებს ხელისუფლების წარმომადგენლებს.
● ბაკურ კვეზერელი ისევ სოფლის მეურნეობის მინისტრი იქნება.
● რუსეთი ისევ მტერი იქნება, მაგრამ “გაზპრომის” შნირები კვლავ ივლიან ფარულ შეხვედრებზე ჩვენს ჩინოვნიკებთან. (ფული არა ყარს).
● ჩვენ ყველა 3 წლით უფროსები ვიქნებით, უფრო დავღვინდებით, უფრო მეტი ჭკუა გვექნება, უფრო მეტი წიგნი და ესსე გვექნება წაკითხული, უფრო მეტ ახალ ტერმინს მოვიფიქრებთ, უფრო მეტ ფან-პეიჯებზე გავწევრიანდებით ”ფეისბუკზე” და ისევ გვეცოდინება, თუ რა ყლე ქვეყანაში ვცხოვრობთ, მაგრამ გამოსასწორებლად თითს თითზე არ დავადებთ იმიტომ, რომ გვეშინია წარსული გამოცდილების. ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა გვეღირსოს არჩევნებით შეცვლილი ხელისუფლება? ამიტომ დაველოდებით 2021 წელს.
● ვიზეიმებთ ვარდების რევოლუციის 10 წლისთავს, სტალინის ძეგლის აღების 3 წლისთავს, ჩატარდება პროექტი ”განსაბჭოება 3,” კვლავ ჩაიწერება სიმღერები ”we don’t wanna Ivan” (მერე რა რომ wanna – want to-ს ნიშნავს),
● პაზოლინის ”სალო ანუ სოდომის 120 დღე” კვლავაც პირველ ათეულში იქნება ავოე.ჯი-ზე, მაგრამ იმიტომ კი არა რომ აქტუალურია, არამედ იმიტომ რომ ”ეროტიკაა.”
● კვლავ, კვლავ, კლავ… მოკლედ როგორც ჩვენი პრეზიდენტის მოწონებული ზანგები a.k.a. nigger-ები იტყვიან – Same shit, another day/year/life/whatever.
გსმენიათ ალბათ ამბავი: ქმარი წყაროზე გაშვების წინ ცოლს სცემს. რატომ სცემს ის ცოლს და ”კოკა რომ არ გატეხოს.” მეზობლები შენიშვნაზე – თუ გატეხა მერე სცემე, ახლა რას ერჩიო, ასეთ პასუხს იღებენ: -”რომ გატეხს, მერე გვიან იქნება.”
ეს ამბავი მაშინ გამახსენდა, როცა პატრიარქის საერთაშორისო ფონდის ახალი პროგრამის შესახებ შევიტყვე. ამ პროგრამის მიხედვით, მშობლებს შეუძლიათ შვილები გამოსაკვლევად მიიყვანონ და დაადგინონ აქვთ თუ არა მათ რაიმე სახის მიდრეკილება კრიმინალის ან ნარკომანიის მიმართ. ამ თემაზე ბევრი დაიწერა და, ეჭვი მაქვს, კიდევ ბევრი დაიწერება. ძალიან ბევრი სპეციალისტი ამბობს, რომ ეს პროცესი გამოიწვევს ბავშვებში საკუთარი თავის სტიგმატიზაციას, დაკომპლექსებასა და ჩაკეტვას. ამ დასკვნამდე მისვლას დიდი ფსიქოლოგობა არც სჭირდება. უბრალოდ, მოდით წარმოვიდგინოთ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ექსპერიმენტს, რომელში მონაწილეობის მისაღებადაც მშობლებს შვილები ყველანაირი ეჭვის და შიშის გარეშე მიჰყავთ, მხოლოდ იმიტომ რომ პროგრამას პატრიარქის საერთაშორის ფონდი ახორციელებს.
პირველ ეტაპზე ზემოთ ხსენებული ქმრის მაგალითზე განვიხილოთ მოსალოდნელი შედეგები. რას იზამდა ცოლი მას შემდეგ რაც მისი მეუღლე მის ცემას მორჩებოდა და ბოლოს და ბოლოს მისცემდა წყალზე წასვლის უფლებას:
ცოლის ტიპის #1: ფრთხილად, კოკასჩახუტებული ჩავა და ამოიტანს წყალს, ქმარს მიართმევს, ჭიქაში ჩაუსხამს, საჭმელს მოუმზადებს, დაჯდება და მოქსოვს.
ცოლის ტიპი #2: სახლიდან გასული არ იქნება, პროტესტის ნიშნად კოკას მიწაზე დაახეთქებს და გატეხს. ამისათვის მას უკვე მოხდილი აქვს სასჯელი, შესაბამისად მას დასაკარგი აღარაფერი აქვს.
