იხარე ერო!
July 11, 2011 27 Comments
დღეს, სინოდის სხდომის მერე, მეუფე სერაფიმეს განუცხადებია: ”ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მივიღეთ დაპირება, რომ კანონში შევა ჩასწორება, რომლის მიხედვითაც საქართველოში მართლმადიდებლური რელიგია კვლავ დომინანტად დარჩება. ჯერჯერობით, სინოდი ამ გადაწყვეტილებით შემოიფარგლა და თუ დავინახავთ, რომ კანონის ძალით ოდესმე მაინც შეილახება ქრისტიანობა, მერე უკვე უფრო მკაფიო მოქმედებებზე გადავალთ“.
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ჩემთვის პირადად იმდენად გაუგებერია “დომინანტი მართლმადიდებლობის” ეროვნული აღქმა, რომ მესამე დღეა ამაზე ვფიქრობ და ვერაფრით ამოვხსენი ეს დილემა. ანუ არც ერთ ასპეკტში ეს დომინანტობა რეალურად საფრთხის ქვეშ არ უნდა იყოს.
ღმერთის წინაშე – აქ ყოველთვის ის ანეკდოტი მახსენდება, ვიღაც ტიპს ექსკურსიას რომ უტარებენ სამოთხეში, მართლმადიდებლების ადგილსამყოფელთან რომ მივლენ და გიდი ეტყვის: “ჩუმად, აქ მართლმადიდებლები არიან და მაგათ ჰგონიათ მარტო არიანო.”
მართლა ვერ ხვდება ნეტა ეს ხალხი, რომ ამ ფარისევლური “დომინანტობით” რწმენას და ყველა ქრისტიანულ ღირებულებას აკნინებს?
არა, მართლა იმდენად გაუგებარია ეს ყველაფერი ჩემთვის, რომ მსჯელობაც მიჭირს. ვერ გავიგე რას ნიშნავს ეს დომინანტობა.
ისედაც ხო 87%-ია მართლმადიდებელი? ანუ რაოდენობრივად ისედაც დომინანტი რელიგიაა…
აი, არ მესმის, მართლა არ მესმის და პასუხი ამაზე ვერავისგან მივიღე.
რისთვის იბრძვის ეს ხალხი? (ნუ, დავით აღმაშენებლის და ქეთევან წამებულის ამბები გავიგე უკვე, მაგრამ ამ ყველაფერთან ვერ ვაკავშირებ). რა მოიგეს ამით? რა შეემატათ? რა შეემატა მათ რწმენას და სულიერებას?
რატომ არიან ისინი ჩემზე უკეთესი ტიპები? ან ჩემს კათოლიკე მეგობრებზე უფრო კარგები და ღირსეულები?
ჩემთვის ეს ყველაფერი აბსურდია, თვალის ამხელი და ინფორმაციის მომწოდებელი კი არავინაა. რა ვქნა რა წყალში გადავვარდე აღარ ვიცი.
I am in sagonebel :|
რაღაც ჩახლართულობა აშკარად არის ამ სტატუსთან დაკავშირებით, ქონების მხრივ, ახლა არკვევს/ეძებს ჩვენი საერთო მეგობარი.
მაგრამ ესენი სხვა კუთხით აწვებიან დომინანტი რელიგია, ელექტრონული პირადობები და ა.შ. და დავიბენი ვერ გავიგე მეც რა ხდება :|
ერთი რამ ნათელია ყველა სათავისოდ მოქმედებს და სინამდვილეში მრევლიც, ეკლესიების გადაცემა გადმოცემაც და სხვა ამბებიც სულ ცალ ფეხზე ჰკიდია ყველას :|
ეს ქონებაის გადაცემა ძალიან ყბადაღებული თემაა რა. რავა ფონდებად და ნგო-ებად რო იყვნენ დარეგისტრირებულები მაშინ ვერ გადაცემდნენ ამ ქონებას?
ეს ეკლესიის გადაცემაც კიდე საერთოდ აბსურდული თემაა. მილიონჯერ იყო მაგაზე მსჯელობა. გუშინაც კვესიტაძის გადაცემაში კარგად განიხილეს ეგ თემა და ნახე.
აქამდე მეც სასაცილოდ მეჩვენებოდა, კი ეგ გადაცემაც ვნახე, და საქმეც მაგაშია, როგორც ფონდებს და ნგო-ებს ეგ არ შეეძლოთ. არ ვიცი მილიონჯერ კი იყო მაგრამ არგუმენტირებულად ვერავინ ბაზრობს ჯერ, ყველა ღობე-ყორეს ედება
ვაიმე, კაი არ შეეძლოთ.
