ნიუ-იორკი

დაიბეჭდა ჟურნალში “Et Cetera”

 

 

მათ, ვინც ნიუ-იორკზე ოცნებობს და შორიდან ეტრფის, ძალიან უყვართ Jay-Z-სა და Alicia Key-ს სიმღერა “empire state of mind” – სიმღერა ნიუ-იორკზე, რომელსაც ამ ქალაქის ჰიმნსაც უწოდებენ. მე ძალიან არ მიყვარს ეს სიმღერა, იმიტომ რომ არ ვიცი როგორ შეიძლება ადამიანი ამ ქალაქში დაიბადო, გაიზარდო, ცხოვრობდე და ასეთი იდიოტური ტექსტი დაწერო მის შესახებ – Labor day parade/rest in peace Bob Marley – რა შუაშია საერთოდ? თუმცა, სიმღერა გარკვეულ მონაკვეთებში (უფრო მისამღერში) მაინც გადმოსცემს ნიუ-იორკის სულის ნაგლეჯს. “Concrete jungle where dreams are made, There’s nothing you can’t do.”

შეიძლება ითქვას, რომ ნიუ-იორკი ქალაქი კი არა ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც ძალიან სწრაფად მოძრაობს და თუ ფეხი ვერ აუწყვე გადაგთელავს. ყველა ოცნება ნიუ-იორკზე კლიშეა: Empire state building, თავისუფლების ქანდაკება, თაიმ სქვერი, სტარბაქსი და ა.შ. მაგრამ როდესაც ამ ქალაქში მოხვდები, Empire state building-იდან გადმოხედავ  თავისუფლების ქანდაკებასა და თაიმ სქუერს, მოწრუპავ სტარბაქსის ყავას (ჩემ შემთხვევაში შავი და უშაქრო), ჩაისუნთქავ ნიუ-იორკის ჰაერს, რომელიც თქვენ წარმოიდგინეთ სუფთაა და მხოლოდ რესტორნებიდან გამოსული სასიამოვნო “სუნებით” არის დაბინძურებული, მაშინ ხვდები, რომ შენ და ნიუ-იორკი მეგობრობთ და ეს ქალაქი ყველაფერია, მაგრამ არამც და არამც კლიშე.

ნიუ-იორკში ყველაფერი გიყვარდება, ისიც კი რაც გეზიზღება… თითქმის ყველაფერი, დიდი მონატრების მიუხედავად დღემდე მზარავს იქაური საცობების და პარკინგის პრობლემის გახსენება. მეზიზღებოდა მეტროც, მაგრამ როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ ამავ დროულად მიყვარდა კიდეც. მეტრო ყველაზე მოსახერხებელი ტრანსპორტია, ყველაზე სწრაფი და ყველაზე მრავალფეროვანი, ყველაზე ბინძური და იაფი. დღემდე არ ვიცი რამდენი ხაზი დადის, იწყება A-დან და მთავრდება Z-ზე (რამდენიმე ასოს გამოტოვებით), 1-დან 7-მდე. ერთი შეხედვით ძნელი სისტემაა, მაგრამ მაქსისმუმ 3 დღეში შეიძლება მისი “დამუღამება.” სისტემატური გამოყენების შემთხვევაში პატარა დეტალებსაც მალე სწავლობ. მაგალითად, თუ მატარებელი გადაჭედილია და მხოლოდ ერთ ვაგონშია სიხალვათე, იქ არ უნდა შეხვიდე, რადგან ან კონდიციონერია გაფუჭებული და საშინელი უჰაერობაა ან რომელიმე ბომჟს სძინავს შიგ და საშინელი სუნია. ნიუ-იორკის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე მოსახერხებელია მთელს ამერიკაში. დადის ქალაქის ნებისმიერ წერტილში, ზაფხულში გრილა, ზამთარში თბილა და რაც მთავარია კარგად გამოძინებაც შეიძლება. სწორედ ნიუ-იორკში შევეჩვიე ავტობუსებსა და მეტროში ძილს. თავიდან თავს ვიმძინარებდი რადგან არ მინდოდა ვინმესთვის ადგილი დამეთმო, მერე უკვე სიზმრებსაც ვნახულობდი.

საზოგადოებრივი ტრანსპორტები სამკითხვლოებს ჰგავს, ყველა მგზავრს ხელში წიგნი, კომიქსი ან სუდოკუ უჭირავს და დრო ასე გაჰყავს. ერთი-ორჯერ მეც ვცადე მგზავრობისას კითხვა და მეცადინეობა, მაგრამ ჩამომეძინა. წიგნის კითხვა სადმე პარკში ან თუნდაც წიგნის მაღაზიშივე სჯობს, თანაც თავზე არავინ წამოგადგება და არ გეტყვის თუ არ იყიდე ისე ნუ კითხულობო. ხშირად მინახავს Barnes and Noble-ში იატაკზე გართხმული სტუდენტები, რომლებიც იქვე მეცადინეობდნენ, რადგან კოლეჯის წიგნები ძალიან ძვირი ღირს. მიუხედავად ამ კულტურისა, მე მაინც ვერ მივეჩვიე “ადგილზე კითხვას,” ამიტომ ჩემი ყოველი შესვლა Barnes and Noble-ში ჩემი საფულის დაცარიელებით მთავრდებოდა. როცა პირვლად შევედი ამ მაღაზიაში, თანაც ჩემდა ჭირად ჩემს სახლთან ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფილიალია მთელი ნიუ-იორკის მასშტაბით, პირი დავაღე. იმ დღეს ყველაზე არაამერიკულად ვიშოფინგე – აიზეკ აზიმოვის და უილიამ გიბსონის მთელ შემოქმედებაში 200$ მივათხლიშე. ამხელა ფულს ერთ შოფინგზე არც ერთი ამერიკელი არ “დატოვებს,” ყველა ნორმალური ნიუ-იორკელი ერთ ყიდვაზე ერთ წიგნს ყიდულობს და სანამ ბოლომდე არ წაიკითახვს მეორეს არ იყიდის.