ცოლის ტიპი #3: მიდის წყალს იღებს, შემდეგ კოკაში აფსამს. სახლში მოსული ქმარს ღიმილით მიართმევს ფსელიან წყალს. ქმარი კმაყოფილია ცოლის მორჩილებით.
ცოლის ტიპი #4: ქმარს არ აცდის მის ცემას, ხელში იმარჯვებს კოკას და თავზე ალეწავს.
ცოლის ტიპი #5: უბრალოდ იკრავს გუდა-ნაბადს და მიდის, თუნდაც დედამისთან, ან სულაც სხვა კაცთან, ანდაც გაურკვეველი მიმართულებით.
ახლა გავშიფროთ რა მესიჯი დევს მშობლის ქმედებაში, რომელსაც ბავშვი ამ პროგრამაში შეჰყავს. საკუთარ თავზე წარმოვიდგენ ამ ყველაფერს. ვთქვათ, ვარ მეექვსე ან მეშვიდე კლასელი ცელქი ბავშვი, ჩემი მშობლები, მეზობლები, მასწავლებლები, ნათესავები და სხვები დაიღალნენ ჩემი ცელქობით, მერე რა რომ 12 წლის ვარ… ერთ დღეს ჩვენი ერთ-ერთი ჭკვიანი ნათესავი ასკვნის, რომ რადგან: მე ომობანას თამაში მიყვარს, დავძვრები ხეზე, კარებზე ზარს ვრეკავ და მერე გავრბივარ, ხანდახან შუშასაც ვუმსხვრევ რ შინაბერა მეზობელს, რომელიც თავზე დამჩხავის, ამიტომ ჩემგან კარგი არაფერი გამოვა. ამ დასკვნის გამო შეწუხებული დედაჩემი სხვა ნათესავებისა და მეგობრების წრეში წუწუნს იწყებს ჩემი ქცევების გამო – მე ამ დროს ვთამაშობ და ვცელქობ, ზუსტად ისე როგორც 12 წლის ბავშვს შეეფერება. თანდათანობით ირკვევა, რომ მე ცხოველების მიმართაც აგრესიული ვარ, სოფელში ყოფნისას ვბერავ ბაყაყებს, დაჭეჭყილი ლაფნით ვამღვრევ ჯილეებს და ისე ამომყავს თევზები, რომლებსაც ყველასგან გასაკვირად ვფატრავ და მერე ცხელ ტაფაზე ვდებ, ხოლო ამ ყველაფრის კულმინაცია ზემოთხსენებული თევზების ჩემს სტომაქში განთავსებაა – საერთო მეგობრულ-ნათესაური საბჭო ასკვნის, რომ ჩემში ღვიძავს პირველყოფილ ინსტინქტებს, რომლებიც მიბიძგებს ნადირობისკენ, მკველობისკენ და, საერთოდ, კანიბალი ვარ. ჰო… ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დელიკატურად შეაპარეს ჩემს მშობლებს – ”სხვანაირად არ გამიგო…” , ”ჰო, იცი, მეც როგორ მიყვარს, მაგრამ…” და ა.შ. სტანდარტული ფრაზები.
ამ ყველაფრით შეშფოთებული ჩემი მშობლები იწყებენ ფიქრს თუ როგორ მიშველონ, პირველი რაც თავში მოსდით ჩემი დატვირთვა – სპორტი, უცხო ენა, მუსკა, ხატვა, წიგნების დაძალება. მეორე – ნაცნობ მოძღვართან მიბარება და ჩემში სულიერი სიმშვიდის ჩანერგვა. ამ ყველაფრის ფონზე მე უკვე დათრგუნული ვარ, დაკომპლექსებული, ყოველი სტუმრის მოსვლა ჩემთვის დიდი ტრაგედიაა, იმიტომ რომ ვიცი, ისინი ჩემზე ილაპარაკებენ. მარტივ მამრავლებად დაშლიან ჩემს ქცევებს, ფსიქიკას, მეგობრებს, ყოველ სიტყვას აწონ-დაწონიან. ამის გამო აგრესია იღვიძებს ჩემში და მეწყება გარდატეხის ასაკისათვის დამახასიათებელი აგრესიული-დეპრესია. ვგრძნობ, რომ ვარ გარიყული, რომ მშობლებს არ ვუყვარვარ და საერთოდ ნაშვილები ვარ. ჩემი ჭკვიანი ნათესავები დედაჩემს და მამაჩემს აწყნარებენ და ეუბნებიან, რომ ეს ასაკობრივი კრიზისია და ამ მომენტში მჭირდება მტკიცე ხელი, სიმკაცრე, რადგან ხელიდან არ გავსხლტე და მოლიპულ გზაზე არ დავდგე. დედაჩემის დაქალები თავისი ნაცნობი ფსიქოლოგისგან მიღებულ რჩევებს აფრქვევენ ყოველ ფეხის ნაბჯზე, ნათესავები სხვა ბავშვებს მადარებენ და წუხან ჩემ გამო. მოკლედ ცოცხალი, ცელქი, ხალასი (ვერ ვიტან ამ სიტყვას) ბავშვისგან მონსტრად მაქციეს. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ჩემი ესმის, ჩემი პატარა ძმაა. ისიც თავისებურია, უყვარს კითხვა, ცალკე თამაში, აქვს ჩაკეტილი სამყარო და მხოლოდ ჩემთან კონტაქტობს გულღიად. რამდენიმე წელში, ჩვენი რომელიმე ჭკვიანი ნათესავი, მასში ჩაბუდებულ სერიულ მკვლელს, ბოროტ ფიზიკოსს ან ტერორისტს აღმოაჩენს და ისიც ჩემს გზას დაადგება.
