სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების ზეიმი

მე არ მესმის, რატომ არის სახელმწიფოებრივი და ეროვნული მნიშვნელობის გადაწყვეტილება, მიენიჭოს სხვა კონფესიებს სსიპ სტატუსი. რა არის ამაში ცუდი?

როგორც ვხვდები, ამ კანონის მიხედვით კონკრეტულ კონფესიებსა და რელიგიურ მიმდინარეობებს ეძლევათ საშუალება ლეგალურად წარმართონ სხვადასხვა სახის საქმიანობანი: საზოგადოებრივი, საგანმანათლებლო და ა.შ.

მაგალითად, რა არის იმაში ცუდი, თუ გაიხსნება პრესვიტერიანული საავადმყოფო – სადაც ყველას შეეძლება მისვლა. აი, მაგალითად, აშშ, ამ სამი წლის წინ ბებიაჩემი მოხვდა საავადმყოფოში. თქვენ წარმოიდგინეთ და ადმინისტრაციამ თავისი “სექტანტები” კი არ ამოუშვა მასთან, არამედ მოვიდა და შემოგვთავაზა თუ რელიგიურ პირთან საუბარი უნდა დამშვიდების მიზნით, გვითხარით რომელი რელიგიის წარმომადგენელია და მოგიყვანთო.

ან რა არის ცუდი იმაში, თუ კათოლიკეები გახსნიან უმაღლეს სასწავლებელს – მაგალითად, ისეთს როგორიც არის სენტ ჯონსის უნივერსიტეტი ნიუ-იორკში, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამედიცინო და იურიდიული სკოლა აქვს.

ან რა არის იმაში ცუდი, თუ ბაპტისტები გახსნიან თავშესაფარს უსახლკაროებისთვის? რომლებიც ყოველ ზამთარს იღუპებიან საქართველოში, იმიტომ რომ გარეთ სძინავთ – ყინვაში.

და ა.შ.

ან რა უბედურებაა ეს “საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან გათანაბრება და ამით ჩვენი დედა ეკლესიის დაკნინება” – ვის ეჯიბრებით? რავა სამოთხის კართან ფინიშის ხაზია და ვინც მიასწრებს იმისია?

ან სახელმწიფოებრიობა რა შუაშია? შუა საუკუნეებია და გარს მუსლიმი მტერი გვარტყია და ქრისტიანული სამყაროს იმედი გვაქვს?

ან ერვნულობა? როგორ, ქართველი კათოლიკები, მუსლიმები, გრიგორიანები, ბუდისტები და ა.შ. ქართველები არ არიან?

რაც შეეხება საპატრიარქოს აქტივობის დამცველებს, რომლებიც ამბობენ, რომ საპატრიარქო არ ერევა ამ ყველაფერში და ის უბრალოდ თავის აზრს გამოხატავს. ძალიან უცნაურია, ნუ უცნაური რა, საპატრიარქოსთვის მეტად ჩვეული ამბავია პრინციპში, ასეთი “ნეიტრალური” პოზის დაჭერა.

ანუ საპატრიარქო ამბობს: “ჩვენ ვემხრობით, მაგრამ გავიგოთ საზოგადოების აზრი.” შე დალოცვილო, თუ ემხრობი მოდი აუხსენი მრევლს რა არის ამაში კარგი და ცუდი, რატომ ემხრობი და დაანახე რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. მაგრამ არა! საპატრაიარქო რომ უკვე დიდი ხანია იქცა მანიპულაციების მანქანად ეს ყველამ კარგად ვიცით.

რა ხდება ახლა? საპატრიარქომ თავისი “დადებითი” პოზიციის შესახებ არ აცნობა მრევლს, ანუ არ აუხსნა რატომ ემხრობა ის ამ გადაწყვეტილებას. ატეხა პანიკა, რომელიც საბოლოო ჯამში საზოგადოების “მობილიზებას” დაედო საფუძვლად. ვთქვათ, დათანხმდა ხელისუფლება ამ საჯარო განხილვას, ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ საპატრიარქო ისევ საზოგადოებას შეაწმენდს ხელს და თავის პოზიციას მას გადააბრალებს – გაავრცელებს თავის მიდგომას მოძღვრების მეშვეობით და ბინგო! – როგორც იტყოდნენ ავადსახსენებელი ამერიკელები.