ქართული “შოფინგის” სტილს ყველა ცნობს. ერთხელ 108-ე ქუჩაზე (ქუინსში) სადაც რუსი ებრეალების, რუსების და სომხების მაღაზიებია, მე და ჩემი უფროსი მეგობარი წავედით, ვახშმისთვის რაღაცების ყიდვა გვინდოდა. როცა სალაროსთან სავსე კალათები დავდეთ, გამყიდველმა ამოგვხედა: “грузины?” ჩვენგან დადებითი პასუხი მიიღო, მერე გაგვიმხილა, რომ ქართველები ყველაზე “განსხვავებულად შოფინგობენო.” ასეთი განსხვავებული შტრიხები ყველა ეთნიკური და კულუტურული ჯგუფის წარმომადგენელს აქვს. ნამდვილად ვერ დავიკვეხნი იმით, რომ ყველას ჩამოთვლას შევძლებ. შემიძლია გითხრათ, რომ თუ შავ კანიან გოგონას თავზე ბოხოხივით ან ჩიტის ბუდესავით თმები “ადევს” ის აუცილებლად ჯამაიკელი იქნება.

ნიუ-იორკში იმასაც მივხვდი, რომ ჩვენი ეროვნული თვითგვემა “ეს მარტო საქართველოში/თბილისში ხდება” სიმართლეს არ შეეფერება. ნიუ-იორკშიც ნახავთ როგორ ყრიან სიგარეტის ნამწვებს ქუჩაში, როგორ ბირჟაობენ და იპურჭყებიან, როგორ ღრიალებენ ქუჩაში, როგორ აჩერებს ორი ავტობუსი შუა ქუჩაში ერთმანეთთან გამოსალაპარაკებლად და ა.შ. ნიუ-იორკი ეს არის ქალაქი სადაც ყველა კულტურის შვილი ცხოვრობს და შესაბამისად ყველაფერი ხდება: ქართულიც, მექსიკურიც, იტალიურიც, ინდურიც და ა.შ. ნიუ-იორკი კაცობრიობის მუზეუმია, ქალაქი რომელიც ყველა ევროპელისათვის დამახასიათებელ ეროვნულ შოვინიზმს მოგიკლავს და მულტიკულტურულ ადამიანად გაქცევს.

შედარებითი რეკლამები

ორი თუ სამი დღის წინ, ქორინკის ანონსში მოვკარი თვალი – სიუჟეტი უნდა გასულიყო შედარებით რეკლამაზე, ანონსში კითხვა ასე იყო დასმული: “იცავენ თუ არა სარეკლამო ეთიკას საქართველოში.”

პირველი დავა ამაზე, როგორც მე მახსოვს, 08–სა და 09–ს შორის დაპირისპირების დროს წარმოიშვა. ჰოდა მაშინ ფორუმზე დავწერე თუ რა ხდებოდა ამ მხრივ აშშ–ში და აქაც დავწერ.

შედარებითი ხასიათის რეკლამა, ერთ–ერთი კულტურული შოკი იყო ჩემთვის. აქ მიჩვეული ვიყავი, რომ მსგავსი რამე “არმოსულია.” მაგალითად როცა ბაზარზე მხოლოდ ორი სატელეფონო ოპერატორი იყო (მაგთი და ჯეოსელი), მათ რეკლამებში ერთმანეთს “სხვაგან”–ით მოიხსენიებდნენ. მაგალითად, “ჩვენთან იხდით 3 თეთრს, სხვაგან კი 5–ს” და ა.შ. ჰოდა როდესაც რეკლამაში პირდაპირ ამბობდნენ კონკურენტი კომპანიის ნაკლპოვანებების შესახებ, ძალიან გამიკვირდა და ძლივს შევეჩვიე ამას.

ახლა გთავაზობთ რამდენიმე რეკლამას, რომელიც ძალიან მომწონს და თან შედარებითი ხასიათისაა:

თაიმ ვარნერ კაბელი Vs. სატელიტური კომპანია

ტექსტის თარგმანი: “აი ის რასაც სატელიტში არასოდეს გეტყვიან: “მათ ეზიზღებათ ლეკვები.” ფაქტია! ისინი გახდევინებენ ყოველთვიურ გადასახადს HD სერვისისთვის. ფაქტია! თაიმ ვარნერ HD უფასოა. ეს თქვენ ასობით დოლარის ეკონომიას გაგაკეთებინებთ. ფაქტია! თქვენ შეგიძლიათ ეს ასობით დოლარი ძაღლის საჭმელში დახარჯოთ. ფაქტია! ლეკვებს უყვართ ძაღლის საჭმელი. მაშასადამე, სატელიტს ეზიზღება ლეკვები!”

ბოლოს: “უფასო HD სერვისი, სატელიტს არ აქვს, თაიმ ვარნერს აქვს.”

თაიმვარნერ კაბელი Vs. At&t

ტექსტის თარგმანი: “ეს At&t–ის ბილია (გადასახადის ამონაწერი), ის ძალიან რთულია. რაღაც თავსატეხს ჰგავს, მაგრამ სახალისო არ არის. ბილები არ უნდა იყოს ასეთი რთული. აი სწორედ ამიტომ მაქვს თაიმ ვარნერ კაბელი, მათი ბილები ძალიან მარტივია. ეს როგორ უნდა გაარკვიო საერთოდ? რაღაც გენიოსი უნდა იყო არა?

– ეი მარტინ, რა არის At&t–ის სააბონენტო გადასახადი?

– რავი მე!

– მარტინმაც არ იცის. მარტინმა ჩემი საგადასახდო ბუღალტერია გააკეთა.”

ბოლოს: “მარტივი ბილები – At&t–ს არ აქვს, თაიმ ვარნერს აქვს.”

თაიმ ვარნერს, ისვევე როგორც სხვა კომაპნიებს, უამრავი ასეთი რეკლამა აქვს. ასე რომ მეგონი ეთიკა არ ირღვევა. მგონი მთავარი პრინციპია რომ შედარების დროს სიმართლე იყოს ნათქვამი.

ორიოდ სიტყვა მაიკლის შესახებ

მაიკლ ჯექსონი ჩემი კუმირი არასოდეს ყოფილა, მისი მუსიკაც დიდად არ მხიბლავდა არასდროს – რამდენიმე ჰიტს თუ არ ჩავთვლით. თუმცა მის შემოქმედებაში არის ერთი სიმღერა რომელზეც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მიყვარს – ესაა The Earth Song. სიმღერა მეტად პრობლემატურია და კლიპიც შესანიშნავი აქვს, პირველად ნახვისთანავე ჩამივარდა გულში.