ხშირად ვსაუბრობთ და გრძნობებს ვუზიარებთ ერთმანეთს. ხანდახან ვეჩხუბები, შეიძლება წავარტყა კიდეც, ის ტირის, მებუტება, მაგრამ იცის, რომ ეს ყველაფერი ჩემი ბრალი არ არის. ის 9 წლისაა და უკვე კარგად იცის მოზარდთა ფსიქოლოგიის საფუძვლები – იცის, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი გრძნობების და აგრესიის პროექციაა ჩემზე სუსტ ადამიანზე, რომ სინამდვილეში მას კი არ ვცემ და ვეჩხუბები, არამედ – ჩემს მშობლებს და იმ ხალხს,რომელიც მათ გარშემო ტრიალებს.
ამ ყველაფრის შემყურე ჩემი მშობლები, სულ უფრო და უფრო რწმუნდებიან იმ დასკვნების სიმართლეში,რომელიც სამეგობრო-სანათესაო საბჭომ გააკეთა და კიდევ უფრო ინტენსიურად ეძებენ გამოსავალს. ერთ საღამოს შემთხვევით წააწყდებიან რეკლამას:
აღფრთოვანებულები სასწრაფო წესით აკითხავენ თეა გოგოტიშვილს, რომელიც დამწუხრებული სახით უსმენს მათ და ჰპირდება, რომ აუცილებლად გამომასწორებს. მთავარია, ვითანამშრომლოთ; მთავარია, მშობლებმაც აითვისონ მათთვის მიცემული რჩევები. ჩემი მშობლები, რომლებსაც ბავშვობიდან უნერგავდნენ, რომ გადაწყვეტილებები მათ მაგიერ სხვამ უნდა მიიღოს, მორჩილად მწერენ პროგრამაში.მე, რა თქმა უნდა, არავინ მეკითხება აზრს. მე ხომ ხელიდან წასული თინეიჯერი ვარ, რომელიც სავარაუდოდ დასავლეთიდან შემოსულმა ძალადობრივმა იდეოლოგიამ შეიწირა და დროა გადამარჩინონ. ჩაწერის დღიდანვე მამაჩემში კვლავ იღვიძებს იმედი ჩემი იურისიტობის შესახებ. ბებიაჩემს კი ”დოხტური” უნდა ოჯახში, პრაქტიკულიცაა, კეთილშობილურიც, ფინანსურად უზრუნველყოფილიც – ეს ყველაფერი კი კარგ შვილს, კარგ მეოჯახეს და სასურველ სიძეს ნიშნავს.
საღამოს მთელი ოჯახი ვსხდებით და ისინი მიყვებიან, როგორ უნდა წამიყვანონ ამ პროგრამაში, რომელშიც ჯერ ფსიქოლოგიურ ტესტებს ჩამიტარებენ, ხოლო თუ იქ რამე ”ისეთი” დააფიქსირეს, ტვინს გამომიკვლევენ და დაადგენენ – რატომ მაქვს ”ასე” მოწყობილი. შემდეგი ეტაპი ფსიქოლოგიური მკურნალობა იქნება, თუ ამანაც არ მიშველა მედიკამენტებით გამჭყეპენ.
ძილის წინ ჩემი 9 წლის ძმა ცოფებს ყრის, ოღონდ თავისუბურად, მშვიდად, ასეთ მომენტებში მას ლაპარაკის საღერღელი ეშლება და ფილოსოფოსობას იწყებს. ის მეუბნება, რომ ეს მარაზმი ბიოლოგიური დეტერმინიზმის (თავისთავად სულელური კრიმინალისტიკური თეორიის) პროვოკაციაა და მიხსნის, რომ ვინმე ჩეზარე ლამბროსოს კრეტინულ თეორიებს ეყრდნობა, რომელიც ამტკიცებდა რომ კრიმინალებად იბადებიან და ყველა ასეთ ადამიანს სპეციფიკური ნიშანი აქვს: გრძელი და წინ გავარდნილი ყბა, პატარა და დახრილი შუბლი, სახელურის ფორმის ყურები, ნისკარტისებრი ცხივირი და ა.შ. ჩემი ძმა გრგვინავს და ჩაძინებამდე ეკა ხოფერიას გადაცემაში მიწვეულ განათლებულ ადამიანებს ბავშვურად აგინებს.