ზუსტად ისე, როგორც “არ ვემხრობით მმკ-ს,” მაგრამ არც გმობდნენ, არც პოზიციას აფიქსირებდნენ და ბოლოს ისაკაძეს მიტრა და განშვენებული ჯვარიც უბოძეს. საერთოდ, სხვა ასეთი მანიპულატორული გადაწყვეტილებების და “ხოდების” გახსენებაც შეიძლება.

საბოლოო ჯამში ეკლესია გამოდის მშრალი, მრევლსაც ატყუებს და ეუბნება “ეს ჩემი კი არა შენი აზრი და არჩევანია” და ნელ-ნელა მივდივართ კაცმა არ იცის სად.

ჩემის მოკლე ჭკუით ასე დავასკვენი მე.

17 Responses to სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების ზეიმი

  1. Dv0rsky says:

    ისა, თქვენ რომელი მიმდინარეობის ხართ?
    ჩვენ, ჯედაებს ძალიან გვწყინს, რომ არ გაგვათანაბრეს სხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან და მსგავსი სტატუსი არ მოგვანიჭეს. თანაც, სხივური ხმლის ტარებაზე ლიცენზიებს არ გვაძლევენ :(

  2. გაიხარე, გაიხარე!

  3. litterator says:

    რამდენად კარგია თუ ცუდი და რა შედეგებს მოიტანს გინდაც ის რომ საპატრიარქოს აქვს იგივე სტატუსი, მე ჩემი მოკლე ჭკუით არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, რომ მსგავს წარმონაქმნს რომელიც ფუნქციონირებს ქვეყანაში, ჰყავს ”თანამშრომლები”, აქვს ქონება, აქვს სხვადასხვა ვალდებულებები თუ უფლებები, გასცემ მოწმობებს (ჯვრისწერის, ნათლობის და ა.შ. საჭიროა ბეჭედი, ხელმოწერა, სხვადასხვა ატრიბუტიკა) გინდა არ გინდა რაღაც სტატუსი უნდა ჰქონდეს, მარტივი იურიდიული ფორმალობაა.

  4. Mr. Nomad says:

    რავა სამოთხის კართან ფინიშის ხაზია და ვინც მიასწრებს იმისია? – :D:D:D გამეცინა. სამწუხაროდ, ასე ჰგონია ბევრს. :(

    და საერთოდ დიდი ხანია, საპატრიარქოს ქმედებები უბრალო აზრის გამოხატვას გასცდა. მით უმეტეს ყველამ იცის, რამხელა გავლენა აქვს საზოგადოებაზე.

    ესეც ჩემი პოსტი: http://nikushasi.wordpress.com/2011/07/05/vexmaurebi-sapatriarqos/ :D

  5. vasasi says:

    საქმე იმაშია, რომ არაფრის გამო, ახლა დაჭამენ ერთმანეთს ეკლესია და სახელმწიფო..

    ამოვიდა უკვე ყელში, გეგონება, სხვა ყველაფერი რიგზე იყოს ამ ქვეყანაში..

    • ბას says:

      ეკლესია არავისაც არ დაჭამს :) მაგაშია აქ მთელი მარილი. საზოგადოებას “აიძულებს”: დაჭამოს ერთმანეთი და ხელისუფლება.

      ასე ვთქვათ, ქოფაკებს მიუქსევს… :)

  6. Lord Vader says:

    ყველა ერი თანასწორია, მაგრამ ქართველი ერი ყველაზე თანასწორია.
    საქართველოს კონსტიტუცია. არდაწერილი, მაგრამ მუხლი.