ამ წლების განმავლობაში მაიკლის, როგორც პიროვნებით, ისე შემოქმედებით დიდად არ ვინტერესდებოდი – სიმართლე რომ ვთქვა საერთოდ არ ვინტერესდებოდი. მისი პედოფილიის ამბავიც ერთი ყურში შევუშვი და მეორეში გამოვუშვი. არც მის სიკვდილს დაუწყვეტია ჩემთვის გული – მელომანებმა აღნიშნეს ეპოქა დასრულდა ამ ადამიანთან ერთადო, მე დიდად არ ამაღლევა ამან. თუმცა ობიექტურობა მოითხოვს აღვნიშნო, რომ ეპოქა მართლაც დასრულდა და თავის საქმეში მართლაც გრანდიოზული მოვლენა იყო ცხონებული.

რამდენიმე დღის წინ გოგი გვახარიას ბლოგზე შევირბინე და მისი წერილი წავიკითხე მაიკლზე. ბოლოში ვიდეო იდო იუტუბიდან, რომელსაც აქვე შემოგთავაზებთ:

ამ ვიდეოში ჯექსონი ყვება იმის შესახებ, თუ როგორ ექცეოდნენ პოლიციაში დაკავებისას. როგორც ის ამბობს, მას ძალიან უხეშად ეპყრობოდნენ, ხელბორკილები ძალიან მოუჭირეს, მხარი ამოუგდეს – რომელიც სტკივა და დაძინების საშუალებას არ აძლევს. შემდეგ ის 45 წუთის განმავლობაში ჩაუკეტავთ ტუალეტში და სხვადასხვა სარკასტულ და ირონიულ რეპლიკებს ესროდნენ.

ამ ვიდეოს ყურების შემდეგ მაიკლი ძალიან შემეცოდა! გულწრფელად და ადამიანურად. წარმოვიდგე ის დონატებით და სენდვიჩებით გამძღარი პოლიციელები, რომელთაც მომენტით ისარგებლეს და მთელი თავისი ცხოვრებისეული წარუმატებლობა ჯექსონზე ამოიყარეს.  ის ამ საქმეში გაამართლეს, სასამართლომ დაადგინა რომ ყველა ბრალდება იყო ტყუილი და ცილისწამება. საქმე იმაშია, რომ ”ჩვეულებრივ” ანუ არაცნობილ პედოფილებს ასე არ ეპყრობიან; მათთვისაც მოქმედებს აქ ”ადამიანის უფლებები” და პოლიციაც იცავს შესაბამის წესებს.

მოკლედ, ამერიკელმა საზოგადოებამ ჯექსონი გარიყა და მიაგდო; მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ დაიწყო მისი ბუმი ახლიდან. დღეს რომ ჯეკსონის დისკის ყიდვა მოგინდეს ვერ იშოვი. მისმა 12-მა ფანმა თავი მოიკლა. მისი გარდაცვალების ამბებს უფრო მეტი სატელევიზიო დრო დაეთმო ვიდრე ობამას ვიზიტს რუსეთში.

აი ეს არის ამერიკული პოპ კულტურა, ესაა ამერიკელთა ჰიპოკრატიული მენტალიტეტი. ჩვენთან სხვაა. ჩვენთან წამლის ბარიგას (რომელმაც დანაშაული აღიარა და სასამართლომაც დაამტკიცა მისი ბრალეულობა) მხოლოდ იმიტომ ათავისუფლებენ ციხიდან, რომ ცნობილი მომღერალია და ბევრი ცნობილი მეგობარი ჰყავს რომელიც მის გამო აქციას გამართავს სამინისტროსთან. შემდეგ გათავისუფლებული მომღერალი (აწ უკვე ყოფილი ბარიგა) მოსკოვიდან რეკავს და თავს უფლებას აძლევს ჭკუა დაგვარიგოს. ბოლოს სულაც არ გამიკვირდება ”საქართველოც რომ დაიცვას.”

RIP Michael…

საქართველო Vs. ამერიკა: ნაწილი მეორე – Return of uncle Sam!

გუშინდელ მოვლენებს არ შევაფასებ. არ მაქვს მაგის არც ნერვები და არც სურვილი. ამ თემაზე საუბარს საერთოდ არ ვაპირებდი, მაგრამ დღეს თბილისის ფორუმზე გაიხსნა თემა: ”პენტაგონში შეჭრა რომ სცადოს ამერიკულმა ოპოზიციამ (ანუ რესპუბლიკელებმა) რას იზამს პოლიცია?”

ჯერ იქიდან დავიწყოთ რომ პენტაგონის და დიღმის განყოფილების შედარება ცოტა არ იყოს და არაადეკვატურია. ამიტომ შევასწორებ ამ კითხვას და ასეთი სახით წარმოვადგენ: ”ოპოზიციამ ნიუ-იორკის (ვთქვათ) მანჰეტენის მთავარ სამმართველოსთან რომ მოაწყოს აქცია, რას იზამს პოლიცია?”  ჰოდა, მოდი ახლა განვიხილოთ ეს ამბავი.

მოდით, ჯერ წარმოვიდგინოთ, რომ პოლიციაში მართლაც სცემეს ბავშვს, რომელმაც თავის მხრივ სცემა ჟურნალისტს და ახლა ეს ამბებია იქ.

მაშასადამე, პოლიციის ტაქტიკური რაზმი განლაგებულია პერიმეტრზე და აგრესიულ ბრბოს არ უშვებს შიგნით.

ამ დროს გამოდის ”ფიფტი ცენტი” და კვეთს საპოლიციო ლენტს. მას აკავებენ და გადაჰყავთ განყოფილებაში, ”ფიფტი ცენტის” ძმაკაცები (ასე სამი კაცი) ცდილობენ მას  მიბაძონ, თუმცა ფიფთის უფროსი ძმა (სევენთიფაივ ცენტა) და სხვა ლიდერები მათ არ ანებებენ კანონის დარღვევას და ისინი უკან იხევენ.

არა… გავასერიოზულებ.  კაროჩე მოდის მაიკლ ბლუმბერგის წარმომადგენელი, რომელიც შედის პოლიციის განყოფილებაში, რადგან პოლიციის კომისარი ანგარიშვალდებულია არჩეული მერის წინაშე (თუნდაც ეს იყოს ქიბროწაშვილი).