მე მთელი ღამე არ მძინავს, ვიცი რომ დილას იქ უნდა წამიყვანონ. მე უნდა ჩავაბარო გამოცდა, რომელიც გადაწყვეტს ჩემი ცხოვრების გზას! გამცემს პასუხს ყველაზე რთულ შეკითხვაზე – ”ვინ ვარ მე?” ეს გამოცდა ერთჯერადია, მისი გადაბარება არ შეიძლება – მისი შედეგი მთლიანად წყვეტს ჩემი შემდგომი ცხოვრების გზას.
დიდი მადლობა დედა, რომ ასეთი შანსი მომეცი! დიდი მადლობა ქალბატონო თეა, რომ ჩემს ყველა შინაგან კითხვას ერთბაშად გასცემთ პასუხს! დიდი მადლობა ყველას!
იმ დილის სცენა ჩემი ძმის გონებაში ბევრჯერ გათამაშდება. ისევე როგორ ამერიკულ ფილმებში, მას ხშირად დაესიზმრება: როგორ მივყავარ ჩემს მშობლებს ”სადღაც,” როგორ უმწეოდ ვიყურები უკან. მაგრამ ჩემი ძმა არ ნებდება – ის საწოლზე წამოჯდება და მომაძახებს: ”ნუ გეშინია მაკმერფი! მე ყოველთვის შენთან ვიქნები” და ბალიშს მუხლებზე იდებს.
დღეს, ალბათ, უყურეთ ”ნიჭიერის” ბოლო ნახევარფინალის ლაივს. ძალიან კარგი შოუ იყო და გამარჯვებულებიც სამართლიანად დასახელდნენ, თუმცა ჯგუფ ”მოზაიკაზე” გული დამწყდა, რადგან ვფიქრობ, რომ მთელი პროექტის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ნომერი დადგეს. როდესაც წამყვანებმა გამოაცხადეს, რომ სხვა მონაწილეებს კიდევ ერთი შანსი მიეცემოდათ, გამიხარდა – ვიფიქრე, ”მოზაიკას” აქ მაინც დაასახელებენ და ფინალში გავლენ-მეთქი.
საბოლოო ჯამში პირდაღებული დავრჩი. ის ხუთი ნომერი რა პრინციპით აირჩიეს არ ვიცი. ისეთი დონის ნომრები გამოარჩიეს, ასე მეგონა, ჟიურიში რადიო ”არ დაიდარდოს” მარკეტინგის მენეჯერი, ნინო ჩხეიძე და მერაბ კაშია (ბაზრობის ცნობილი ჰიტების კომპოზიტორი) ისხდნენ.
მოკლედ, არ ვიცი, რატომ მიიღეს შოუს მესვეურებმა ასეთი არაადეკვატური გადაწყვეტილება… ვფიქრობ, ფინალს ”მოზაიკის” სახით ნამდვილად ძლიერი ნომერი მოაკლდა და ისეთი სანახაობა ვერ იქნება, როგორიც მათთან ერთად იქნებოდა.
პ.ს. ან ის რა მატრაკვეცობა იყო, იმ ბავშვს ინგლისური სიმღერა რომ ამღერეს… ამ ხალხმა ვერ შეიგნო, რომ ინგლისური ენა შეიცავს ისეთ ბგერებს, რომელთა გამოთქმაც ძალიან ძნელია დიდი პრაქტიკის გარეშე და მათი არასწორად წარმოთქმა სიმღერას და მომღერალის შესაძლებლობებს ამახინჯებს.
“იმედის” გუშინდელ, ამაზრზენ საქციელს გამმართლებლნი და სხვა კუთხით შემხედვარენიც გამოუჩნდნენ. მათ რომ ჰკითხო, თურმე ხალხს არ უნდა შეშინებოდა, რომ ეს შიში უფრო საგანგაშოა, რადგან არველაძემ ე.წ. Wake Up Call გაგვიკეთა და ამის გამო მას კი არ უნდა ვემდუროდეთ, არამედ გულებში უნდა ჩავიხედოთ თურმე.
ხალხს, რომელსაც 40 კილომეტრში უდგას მტრის ჯარი და ჰყავს უნიათო ხელისუფლება, რომელმაც კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ხალხი ოს და კაზაკ მარადიორებს შეატოვა 2008 წლის აგვისტოში, არ უნდა შეშინებოდა.
ხალხს, რომელის ჯერ კიდევ ვერ გამოსულა პოსტტრავმატული მდგომარეობიდან – არ უნდა შეშინებოდა.