  7. Lord Vader says:

    ჰოდა, ჯედაების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, სითჰები, მალე დავრეგისტრირდებით სსიპ-ად :)

  8. kartveli says:

    მთელი 30 საუკენე თურმე ტყუილად ვიხოცებოდით :) თვალებზე ბინდი გვქონდა გადაკრული? საპატრიარქომ შეცდომით უთხრა სომხეთის პატრიარქს უარი? (ვგულისხმობ თხოვნას ეკლესიამონასტრების მშენებლობაზე, რათქმა უნდა არამართმადიდებლური. პატრიარქმა ანალოგიური მოსთხოვა რასაც ითხოვდა და უარი მიიღო). ეს ყველაფერი ერთ დღეში “მოგვარდა”

    • bas says:

      აუ, როდემდე უნდა იტრალოს ამ 30 საუკუნის თემამ? მიტუმეტეს როცა ქრისტიანობა სულ 20 საუკუნეა რაც არსებობს.

      რამე V საუკუნის დროინდელი ტრადიციები და მიდგომებიც ხომ არ აღგვედგინა, რომელიც დავკარგეთ? და ა.შ. და ა.შ.

      ერთი ნორმალური არგუმენტი დადეთ რა 30 საუკუნის გარდა, რამე სხვა, ნებისმიერი! ერთი, ნუ კაი ერთნახევარი მაინც!

    • boo says:

      რა შუაშია ბინდი და 30 საუკუნე? გართმევს ვინმე მაგ 30 საუკუნოვან მონაპოვარს, გავიწყებს თუ როგორაა საქმე?

  9. kartveli says:

    საინტერესო ფაქტები საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებიდან:
    1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება დაფუძნებულ იქნეს რამოდენიმე სახელმწიფოს წარმომადგენლობების მიერ
    2. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აქვს უფლება შეიძინოს ქონება შენატანების საფუძველზე

  10. მაინტერესებს რის საფუძველზე ვითხოვთ ან ვხსნით სხვა ქვეყნებში(სხვათა შორის არამართლმადიდებლურებშიც) ქართულ ეკლესიას? ამ ქვეყნების მოსახლეობამაც რომ პროტესი გამოთქვას ჩვენი ეკლესის მიმართ?

    • Lord Vader says:

      იმის საფუძველზე რომ ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრი ერი ვართ და იერუსალიმში თეთრ ცხენზე შესვლის უფლება მარტო ქართველებს ქონდათ.

  11. Mr. Nomad says:

    ხალხმა უკვე ძალიან გაამუქა ილია II–ის ნათქვამი და ყველაფერი ისე გაიგო, როგორც საპატრიარქოს უნდოდა რომ გაეგოთ. (ამონარილი 1–1 ფან ფეიჯის ინფოდან):

    “მოგეხსენებათ პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონპროექტი სხვადასხვა რელიგიების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად აღიარების ანუ ისლამის, იუდაიზმის, კათოლიციზმის, ბაფთისტურ ევანგელისტური და სომხური ეკლესიის თანაბარ პირობებში ჩაყენებაზე საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან მიმართებაში, რისი აუცილებლობაც ნამდვილად არ იდგა ქართულ რეალობაში, ამ ქმედებამ შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოუტანოს საზოგადოებას და კიდევ ერთი გამიზნული დარტყმა მიაყენოს შთამომავლობას. პოზიცია მკვეთრად დააფიქსირა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ როდესაც მან პარლამენტს კანონპროექტის გაუქმება მოსთხოვა რისგანაც უარი მიიღო. საპატრიარქომ შექმნილ და მოსალოდნელ ვითარებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას დააკისრა, ხოლო საზოგადოებას ისღა დარჩენია გამოვიდეს ინდიფერენტულობიდან და დაიცვას ჭეშმარიტად ქართული პოზიცია; ერის, შთამომავლობის და ღვთის წინაშე!”

  12. იეღოვა გვეუბნება იხარე ჭერო მოკვდი მტეროო :დ

    • Lord Vader says:

      იეღოვა იმასაც გვეუბნება – ბევრი არ დალიოთ, არწყევთო და დავუჯეროთ?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

Gravatar
WordPress.com Logo

Please log in to WordPress.com to post a comment to your blog.

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.