ამ დროს გარეთ:  პოლიცია არ ყვირის: ”ბარაკ! ბარაკ!” ან ”მაიკლ! მაიკლ!” (ბლუმბერგის პონტში). ისინი ჩუმად დგანან, ელიან პროფესიონალი მეთაურის ბრძანებას.

პარალელურად მანჰეტენის საოლქო პროკურორი (რომელიც ასევე არჩეულია) იწყებს დამოუკიდებელ გამოძიებას ბავშვის ცემასთან დაკავშირებით. ასევე ყურადღება ექცევა ბიჭის მიერ წამოყენებულ ბრალდებას, რომელიც ეხება გაუპატიურების მუქარას. საოლქო პროკურორი დაინტერესებულია ამ საქმის გამოძიებით, თუნდაც მარტო იმიტომ რომ მომავალი არჩევნები აქვს მოსაგები (ეს არაიდეალისტ გურჯებს).

ისევ სპეცრაზმი: ისინი არ ისვრიან პნევმატიკური იარაღიდან – რადგან ამის საჭიროება არ არის. არ აღიზიანებენ ბრბოს ფარზე ჯოხების ბრაგუნით.   ყველაფერს თავი დავანებოთ და ისინი პროფესიონალები არიან, მათ ასწავლიან ემოციების კონტროლს, მათ ჰყავთ ფსიქოთერაპევტები და  აქვთ ჯანსაღი სექსუალური ცხოვრება; შესაბამისად ისინი წყნარად არიან და მარტო მოვალეობის შესრულება ადარდებთ, სხვა არაფერი. ბევრი მათგანი რესპუბლიკელია, ემხრობა აბროტის და გეი-ქორწინების აკრძალვას. ზოგიერთი კი დემოკრატია და ეზიზღება ბავშვთა უფლებების დამრღვევები. ყველა მათგანი განიცდის საზოგადოებაში დამკვიდრებულ ანტიპოლიციურ მუხტს და ა.შ.

რა მოხდება?

პასუხი: მიმდინარეობს გამოძიება. ობიექტური და მკაცრი. საზოგადოება პანიკაში – ისივე როგორც ყველგან. ისინი გმობენ პოლიციელთა მხრიდან 16 წლის მოზარდის (თუნდაც ის ბრონქსელი ბარინგა იყოს) ცემას და წამებას. ყველა თანხმდება იმაზე, რომ საჭიროა მკაცრი რეაგირება ასეთ ფაქტებზე.

მხოლოდ სარა პეილინი და რამდენიმე იუზერი ფორუმ.გე-დან ფიქრობს იმას, რომ ეს ბავშვი საცემი იყო.

american_flag

საქართველო Vs. ამერიკა

დღეს აქცია გაიმართა ვაშინგტონში, სუდანის საელჩოსთან. იქ შეკრებილი ხალხი გმობდა სუდანში მიმდინარე ძალადობას. აქციას ესწრებოდა აშშ-ს კონგრესის 5 წარმომადგენელი (ხუთივე დემოკრატიული პარტიის წევრი), რომლებიც პრეზიდენტ ობამასგან მოითხოვნენ, ამ ძალადობის შეჩერებაში მონაწილეობის მიღებას.

კონგრესმენებმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მაგალითი ანახეს იქ შეკრებილ მოქალაქეებს. ხუთივე მათგანი გადავიდა საპოლიციო ხაზის იქით. წყნარად, ყველანაირი პანიკის გარეშე, მიზან მიმართულად დაარღვიეს ადმინისტრაციული კანონი.

იქვე მდგარი ”საიდუმლო სამსახურის” თანამშრომელმა, მოთმინებით და წესის თანახმად სამჯერ გააფრთხილა აქციის მონაწილეები და შემდეგ დააკავა. დაკავებულებს ჯარიმის გადახდა დაეკისრებათ.

აი ესაა სამოქალაქო პროტესტის მაგალითი. სამაგალითოა ასევე პოლიციის თანამშრომლის მოქმედებაც. აქ ზუსტად ჩანს ის მაღალი კულტურა რაც გააჩნია ამერიკას.

აი აგერაა კადრები და იხილეთ.

ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ამერიკა ჩვენს ეზოში მდგარი თუთის ასაკის და ინტელექტის მქონე ქვეყანაა.

კონგრესის წევრები წეწვ-გლეჯ-ნგრევით კვეთენ საპოლიციო ხაზს. პოლიცია ეჯიკავება მათ, ხალხის მასა დედის ძვლების გინებით უტევს პოლიციას. ამ დროს წინა რიგებში დგას მაკკეინი (მეტსახელად ”მექსიკური პაპაია”), გვერდით უდგანან კანადიდან ჩამოყვანილი ფემინისტი ქალბატინი (მესტახელან ”ქონვერსეიშენა”), ვიეტნამის ომის დროიდნელი ცნობილი ოპერატორი (მეტსახელად ”ბლანჟიანი დილდო”) და კოკა გუნცაძე.

სიტუაცია დაძაბულია! საპროტესტო მუხტი მატულობს! რეიგანის უფროსი ვაჟიშვილი, რომელიც შვეიცარიიდან ჩამოვიდა აქტიურობს. ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და ნიუ-იორკელი რადიო წამყვანი ჰოვარდ სტერნი ახალ საზოგადოებას აყალიბებენ და მარჯვენა ფრთიდან უტევენ პოლიტ-ოპონენტებს.

აივანზე გადმომდგარი პოლიციელები წყლის პარკებს ესვრიან იქვე შეკრებილ დემონსტრანტებს. ობამა სადღაც ლას-ვეგასშია და ქეიფობს. მაკკეინი და ახლა უკვე მისი მოკავშირე ჰილარი კლინტონი მას უყვირიან ”მოვდივართ ბარაააააკ!”

მექსიკის ტანკები უკვე ტექსასის საზღვრებთანაა! კალიფორნიის თვითმარქვია პრეზიდენტი არნოლდ შვარცნეგერი მექსიკური ბაზების განთავსების შესახებ მოლაპარაკებას აწარმოებს.

სიენენის და სიბიესის ჟურნალისტებს მიტინგზე მუშაობა აეკრძალათ! მხოლოდ ფოქს ნიუსი გვამცნობს სიმართლეს!

ანდერსონ კუპერს ვიღაც დაემუქრა, მისი სახელია ენდრიუ.

რეალითი TV-ზე გასული სიუჟეტები ყურადღებას ამახვილებენ ჰილარი კლინტონის მეუღლის და შვილის ძვირადღირებულ მანქანებზე.