თურმე ადამიანს, რომელიც უცებ იგებს, რომ პრეზიდენტი მკვდარია, მერე უცებ ცოცხალია და ბუნკერში ზის; ამ დროს მანჯგალაძე ,რომელიც სულ ორი თვეა მისი პრეს-სპიკერი, განცხადებას აკეთებს ( ანუ რეალ-თაიმში მიდის სიუჟეტის სცენარი); რომ თურმე მცხეთასთან და რუსთავთან პოზიციური ბრძოლებია – ამის შემხედვარეს არ უნდა შეშინებოდა.
არ უნდა ენერვულა შვილების, მოხუცი მშობლების, ავადმყოფი ოჯახის წევრების და ა.შ. უსაფრთხოებაზე.
თურმე ზანდუკებიდან ავტომატები უნდა ამოეღოთ, ან გარეთ გასულიყვნენ, ჯაჭვი შეეკრათ და მიშა მაგარია ემღერათ, ან სარკო! სარკო! ეყვირათ.
მოისმენთ ცინიკურ გამონათქვამებსაც, ”რუსები ნახეთ როგორ დაგვცინიან ამ შიშის გამო!” – ესეც ხალხის ბრალია, რომ ჰკითხო ურაპატრიოტებს და ”სახელმწიფო ინტერესების” გამტარებლებს. საკთარი ხალხის სასაცილოდ ქცევა, დაპაიკება და ა.შ. ეს ისევ და ისევ ამ ხალხის ბრალი ყოფილა.
ჰო, ჩემი თაობის ხალხსაც კიცხავენ.
აი შენ! სახლში რომ ზიხარ! ოჯახის წევრები რომ გყავს დაუცველად, იარაღი რომ არ გაქვს (თუმცა როგორ არა, ფიწლები ხომ გვაქვს), როცა იგებ 3 ბატალიონი მტრის მხარეზეა, მთავარსარდალი მკვდარია ან ბუნკერში ზის, რომ შეიქმნა კოლაბორაციონისტთა მთავრობა, რომ მტერი აგერაა სულ რაღაც 10 კილომეტრში და ა.შ. ეს ყველაფერი რომ გაგიგე რატომ ინერვიულე, რატომ ჩაკ ნორისი არ გახდი და რატომ ფრენა არ დაიწყე?
თურმე ჩვენ ომს ვერ მოვიგებთ! კი ნამდვილად ეგრეა! აი, ასე დატერორებული და მუდმივი სტრესის ქვეშ მყოფი ხალხი, რომელსაც ყველაფერთან ერთად უნიათო და არაპროფესიონალი მთავრობა ჰყავს – 2008 წლის მოვლენებმა ხომ კარგად დაგვანახა, როგორ შეუძლია მთავრობას კრიზისის მართვა და მოსახლეობის დაცვა – ნამდვილად ვერ მოვიგებთ ომს.
მუდმივ პანიკასა და ნერვიულობაში მყოფი მოსახლეობა, რომელსაც 24 საათი იმას ჩასჩიჩინებ, რომ სადაცაა რუსი მოვა (არადა სამხედრო დოქტრინაში, მგონი დღესაც არაა რუსი როგორც მტერი გათვალისწინებული, ისევე როგორ 2008 წელს), რომ შულავერის კომიტეტები გვაქვს და ა.შ. რომ ყოფილი პრემიერმინისტრი, თავდაცვის, უშიშროების და შსს ყოფილი მინისტრი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე მოღალატეები არიან და მერე უცებ ამისთანა გებელსურ პროპაგანდას ურტყამ – ვერ მოიგებს ომს.
ომს ის ხალხი იგებს, რომელსაც ძლიერი ლიდერი ჰყავს! ვისაც ისეთი ლიდერი ჰყავს, რომელსაც ხალხი უყვარს, განურჩევლად მისი გემოვნებისა. ომს ის ხალხი იგებს, რომელსაც პატიოსანი მთავრობა ჰყავს და არა ისეთი მაღალ ჩინოსნების უპატიოსნება, რომ მხოლოდ მაშინ ახსენდება, როცა მის ოპოზიციაში გადადის.
ბურჯანაძისა და ნოღაიდელისგან ამხელა საფრთხეს თუ ელი, დალოცვილო, დაიჭირე რა! მაგრამ ვერ იჭერ და რატომ იცით? იმიტომ რომ თავიანთი მიქარვების ამოტივტივების გარეშე ამ ორ პერსონას ვერ მოაყუჩებენ.
