ვიღაცამ გუგლის დატაცენტრს გადაუფრინა
April 19, 2011 4 Comments
დავიბადე 2001 წლის 10 სექტემბერს, 17 წლის ასაკში – მანამდე უბრალოდ არაფერი მახსოვს. 80-იანებიდან მხოლოდ ორი მოგონება მომყვება, პირველი – 9 აპრილის საღამო, ბებიაჩემი აწვდის მოშიმშილე ბიძაჩემს ცხელ ჩაის და მეორე – გორბაჩოვი აცხადებს, რომ რაღაც კუპიურები ამოდის ბრუნვიდან, იმიტომ რომ ინფლაცია თუ რაღაც მსგავსი იწყება. ბებიაჩემი (მეორე) გამოტენილი საფულიდან იღებს რაღაც ბევრ კუპიურას და მამაჩემს ავალებს ჩავიდეს პურის მაღაზიაში და მსხვილ კუპიურებზე გადაცვალოს, “იმათ ტელევიზორი არ აქვთ და ჯერ არ ეცოდინებათ.” 90-იანები… ჰო, ეს ყველას ისედაც კარგად გვახსოვს და ტვინიც მოგვიტყნეს უკვე, “გუდიან კაცადაც” აქციეს და… ჰო, მოკლედ, დავიბადე 2001 წლის 10 სექტემბერს. პირველი რაც მახსოვს ვდგავარ პავლოვზე და ველოდები #210 მარშრუტკას. თუ მეხსიერება არ მღალატობს, რომელიც დაბადებისას განცდილმა სტრესმა ცოტა დამიზიანა, ვსწავლობდი რაღაც “მოპრესტიჟულო” სასწავლებელში. აი, ისეთში, სწავლა რომ 800 დოლარი ღირდა წელიწადში. მართლა კარგი სასწავლებელია – სულ ელჩები და უცხოელები გვიკითხავდნენ ლექციებს. სტუდენტებს თარჯიმანი არ გვჭირდებოდა, ინტელიგენტური ან მდიდარი ოჯახებიდან ვიყავით და ინგლისურზე, როგორც წესი, 6 წლიდან გვატარებდნენ. პირადად მე ჩვეულებრივი ობივატელის (დღემდე არ ვიცი ამ სიტყვის ზუსტი დეფინიცია) თუ მოსამსახურის ოჯახიდან ვარ – “პრასტოი” ინტელიგენტები.” ჰო! აქვე ლირიული გადახვევა 90-იანებში. ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლაში ვსწავლობდი, აი, იქ, მოსწავლეები ბამბანერკებში ჩადებული 100$-იანებით რომ ეწყობოდნენ. მე უფასოდ გამჩითეს, დირექტორის ბიჭი დეიდაჩემს ეპრანჭებოდა და იმან ერთგვარი ჟესტი გააკეთა. მოკლედ, ვსწავლობ ამ სკოლაში და ქართულის მასწავლებელი გვავალებს დავწეროთ ავტობიოგრაფიები.“ასე ვიწყებთ, მე ესა და ეს, დავიდაბდე ამა და ამ წელს, მოსამსახურის ოჯახში… და მერე ვაგრძლებთ დეტალებს” – აგვიხსნა მასწავლებელმა, რომელზეც, სხვათაშორის, ჭორები დადიოდა ათეისტიაო (ეს სერიოზული ბრალდებაა, იმიტომ რომ ის პერიოდია შევარდნაძეც რომ გიორგი გახდა).

Recent Comments