კაროჩე ტვინი მეტკინა :D

თავისუფლება მსოფლიოს ხალხებს – ანუ საღი აზრის ძიებაში.

რით დავიწყო არ ვიცი. მოდი ასე დავიწყებ:

რამდენიმე წლის წინ ჩემი ძმაკაცი ლაჟვარდა მოვიდა უბანში, წითელი მაისური ეცვა და ზედ გაბურძგნული კაცი ეხატა. თვითონაც არ იცოდა ვინ იყოს ეს კაცი, არც  მე ვიცოდი და არც ჩვენმა სხვა ძმაკაცებმა. კინო ამირანის ფოიეში ყოფილა რაღაცა სერვისი, მაისურებზე სურათების გადატანის, ჰოდა ლაჟვარდას ეს ”არაპაპსავიკური” სურათი მოეწონა და გადაატანინა მაისურზე.  მეც და ლაჟვარდასაც დღემდე გვჯერა, რომ ეს კაცი პირველად (ჩვენს თაობაში მაინც) მან დაიხატა მაისურზე და მხოლოდ ამის მერე წამოვიდა გამო”ჩე”რჩეტებული ახალგარდობა. მხოლოდ მას შემდეგ დავიწყეთ ”ჩე”-ს სურათიანი მაისურების შემჩნევა მე და ჟელვერამ (ეს მისი ერთ-ერთი მეტსახელია, ჩვენს წრეში გვიყვარს უცნაური სახელების დარქმევა ერთმანეთისთვის).  ჰო ჩე-ზე ვსაუბრობდი (აქედან უკვე ბრჭყალების გარეშე დავწერ ხოლმე).

4 დღის ჩამოსული ვიყავი ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე გავედი სასეირნოდ და გადავწყვიტე ლაჟვარდასთვის ჩეს მაისური მეყიდა და გამეგზავნა. მწვანე მაისური ამოვარჩიე, ზედ ჩეს პორტრეტი ეხატა და მის ქვეშ ეწერა: Viva La Revolucia.

che1

მე თვითონ ჩე-თი არასდროს ვყფილვარ დაავადებული. ნორმალურად არც კი ვიცოდი ვინ იყო. ვიკიპედიაში მქონდა ამოკითხული, როგორც იტყვიან – ენციკლოპედიური ინფორმაცია (დანარჩენის წაკითხვა დამეზარა და პრინციპში იმ ეტაპზე ამ ინფომაც დამაკმაყოფილა). ერთხელაც ”ბორდერში” ბოდიალისას წავაწყდი წიგნს ჩეზე: A Che Handbook: All you need to know about Che! გადავათვალიერე. კარგი ხარისხის წიგნი იყო, შიგთავსიც ნორმალურად გამოიყურებოდა, ბევრი სურათები, ამონაწერები მისი დღიურებიდან, მისი წერილებიდან, ნაკვესები სხვა და სხვა სტატიებიდან, ჩეს ლექსები და ა.შ.   ამ ყველაფერთან ერთად წიგნი სეილზე იყო გამოტანილი, სულ რაღაც $4.99 ღირდა. ვიყიდე.

სადღაც მეთხუტმეტე გვერდზე მას ჩე-თი აღარ მოვიხსენიებდი, ის ჩემთვის ”Comandante” გახდა. წიგნის დასრულების შემდეგ ორი დღე ჩე-ზე ვფიქრობდი. ავტობუსში მოკალათებული, სივრცეს გავყურებდი, ყურებში სენტიმენატალური მუსიკა მქონდა და ვნანოდბი ჩე-ს! ”ცოცხალი რომ იყოს ჩავაკითხავდი” გავიფიქრე და ჩემი გაჩერებაც მოვიდა.

მომდევნო ორი დღე სხვა და სხვა ფორუმებზე, საიტებზე და ბლოგებზე გამოქვეყნებული ინფორმაციების კითხვას მოვანდომე. ზოგიერთი ადამიანი ჩეს აღმერთებდა, ზოგიც ”სიკვდილის მანქანას” უწოდებდა (ეკლესიებს გვინგრევდაო ერთი ეგ არ უთქვამთ). მერე თბილისის ფორუმის წარმომადგენელთა აზრების წაკითხვაც გადავწყიტე და აღმოჩნდა, რომ ჩე არც იქ უყვართ, ნუ უმრავლესობას. ამერიკოფილები მას ცუდად ეპყრობიან, ერთმა ისიც სთქვა ეგ სხვა და სხვა საფასურის სანაცვლოდ რევოლუციებს აწყობდა მსოფლიოს გარშემოო. მოკლედ მეც ძალიან მაგრად ავიჭერი.

ჩე სოციალისტი იყო. ებრძოდა ამერიკას და უყვარდა საბჭოეთი. (პრინციპში ფიდელს უფრო უყვარდა ვიდრე ჩეს).

მე დემოკრატი ვარ. არ მიყვარს რუსეთი, მძულს საბჭოეთი და მიყვარს ამერიკა.

ჩე ვერ იტანდა CIA-ს. მე მიყვარს CIA და ვერ ვიტან КГБ-ს.

ჩე ებრძოდა ამერიკულ იმპერიალიზმს. ამერიკანოთუმეობას. მე ვერ ვიტან (შეიძლება ვებრძვი კიდეც) რუსულ იმპერიალიზმს (საბჭოურს – თუმცა ეს სინონიმებია). რუსეთუმეობას.

ჩე რუსებში ხედავდა მოკავშირეს, მე ამერიკელებში.  ის რაც ჩესთვის ბოროტებაა,  ჩემთვის სიკეთე და თავისუფლებაა. და პირიქით.

ჩვენ ერთი რამ გვაერთიანებს! ჩვენ ვერ ვიტანთ იმპერიალისტებს! ჩვენ გვიყვარს თავისუფლება!

ამასწინად, ჩემმა ფლისქოლოგიის ლექტორმა (რომელიც ინდოეთიდან რომაა გეცოდინებათ), უკმაყოფილება გამოთქვა დენი ბოილის მიმართ, ბავშვებს ცუდად მოეპყროო ფილმის გადაღების მერეო, მარტო ოსკარზე დაპატიჟა და ოქროს გლობუსზე კი მარტო ორი კაცი ყავდაო. ვიფიქრე შევეპასუხები მეთქი, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ მისი ქვეყანა ბრიტანული იმპერიალიზმის მსხვერპლი იყო.  ალბათ ეს უფრო ქვეცნობიერი პროტესტი იყო ბრიტანეთის მიმართ, ვიდრე ნამდვილი ბრაზი.