2004 წელს, ახალი პრეზიდენტისა და მთავრობის მოსვლის შემდეგ, ჩემს თანამშრომელს, ვიკა უჩანეიშვილს, პროკურატურამ მიაკითხა. მისი ქმრის ნიკოლოზ უჩანეიშვილის მვკლელობის საქმესთნ დაკავშირებით საქმის გამოძიება ახლიდან დაეწყოთ და მისი ჩვენება სჭირდებოდათ, როგორც მთავარი მოწმის. შეგახსენებთ, რომ უჩანეიშვილი რესტორან ”თამარიანში” მოკლა ლევან პირველმა ფეხმძიმე მეუღლის თვალწინ. ვიკამ, იმ იმედად რომ ახალი ხელისუფლება პატიოსანი იყო, პროკურატურას ყველაფერი უამბო და მათ შორის ბადრი ბიწაძის გმირობებიც აღუწერა, რომელიც ამ საქმის ჩაფარცხვას ლამობდა მკველობის მერე და ვიკას სასამართლოზე ”ურჩია” შვილის უსაფრთხო გაზრდაზე ეზრუნა. ამის შემდეგ ჩვენ ყველანი იმედით ვუყურებდით პროკურატურას და გვეგონა, რომ სამართალი ბოლოს და ბოლოს იზეიმებდა. ერთი კვირის შემდეგ გავიგეთ, რომ პირველი ავსტრიაში იყო. იცით რატომ? იმიტომ რომ, ბურჯანაძე მაშინ ”ფქვილის პრინცესა” კი არა ”რევოლუციური ტრიუმვირატის წევრი” იყო. მის ბაღლინჯოიან პურებზე ყურადღების გამახვილება აღარც ღირს.
აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას ამ ხალხთან საბრძოლველად, აი, ეს მეთოდებიღა დარჩა – რეალტივი და არველაძის კრეატივი. ხალხის დაშინება- დატერორება, მერე ნამუსზე აგდება და ამით ვითომ საფრთხის აცილება.
მსგავსი ამაზრზენი საქციელი მგონი უპრეცედენტოა.
ასე რომ, სანამ ხალხს დაუწყებდეთ მორალის კითხვას და ნამუსზე აგდებას, დატუქსვას და სხვა ასეთ რამეებს, დასვით კითხვა ვისი ბრალია, რომ ხალხი ასეთ მდგომარეობაშია!
“მამა ბუასილის” თემა გადაიღეჭა ინტერნეტში, ყველამ იცით ეს ამბავი, ამიტომ უაზრო შესავალს არ გავაკეთებ და პირდაპირ საქმეზე გადავალ.
განვითარებული მოვლენების გამო ბევრმა ადამიანმა დააფიქსირა თავისი პოზიცია თუ პოზა. ყველა თანხმდება იმაზე, რომ “ბუასილთან” ბრძოლა ერთ–ერთი დიდი პრობლემაა სახელმწიფოში და აქ გამეფებული უნიჭობის და იმბეცილიზმის ნამდვილი სახეა. თუმცა ყველაფრის მიუხედავად უმეტესობა ადამიანებისა, რომელიც თავს ლიბერალსაც უწოდებს პოზაში დგება და ამ ყველაფერს იმითი ხსნის, რომ არ უნდა თეა თუთბერიძის იდეურ მხარდამჭერად, ან უბრალოდ თანამოაზრედ გამოჩნდეს. ეს ერთი შეხედვით სნობური პოზაა, რომელიც კარგად დაახასიათა თბილისის ფორუმის ერთ–ერთმა წევრმა ჯინიდრინჯიმ:
საზოგადოებას თავი დაანებე საერთოდ, და “ლიბერალებს” ტიპიჩნი თბილისული სნობიზმი ჭირთ, რახან თუთბერიძემ-გაუნათლებელმა-კმარელმა-სოფლელკამ თქვა, ე.ი. ტეხავს, რომ აყვე, იმიტორო როცა აყვები, შენი კარენნოი თბილისელი ქალაქის ცენტრში მცხოვრები მეგობარი აუცილებლად “გიკებენს” და შეგადარებს ხოლო თუთბერიძე-გაუნათლებელ-კმარელ-სოფლელკასთან შედარება როგორც ჩანს უფრო დიდი შეურაცხყოფაა ე.წ. ლიბერალთათვის, ვიდრე ის, რომ იდეალები, რომლებსაც ისინი იდეაში უნდა იცავდნენ- გათელეს. “გოიმთან” იდენტიფიცირების შიში უფრო ძლიერი გამოდგა, ვიდრე ყველაფერი დანარჩენი
ჩემი აზრით კი ეს უბრალოდ კონფრომიზმის ზეიმია და სხვა არაფერი. მართლაც და როგორ შეიძლება მაღალი იდეალები გადაწონოს ერთმა კონკრეტულმა პიროვნებამ და საზოგადოების შეხედულებამ მასზე – როგორი მართალიც არ უნდა იყოს ეს შეხედულება.