ახლა შეუძლიათ, მერე? გადაეცათ ის 6 ეკლესია სომხებს ან რამე შენობა ბაპტისტებს, რა მოხდება მერე მაგით?
40 მილიონი რომ მისდის საპატრიარქოს ყოველწლიურად, გადასახადებს რო არ იხდიან და ნახევარი საქართველო რო უკვე მაგათ ეკუთვნით (მიწები) მაგას არაუშავს და სომხებზე და ბატისტებზე აგვეწვა? თუ, აააა! ისაა დომინანტია მართლმადიდებლობა და მაგათთვის შეიძლება?
კაცო არა რა 6 ეკლესია, ადრეულ შეთანხმებაში თუ რაღაც ოხრობაში თუ წარსულში ახლა მოქმედი ქართჲლი ეკლესიები ადრე სომხური ყოფილა თუ რაღაც, 1917 წლამდე თუ მერე ხზ ხოდა ეს არის დახლოებით 638 ეკლესია ჯამში და როგორც ფონდს და რამე ნგოს არ აქვს მოთხოვნის უფლება უნდა ყოფილიყო რამე უფრო დეზლი ანუ ამ შემთხვევაში სსიპ
და თავში ქვა უხლიათ აღარ შემიძლია დამაწყდა ნერვები :დ
სხვას რა კომპეტენტურობა და განათლება უნდა მოვთვხოვო ამ შემთხვევაში როცა მეც არ ვარ საქმეში ჩახედული ამიტომ გავჩუმდები :დ
მართალი ხარ აბსოლუტურად გეთანხმები რომ გადასახადებს უნდა იხდიდეს ან ხარჯავდნენ მიზანმიმართულად ბავშვთა სახლებისთვის, მოხუცებისთვის და ა.შ. სწავლა განათლებისთვის, სასულიერო აკადემია გამოცდებისგანაც კი თავისუფალია, არ უნდა იყსო ამდენი შეღავათი.
გადახედე კონსტ. შეთანხმებასაც უამრავ რამეს შევცვლიდი მე პირადად საპატრიარქოს არასასარგებლოდ რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი შეღავათები აქვთ.
http://www.patriarchate.ge/?action=kons_shet
რა სისულელეა თამარ? :) რაის 638, მოლაპარაკება მიდის 6 ეკლესიაზე, რომელშიც არ მიდის ღვთის მსახურება.
http://www.zarubejom.com/news/show/7359_v5.html ახლა ვეძებ და კიდევ მოგამარაგებ :D D
ვახ, შენ ხარ გაუგებარი და ერს რას ვერჩი :დ
გავიგე მე :დ
http://asbarez.com/73566/medieval-armenian-church-in-georgia-collapses/
Georgians or Turks, these are two similar nations regarding their treatment to armenians are the only difference they are apparently christians which make the feeling worse. After all Staline the bloodiest dictator of modern history was a Georgian…..He gave Nakhichevan and Artsakh to Azerbaidjan and Javakh to Georgia. So our fight needs to be on many sides, no time to sleep for armenians.
კაი, მართლა რა გჭირს… არის ზოგადად ვაი-ისტორიკოსი კრეტინების პოზიცია – რომ ვეფხისტყაოსანი, ანბანი და 600 ეკლესია… და რეალობა – დავა 6 ეკლესიაზე, სადაც არაა დრეს წირვა.
ისე, არც ჩვენ გვაკლია ეგეთი მითები და მათი მიმდევარი მეცნიერებიც გვყავს. უბრალოდ, სომხები ჩვენ გვეჭიდავებიან და ჩვენ ნახევარ მსოფლიოს ვეჭიდავებით. :)
http://www.orientica.net/index.php?title=Armenian_churches_in_Georgia სრული სია მე გავიგე კაცო არაფერს არ ვდავობ :დ
“ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მივიღეთ დაპირება, რომ კანონში შევა ჩასწორება, რომლის მიხედვითაც საქართველოში მართლმადიდებლური რელიგია კვლავ დომინანტად დარჩება”
ისა და… გავანებოთ თავი იმას, რომ არავინ არავიზე უკეთესი არაა.
კონკორდატი ისედაც ითვალისწინებს სმე-ს განსაკუთრებულ სტატუსს, იმუნიტეტს და უამრავ სხვა ბონუსს. ეს კონკორდატი არავის არ შეუცვლია, არც გაუუქმებია და არც სხვა რელიგიაზე გაუვრცელებია, მეტიც, ნახსენებიც არ ყოფილა.
http://www.patriarchate.ge/?action=kons_shet
ანუ რას ითხოვს ეს მამა სერაფიმე? იმას რაც ისედაც ჰქონდათ?
srsly?