მაშასადამე აქ ვართ მე, ჩე და ჩემი ფსიქოლოგიის ლექტორი.  სამივე ანტი-იმპერიალისტები.

რამდენიმე დღის უკან, ერთ-ერთ ”პროგრესულ” ამერიკულ ბლოგზე წავიკითხე ერთ-ერთი რაბინის წერილი, რომელსაც ერქვა: ”ფარაონს არ აქვს უფლება, იზეიმოს პასექი.”  ყურადღებით ჩავიკითხე ეს წერილი. ის ღიად საუბრობდა ისრაელის აგრესიულ ქმედებებზე პალესტინის მიმართ.  გმობდა ამ ყველაფერს და მოუწოდებდა ყველას, ნუ იქცეოდნენ ფარაონებად პალესტინელებისთვის.

ისიმის კითხვა – ტერორისტები? 9/11? ჰამასი?

პასუხად, თუ უბრალოდ ისე, მახსენდება ბავშვობაში წაკითხული არაკი (თუ არ ვცდები ქილილა და დამანადან). ერთმა მეფემ ყაჩაღი დაიჭირა და მისი სიკვდილით დასჯა ბრძანა. ბოლო სიტყვის უფლებაც მისცა რაღა თქმა უნდა. ყაჩაღმა უთხრა: ”რად მკლავ? ჩვენ ხომ ერთ საქმეს ვაკეთებთო?” მეფე გარისხდა. ”შენ შენი დიდძალი ჯარით შეესევი ქალაქებს, ქვეყნებს, ძარცვავ, ხალხს ხოცავ, მონები მოგყავს. მეც იგივეს ვაკეთებ, ოღონდ ერთი ვარო.” მეფეს გაეცინა და ყაჩაღი გაათავისუფლა.

მორალი… მორალი ისაა მეგობრებო, რომ მეც, ჩეც, ჩემი ფსიქოლოგიის ლექტორიც, ამერიკაც, რუსეთიც, ბრიტანეთიც და ისრაელიც, პალესტინაც და ავღანეთიც – მოკლედ ჩვენ ყველანი just  ადამიანები ვართ…მეტი არაფერი. ეს ჩვენი ბუნებაა.

ასე მერვე კლასში ვიქნებოდი ალბათ, ბიოლოგიის მასწავლებელმა შეკითხვა დასვა: ”რით განსხვავდება ადამიანი ცხოველისაგანო?” – მე მაშინვე წამოვიძახე: ”აზროვნებს, მასწ.”  სწორი პასუხი აღმოჩნდა: ”ლაპარაკობს.”

revolution-global-voices

Freaked out society

აშშ-ში პედოფილიის პრობლემა მწვავედ დგას.  (ისე საქართველოშიც დგას ეს პრობლემა, თუმცა ამაზე არ საუბრობენ – მე ვისაუბრებ მერე ცალკე პოსტში). მოკლედ ამ 300 მილიონიან ქვეყანაში ძალიან ბევრი ავადმყოფი დარბის, ბევრ ადამიანს ეს გადამეტებულიც ჰგონია; თუმცა მას შემდეგ რაც სამართალ დამცავ სტრუქტურებში უფრო ღრმად ჩავიხედე (ამ სფეროს ვსწავლობ) თმები ყალყზე დამიდგა.  ვნახე პროექტი რომელიც მოქმედებდა აშშ-ში და რომელმაც გამოავლინა ასობით ადამიანი რომელიც ინტერნეტ ჩეთებში იჯდა და ”საკბილოებს” ეძებდა. (პროექტზე დაწვრილებით ვისაუბრებს სხვა პოსტში).

lurking-predators

სტატისტიკური გამოთვლებით აშშ-ს ინტერნეტ სივრცეში ყოველდღიურად 50,000-ზე მეტი ”ავადმყოფი” მოძრაობს მსხვერპლის ძებნაში. პოტენციური მსხვერპლის ასაკი მერყეობს 13-15 წლებში. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმის შესახებ, რომ დაკარგული ბავშვების დიდი უმრავლესობა ამ ხალხის მსხვერპლი გახდა.  საქმე იმაშია, რომ ზემოთ ხსენებული პროექტის მეშვეობით მოხერხდა საკმაოდ მაღალი სოციალური ფენის ადამიანების დაკავებაც. მაგალითად კალიფორნიაში ცნობილი ონკოლოგის, ამარილიოში კი – თვით საოლქო პროკურორის და ა.შ.  გამოძიებას აქვს  საფუძვლიანი ეჭვი იმის შესახებ, რომ ეს ადამიანები ადრეც ამყარებდნენ კონტაქტებს ინტერნეტის მეშვეობით და შემდეგ წარმატებით ახორციელებდნენ ბავშვებთან სექსუალურ კავშირს.  გამომდინარე იქიდან, რომ ამ ადამიანების უმრავლესობას დასაკარგი ძალიან ბევრი აქვს, არსებობს ვარაუდი რომ ხშირ შემთხვევაში ისინი ბავშვებს კლავდნენ. ეს არის ყველაზე პესიმისტური ვარაუდი, თუმცა საკმაოდ რეალური იმ სამყაროში რომელშიც თურმე ვცხოვრობთ.

ამ ყველაფრის გამო აშშ-ში შეიქმნა შიშის ფაქტორი. საზოგადოება პანიკაშია.

დღეს ლექციაზე ვსაუბრობდით ამ თემაზე და ჩემმა ლექტორმა უილიამ ქენონმა თქვა, ”იცით ბავშვებს ვარჯიშის მერე შხაპის მიღების უფლება არ აქვთ და სახლში უნდა წავიდნენ და იქ იბანავონო?”  მისი შვილი მოჭიდავეა და მოგვითხრო, რომ ყოველი ვარჯიშის შემდეგ პირდაპირ სახლში აგდებენ ამ ოფლიან და ტატამზე ნაგორავებ ბავშვებს. მიზეზი კი ყოფილა საზოგადოების ზედმეტადთავდაცულობა (overprotective). არსებობს შიში, რომ შხაპში შესული ბავშვი შეიძლება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდეს.   ამავე მიზეზით აშშ-ს სკოლებს აღარ დაყავთ ბავშვები საზაფხულო ბანაკებში, სპორტში ჩართული მოზარდები კი ე.წ. ”სბორებზე.”