მაგრამ ხალხს ეშინია! საზოგადოებას, ბოდიში მომითხოვია და, იმის ტრაკი არ აქვს კონკრეტულ საკითხზე ხმა აღიმაღლოს. ასე იყო როცა ხდებოდა გახმაურებული მკვლელობები, დამნაშავეთა გაპრავება, შერჩევითი სამართალი ქვეყანაში და ა.შ. “ნორმალური” ე.წ. “მაღალი” საზოგადოება მაშინ სხვა პერსონებთან ასოცირებას გაურბოდა და საბოლოო ჯამში მივიღეთ იდეალების და ზოგადად ლიბერალიზმის კრიზის ქვეყანაში. ის რომ მავანთა “თავისუფლება” ლიტ. კაფეებს ვერ სცდება ადრეც დავწერე, ლიტ. კაფეებს კი გასცდა მაგრამ შორს ვერ წავიდა – FB–ს შეაფარა თავი და ქართული ინტელექტის ზეიმი ახლა ამ სოციალურ ქსელში მიმდინარეობს. საზოგადოებას, რომელიც ამ შემთხვევაში უმცირესობაშია, ეშინია უმრავლესობასთან დაპირისპირების – იმ უმრავლესობასთან, რომელსაც ისინი ბნელებს და შავრაზმელებს უწოდებენ ინტერნეტში, მაგრამ რეალში ამის გადმოტანის და გადაკრული სიტყვის თქმის თავი არ აქვს.
საზოგადოებას, რა თქმა უნდა, არ ჩამორჩნენ პოლიტიკოსებიც – ამაში გასაკვირი არაფერი, იმდენად რამდენადაც ეს პოლიტიკოსები ამ საზოგადოების შემადგენელი ნაწილები არიან. თუმცა ბევრი მათგანი შემდეგში კვლავაც დაიწყებს საუბრას იმაზე, თუ როგორი ცუდია ამ ქვეყანაში ცხოვრება და როგორ არის გამეფებული აქ ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა. კარგი პოლიტკისობა ისაა, როცა ობიექტურობის გრძნობა არ გაქვს დაკარგული და გირგვლიანის მკვლელობაზე და “ბუასილის” მიმართ წარმოებულ უკანონო დევნაზე და უსამართლობაზე ერთნაირად რეაგირებ. მაგრამ პოლიტიკოსება რომ მორალი დიდი ხანია დაკარგეს მაშინ მიხვდი, როცა გირგვლიანის სურათებს აფრიალებდნენ და ამ დროს ლევან პირველთან (რომელმაც ამ რამდენიმე წლის წინ რესოტრანში უამრავი მოწმის წინაშე მოკლა ნიკა უჩანეიშვილი) აწარმოებდნენ სხვადასხვა მოლაპარაკებებს. ეს რა თქმა უნდა ყველა პოლიტიკოსს და ყველა პარტიას არ ეხება, თუმცა მიმდინარე მოვლენების დროს აბსოლუტურად ყველა პარტიამ იზეიმა კონფრომიზმი. ბევრი მათგანი კი ფიქრობს, რომ ეს არასწორია (FB–ზე დააფიქსირეს კიდეც) მაგრამ საჯაროდ ამის თქმას ერიდებიან. ბოლოს და ბოლოს ელექტორატის დაკარგვა არავის უნდა, თანაც იმასაც ამბობენ, რომ თუთბერიძის ამბებში გახვევა არ უნდათ.
თუთბერიძე არამარტო ლიბერალებისა და პოლიტიკოსების პრობლემაა, არამედ “სიმართლისტებისაც.” თბილისის ფორუმზე გამართული დისკუსიის მთავარი თემა არა თვითონ “ბუასილი” და მისი ვიდეოები იყო, არამედ ის რომ ეს ვიდეოები ზემოთ აღნიშნულმა პიროვნებამ გაავრცელა. “პოლიტიკოსი ამას არ უნდა ავრცელებდეს,” “ხელისფულებასთან დაახლოებული პირია და ეს არ უნდა ექნა” და ა.შ. ანუ პრობლემა არა ვიდეოებში და არა პატრიარქის “შეურაცხყოფაში,” არამედ თეა თუთბერიძეში ყოფილა.
შეგახსენებთ ნანა ლეჟავას სიუჟეტის ფორმასაც – მისი სიუჟტის დასაწყისში ჯერ თუთბერიძე და მისი ფეისბუქის გვერდი აჩვენეს და მხოლოდ მერე გაგვიმხილეს თუ რა იყო იქ დადებული.
ეს ყველაფერი კარგად ასახავს ქართული საზოგადოების ფსიქოტიპს. ერთი მხარე თავის სიძულვის მიმართავს ერთ კონკრეტულ პიროვნებაზე, ხოლო მეორე მხარე თავის შიშებს ამ პიროვნების ოდიოზურობით და მასთან გათანაბრების სურვილის არ ქონით ამართლებს. მოკლედ როგორც არ უნდა ვიხტუნაოთ, ჩვენში კვლავაც კარგად არის გამჯდარი კოლექტიური აზროვნება და მასზე დამოკიდებულება.