მგონი კანონში ცვლილებაზე არაა ლაპარაკი – უბრალოდ განუმარტეს რომ ისედაც გაქვთ ეგაო და ეგენიც მგონი მიხვდნენ, როგორც იქნა.
შენ გგონია არ იცოდნენ? :) პროსტა ხალხიააგდეს, ძალის დემონსტრირება გაჩითეს და ახლა მიითებენ ფულს, მიწებს და ჯიპებს :)
ეგ ძალის დემონსტრირება იყო “კონკორდატის გადახედვაზე არც იფიქროთ თორემ დაგენძრევათო”
არც ისტორიკოსობაა საჭირო და არც არქიტექტორობა, რომ მიხვდე, ბათუმის ეკლესია არანაირად არაა მართლმადიდებლური – მაგრამ ხმას არვინ იღებს, რაკი მიდის წირვა იქ – პატივს ცემენ და ანგარიშს უწევენ რეალობას.
მაგრამ იზოლაციონიზმის გზას ვინ ადგას და სხვებთან საუბარი არ სურს – კი ვხედავ კარგად. მსოფლიო საბჭოდან გამოსვლა და ა.შ.
და განათლების პრობლემა ხომ კატასტოფულია ბერშიც და ერშიც.
მე ვერ ვხვდები, რა შუაშია ქონების გადაცემა. ჯერ ერთი, რომ სსიპ-ს სტატუსი არ ნიშნავს, რომ რომელიმე კონფესიის საკუთრებაში გადავა ესა თუ ის ეკლესია, შესაბამისად, ვერც გაასხვისებენ იმ ქონებას, რომელიც მათ არ ეკუთვნის.
მაგრამ თუ რეგისტრაციის შემდეგ თვითონ რაიმეს ააშენებენ, მაგალითად სინაგოგას, ან მეჩეთს, თუნდაც ტაძარს, ვისაც უნდა იმათ გადასცენ.
რაც შეეხება ეროვნულ სიძველეებს და არქიტექტურულ მონუმენტებს, ეგ არავის კონკრეტული საკუთრება არაა, ქვეყნის საკუთრებას წარმოადგენს კანონის მიხედვით და კანონივე იცავს მათ გასხვისებისაგან.
სწორად გავიგე დავის საგანი? :)
კარგი რა საბუნია როგორ თუ რა ადარდებთ ჩვეულებრივი ბიზნესია თავის მარკეტინგული ამბებით, ხოდა რად უნდათ მაგათ კონკურენტები. მონოპოლისტები არიან :დ ტან სიეთი კლდემამოსილი იმიჯი აქვთ და ამ იმიჯით დაბმული ,,მრევლი,, რომ დადებითად აშკარად ვერ იმოქმედებს ეს ამბავი მათ იმიჯზე :)
გუშინღამე ვნახე შალვა რამიშვილი როგორ ესაუბრებოდა მრევლს. განათლების საოცარი დონე გამოამჟღავნეს. წარმომიდგენია მამაოები რას ქადაგებენ.
საკვირაო სკოლებიც ხომ არის გახსნილი. იქაც ადვილი წარმოსადგენია რას ასწავლიან.
თუმცა, საერო საჯარო სკოლებზეც არ მაქვს სამწუხაროდ დიდი წარმოდგენა.
სხვათა შორის, თურქეთში რელიგიური სასწავლებლები სახელმწიფოს კონტროლქვეშაა. იმამები კი საჯარო მოსამსახურეების პონტში არიან – აკონტროლებენ რომ ნამეტანი სიგიჟეები არ იქადაგონ.
კათოლიკეებში როგორ არის? მგონი უმაღლესი განათლება სავალდებულოა სასულიერო პირისთვის
ნაკლები სვი და მეტი წერე, მარტო ასეთებისთვის რომ ამოიდგამ ხოლმე ენას :)
რაზეც მიდგება იმაზე ვწერ :)
შენი ნებართვით, რა თქმა უნდა.
ღვინოშია ჭეშმარიტება.
აბ ბოლო დროს საქართველოში ბევრმა დაიწყო ტეხასური პოკერის თამაში და მაინტერესებს ბლოგერები ამით რატო არ ინტერესდებით და არ წერთ არაფერს?
gamarjobat qartvelebo minda gagacna iranis qartuli radios saiti georgian.irib.ir
zalian kargi saitia naxet imedia mogewonebat
გამარჯობათ ქართველებო
მა დათო ირანელი ქართველი ფერეიდნელი მინდოდა გაგცნოთ ირანის ქართული რადიოს საითი
იმედია მოგეწონებათ georgian.irib.ir