ქენონმა ისიც სინანულით დასძინა, რომ ბავშვს მისი წარმატებით გახარებული მწვრთნელი რომ ჩაეხუტოს, ეს უკანასკნელი შეიძლება დაიჭირონ. ადრე მწრვთნელები ბავშვებს ტრაკზე წამოარტყავდნენ  და ეტყოდნენ ”good job boy” – დღეს ამის გამო მწვთნელს გარყვნილის იარლიყს აარტყავენ, დაიჭერენ და ბავშვებთან მუშაობას აუკრძალავენ.

ამ თემაზე კამათიც წარიმართა კლასში, თუმცა დასკვნამდე ვერ მივედით.

ერთი შეხედვით გამართლებულია ასეთი თავდაცვითი სისტემის ჩართვა, მეორეს მხრივ კი აზიმოვის სოლარიის ბინადრებს ვემსგავსებით თითქოს.

ამერიკული პონტები

არსებობს ძალიან ბევრი სტერეოტიპი ამერიკაზე და ამერიკელებზე. ხშირ შემთხევაში ეს არასწორი სტერეოტიპებია, რომელიც დამკვიდრდა ჰოლივუდის გავლენის გამო. ჰოლივუდში სულ ფეხებზე კიდიათ რა წარმოდგენა შეექმნება ხალხს აშშ-ს გარეთ ამერიკელებზე, მთავარია პროდუქტი გაყიდონ. სხვა სტერეოტიპები კომუნისტების დროსაა შემოგდებული და დღემდე განაგრძობს ცხოვრებას. ჰოდა ამ პოსტში განვიხილავ სხვა და სხვა სტერეოტიპებს და პონტებს აშშ-ს შესახებ.

senior_citizen5ყველას ჰგონია რომ ამერიკელები თავიანთ დედ-მამას სიბერეში მოხუცთა თავშესაფარში ”აბარებენ.” ნუ ახლა ჰომერ სიმფსონი კი. სინამდვილეში ამერიკელი სენიორ სიტიზენების მხოლოდ 2% იმყოფება პანსიონებში. უმეტესობა კი თავის სახლში ცხოვრობს, აქვს თავისი პენსია და თავისი ცხოვრება. არც ერთი მათგანი არ არის დამოკიდებულ თავის შვილებზე. შვილიშვილებთანაც კარგი ურთიერთობა აქვთ, ისეთი არა ჩვენთან რომაა, ბევრ ოჯახში ბებია და ბაბუა პიროვნებებად რომ არ ითვლებიან. სულ რომ უყვირიან და ერთი სული აქვთ როდის მოკვდებიან. ასე რომ ნუ დარდობთ ამერიკელ მოხუცებზე, ისინი მშვენივრად გრძნობენ თავს.

შემდეგი სტერეოტიპი რომელიც ”მკვეთრად მუსირებს” ქართულ საზოგადოებაში, გახლავთ ამერიკელი ბავშვების 74362569განათლების დონე. ყველას გონია, რომ ამერიკელი ბავშვები დებილები არიან, არ იციან წერა-კითხვა და ძალიან გაუნათლებლები არიან და წიგნებს საერთოდ არ კითხულობენ რადგან არ იციან საქართველოს მდებარეობა. ასევე დებილები არიან იმიტომ რომ ფანქრით წერენ, წიგნებში წერენ (ანუ იმდენად დებილები არიან, პირდაპირ წიგნშია მოცემული შესავსები გრაფები და დავალებები, რვეულში ვერ გადააქვთ). ნუ ახლა ქართველი მოსწავლეების განათლების დონესთან შედარებას არ დავიწყებ, არაა საჭირო. უბრალოდ ვიტყვი, რომ ბავშვებმა იციან ის რაც მათ სჭირდებათ – ანუ საქართველოს ადგილ მდებარეობა სულ კიდიათ მათ და უნდა ეკიდოთ კიდეც. პირველი კლასიდან კითხულობენ წიგნებს – ესაა ყოველდღიური დავალება – 20 წუთი კითხვა – მათთვის შექმნილი სპეციალური წიგნები, ანუ ნახატიანი დიდი წიგნები და თითო გვერდზე თითო წინადადება. შემდეგ კლასებში უფრო ”რთულ” საკითხავს აძლევენ და ა.შ. ფანქრით წერენ იმის გამო, რომ თუ შეცდომას დაუშვებენ არ დაჯღაბნონ – წაშლიან ნაწერს და სუფთად გააგრძელებნ წერას, ამითი ნერვებსაც ზოგავენ. ამერიკელმა ბავშვები პირველ კლასში სწავლობენ ვინ იყო ჯორჯ ვაშინგტონი, აბრაამ ლინკოლნი, მარტინ ლუთერ კინგი, როზა პარკსი და ა.შ. რა საკვირველია არსებობენ მოსწავლეები რომლებმაც არ იციან არაფერი, ანუ აქაც არიან ოროსნები და სამოსნები, ასევე სკოლების დონეზეცაა დამოკიდებული ყველაფერი და ა.შ.