უაზრო სპეკულაციები საქართველოში ახალი რომ არაა ეს ყველამ ვიცით. ოპოზიცია, ინტელიგენცია და უბნის ბირჟავიკ-ჭორიკნები ხშირად სპეკულირებენ სხვადასხვა საკითხებს. მაგრამ ხელისუფლების უსუსური პროპაგანდისტული მანქანა თავისი იმბეცილიზმით და კომიკურობით ყოველგვარ ზვღვარს სცდება. გადაცემა პატრული რომელიც ადრე ჩემი საყვარელი გადაცემა იყო, ერმონია დამემოწმება – ხშირად გავქცეულვარ სკაიპიდან და MSN მესენჯერიდან პატრულის საყურებლად (როცა თბილისში ვიყავი ცხადია). მაინტერესებდა ქალაქში მომხდარი კრიმინალური ამბები და სხვა შემთხვევები და ხშირად ვადევნებდი ამ ვიდეო ჟურნალს თვალს.
რაც ამერიკაში წამოვედი ვეღარ ვუყურებ, რუსთავის საიტზე კი ამ გადაცემის ვიდეო ჩანაწერებს არ დებენ.
გადაცემა ”პატრულის” გმირობების შესახებ ჩემთვის ცნობილი გახდა 9 აპრილის აქციების დაწყების შემდეგ. როცა ამ გადაცემის გუნდმა და მათმა ინელექტუალურმა მამებმა კრიმინალის მაგივრად ოპოზიციონერთა მანქანებით დაიწყეს სპეკულირება. დაახლოებით ასეთი ტექსტები: ”გლდანში გაქურდეს ღრმაძეების ბინა. ამ დროს ბურჯანაძის ესკორტი 70 ათას დოლარიანი ”პრადოს” ჯიპით დასეირნობდა ქალაქის ქუჩებში.”
ბეისბოლის ჯოხები რომ შეიძინეს ოპოზიციონერებმა და მამა-შვილმა ბიწაძეებმა მანქანის საბარგულიდან რომ დაარიგეს, პატრულის გადაცემაში სიუჟეტი ასეთი კომენტარით გავიდა: ”თქვენ კადრში ხედავთ როგორ იღებენ ბადრი და ანზორიკო ბიწაძე ბეისბოლის ბიტებს საბარგულიდან. ეს მანქანა არის ძვირად ღირებული, ”სპეც ზაკაზი” ჯიპი, რომელიც იმავე ქახანაშია ხელით აწყობილი სადაც იორდანიის მეფეს უწყობენ მანქანებს. აი ახლა კადრში ჩანს მანქანის სალონი რომელშიც ტყავის ”სიდენიებია” – საინტერესოა ადარდებთ ბიწაძეებს ის საკითხი, რომ მათ სიდენიებს უამრავი ცხოველი შეეწირა? საჭე ალბათ მუხის ხისაა, აფსუს როგორ ნადგურდება ხე-ტყე მათნაირი ნაძირლების დასაკმაყოფილებლად.” – ნუ ეს რა თქმა უნდა მე გავაფორმე, მაგრამ წარმოიდგინეთ ასეთივე პათოსი ოღონდ უფრო უნიჭოდ :) .
კულმინაცია იყო ლევან გაჩეჩილაძის შვილის, გაგა გაჩეჩილაძის, დაჭრის საქმე. სადაც პატრულის გუნდმა ჯერ გაგა გაჩეჩილაძის სიმამრის წარსულს გაუსვა ხაზი – მხედრიონელი ყოფილა (ისე საინტერსოა ხელისუფლებაში მყოფი მხედიორნელებისგან თუ ქონდათ ამ სპეკულაციაზე ”დაბრო”). მერე ვის ადარდებდა კრიმინალისტების, გამომძიებლის ან მოწმეების ჩვენება, ან ექიმის. ნიჭიერთა რაზმმა რესტორანს მიაშურა და ერთობ საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა, იმის შესახებ თუ როგორ მიირთმევდა ქაშაყს და ელიტარულ პელმენებს – ოფიციანტს შეკვეთილი კერძებიც კი ჩამოათვლევინეს.
ჩემი მხრიდან ერთს გეტყვით, გეგმაში მაქვს ნი2 ნიუსის ”ეგიდით” პატრულის ამ უნიჭო პროპაგანდაზე (რომელიც ”კახური დაავადების” ბოლო სტადია უფროა) რამდენიმე სკეჩის გადაღება და იმედია ჩემი მეგობრები დამეხმარებიან. :)
Recent Comments