american-flag-2a”პატიმრების და ყაჩაღების მიერ აშენებული ქვეყანა” – ვისაც გონია რომ ეს ამერიკაა ძალიან ცდება. პატიმრების და განდევნილების აშენებული ქვეყანა ავსტრალიაა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ხალხის აშენებულია მანც გვჯობია ჩვენ და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას თუ რა უნიათო ხალხი ვართ (თუ ყველაზე ნიჭიერები და ინტელექტუალური ერი????). აშშ კი ჩვეულებრივი ხალხის აშენებულია, ევროპელი ემიგრანტების, ადრეულ წლებში ”გახრწნილი” ევროპიდან წამოსული პურიტანების და არისტოკრატების უქონებოდ დარჩენილი შთამომავლების.
”ამერიკის ასაკის თუთის ხე მიდგას ეზოში” – მერე? შეხედე ამ ხალხს ამ 200 წელიწადში რა ქვეყანა შექმნეს და ჩვენ კიდე სად ვართ. ჩვენი უნიათობის, მუქთახორობის, მოღალატეობრივი მენტალიტეტის და ყველა სხვა ”სიკეთის” გამო.
იცით რომ ვაშინგონსაც ”არ ყავდა მეზარბაზნეები” ბოსტონთან? კონტინენტალურ არმიას მაშინ თოფის წამალი გამოელია, რომლის ”საწარმოები” ახალ მიწაზე არ არსებობდა, ხოლო საფრანგეთიდან ექსპორტს ბრიტანეთი უშლიდა ხელს. შემოაყენა ბოსტონისთან ახლოს მაღლობებზე ვაშინგტონმა ზარბაზები, წავიდა დიდი რისკზე და ბლეფზე. ერთი კაცის სიტყვა უნდოდა ბრიტებს, რომ მსოფლიო ისტორია მთლიანად ამოტრიალებულიყო, რადგან დენთი იმდენი ქონდა ვაშინგტონის არმიას, რომ თითო ჯარისკაცს მხოლოდ ერთხელ გასროლა შეეძლებოდა. კაცისშვილს არ მოსვლია აზრად, გადაპარულიყო მტრის ბანაკში და ჯერ არ არსებული ერისთვის და სახელმწიფოსთვის ეღალატა.
ასე რომ მეგობრები მივხედოთ საკუთარ თავს, აშშ-ელები კარგად არიან, განატლებაც ნორმალური აქვთ, ოჯახური ურთიერთობებიც და არც ისტორიას უჩივიან.

ბიძია თომა

ძალიან მომწონს ფილმ „8 მილში“ ბოლო ფრისტაილ ბათლი, სადაც ემინემი საკაიფოდ ურეპავს მის მოწინააღმდეგეებს და ამარცხებს. ჰოდა ნუ ამ ფრისტაილს ხშირად ვუსმენ ხოლმე. დიდიხანია ყურში მხვდება ეს ფრაზა: „My boy Future is an Uncle Tom.“ ამ ფრაზას რომ ამბობს კადრი გადადის მის მეგობარზე, რომელიც არის იმ ფრისტაილ ბათლების წამყვანი. ჰოდა მაინტერესებდა რას ნიშნავს ეს Uncle Tom ანუ ბიძია თომა. ჰოდა მივაშურე ვიკიპედიას და ვიპოვე.

მაშასადამე „ბიძია თომა“ ყოფილა დამცინავი ან შურაცხმყოფელი ტერმინი, რომელსაც ხმარობენ იმ აფრო–ამერიკელების მიმართ რომელთაც მიაწერენ თეთრკანიანებთან მორჩილებას და „შეტენვას.“ ჰო აი „შეტენვა“ ზუსტად გამოხატავს ამ ტერმინს.

ცნობილი ფაქტები როცა ეს ტერმინი იხმარეს:

1995 წელი, NBA. ნიუ ჯერსი „ნეთსი“ – იუტა „ჯაზი.“ ნეთსის ფორვარდმა დერეკ კოულმანმა, “ჯაზში” მოთამაშე კარლ მელოუნს უწოდა „ბიძია თომა.“

2008 წელი. ჟურნალისტმა იასმინ ალბაი–ბრაუნმა, ბრიტანეთის კონსერვატული პარტიის მხარდამჭერი აზიელები და აფრიკელები ამ ტერმინით მოიხსენია.
2008 წელი. შტატ ილინოის (და არა ილინოისის, როგორც ბევრს ჰგონია) სენატის პრეზიდენტმა ემილ ჯონსმა, ჰილარი კლინტონის მხარდამჭერ დელმარი კობს „ბიძია თომა“ უწოდა.
2008 წელი. რალფ ნადერმა (პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი) ბრაკ ობამას შესახებ ასეთი ფრაზა წარმოთქვა: „ის პირველი აფრო–ამერიკელი პრეზიდენტია და მე მას ვუსურვებ წარმატებას. მას ორი გზა აქვს, ის ან „ბიძია სემი“ იქნება თავისი ხალხისთვის და ქვეყნისთვის, ან „ბიძია თომა“ იმ კორპორაციებისთვის რომელბიც აშშ–ს მართავენ.“

ამ ტერმინის გარდა, იქვე გადავქექე სხვა რასისტული ან რასაზე დაბუძნებული ტერმინოლოგიები. უცებ გამახსენდა ემინემის „The Way I am”–ში ნათქვამი ფრაზა: „cocky Caucasians who think I’m some wigger who just tries to be black ’cause I talk with an accent and grab on my balls.“ ჰოდა უიგა მივსერჩე, დაახლოებით წარმომედგინა რასაც ნიშნავდა, მაგრამ დარწმუნება მინდოდა.
მოკლედ უიგა არის, „ნეგას“ შემობრუნებული ვარიანტი და ნიშნავს Wannabe ზანგ, რეპერ და ნუ ზოგადად აფრო–ურბანული კულტურის მიმდევრებს. ნუ აი მაგალითად ქართველი რეპერები ტიპიური უიგები არიან :) მაგალითად ასევე საშა ბარონ კოენის მიერ განსახიერებული Ali G გამოდგება, ამ პერსონაჟით ის „უიგა“ ხალხს დასცინოდა.

წითელი და ლურჯი – დემოკრატები და რესპუბლიკელები

დემოკრატების და რესპუბლიკელების ამ ორ ფერად დაყოფის „ტრადიცია“ სათავეს იღებს 1870 წლიდან. ტექსასის შტატში მიმდინარე არჩევნებისას ესპანურ ენოვანი მოსახლეობისათვის შემოიღეს ხმის მიცემის ფერადი სისტემა – წითლები იყვნენ რესპუბლიკელები და ლურჯები – დემოკრატები.

1972 წლეს NBC–მ წარმოადგინა ახალი სისტემა, ფერადი „საარჩევნო რუკა.“ NBC–ის მალევე მიბაძეს სხვა ტელევიზიებმაც, მაგრამ ზოგიერთ არხზე ფერები არეული იყო – ლურჯებათ რესპუბლიკელებს აფერადებნენ, წითლად – დემოკრატებს.

1996 წლიდან ტელევიზიები შეთანხმდნენ ერთიან სისტემაზე, ანუ ელექტორულ რუკაზე წითლად ჩანდნენ რესპუბლიკელები, ხოლო ლურჯად – დემოკრატები.

2008 წლის რუკა:

2008_actual_results

Follow

Get every new post delivered to your Inbox.