ვიღაცამ გუგლის დატაცენტრს გადაუფრინა
April 19, 2011 4 Comments
დავიბადე 2001 წლის 10 სექტემბერს, 17 წლის ასაკში – მანამდე უბრალოდ არაფერი მახსოვს. 80-იანებიდან მხოლოდ ორი მოგონება მომყვება, პირველი – 9 აპრილის საღამო, ბებიაჩემი აწვდის მოშიმშილე ბიძაჩემს ცხელ ჩაის და მეორე – გორბაჩოვი აცხადებს, რომ რაღაც კუპიურები ამოდის ბრუნვიდან, იმიტომ რომ ინფლაცია თუ რაღაც მსგავსი იწყება. ბებიაჩემი (მეორე) გამოტენილი საფულიდან იღებს რაღაც ბევრ კუპიურას და მამაჩემს ავალებს ჩავიდეს პურის მაღაზიაში და მსხვილ კუპიურებზე გადაცვალოს, “იმათ ტელევიზორი არ აქვთ და ჯერ არ ეცოდინებათ.” 90-იანები… ჰო, ეს ყველას ისედაც კარგად გვახსოვს და ტვინიც მოგვიტყნეს უკვე, “გუდიან კაცადაც” აქციეს და… ჰო, მოკლედ, დავიბადე 2001 წლის 10 სექტემბერს. პირველი რაც მახსოვს ვდგავარ პავლოვზე და ველოდები #210 მარშრუტკას. თუ მეხსიერება არ მღალატობს, რომელიც დაბადებისას განცდილმა სტრესმა ცოტა დამიზიანა, ვსწავლობდი რაღაც “მოპრესტიჟულო” სასწავლებელში. აი, ისეთში, სწავლა რომ 800 დოლარი ღირდა წელიწადში. მართლა კარგი სასწავლებელია – სულ ელჩები და უცხოელები გვიკითხავდნენ ლექციებს. სტუდენტებს თარჯიმანი არ გვჭირდებოდა, ინტელიგენტური ან მდიდარი ოჯახებიდან ვიყავით და ინგლისურზე, როგორც წესი, 6 წლიდან გვატარებდნენ. პირადად მე ჩვეულებრივი ობივატელის (დღემდე არ ვიცი ამ სიტყვის ზუსტი დეფინიცია) თუ მოსამსახურის ოჯახიდან ვარ – “პრასტოი” ინტელიგენტები.” ჰო! აქვე ლირიული გადახვევა 90-იანებში. ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლაში ვსწავლობდი, აი, იქ, მოსწავლეები ბამბანერკებში ჩადებული 100$-იანებით რომ ეწყობოდნენ. მე უფასოდ გამჩითეს, დირექტორის ბიჭი დეიდაჩემს ეპრანჭებოდა და იმან ერთგვარი ჟესტი გააკეთა. მოკლედ, ვსწავლობ ამ სკოლაში და ქართულის მასწავლებელი გვავალებს დავწეროთ ავტობიოგრაფიები.“ასე ვიწყებთ, მე ესა და ეს, დავიდაბდე ამა და ამ წელს, მოსამსახურის ოჯახში… და მერე ვაგრძლებთ დეტალებს” – აგვიხსნა მასწავლებელმა, რომელზეც, სხვათაშორის, ჭორები დადიოდა ათეისტიაო (ეს სერიოზული ბრალდებაა, იმიტომ რომ ის პერიოდია შევარდნაძეც რომ გიორგი გახდა).
ამ “მოსამსახურის ოჯახზე” მე ძალიან დიდი პროტესტი გამოვთქვი. საქმე ისაა, რომ მამაჩემის ნათსავებმა ტვინი გამომიჭედეს იმით, რომ ჩვენ სინამდვილეში თავადები ვართ და არც მეტი-არც ნაკლები იმერეთის მეფე სოლომონის პირდაპირი შთამომავლებიც გახლავართ. მეც წამოვდექი და ამაყად განვაცხადე: “მას! მე მოსამსახურის ოჯახიდან არ ვარ, მე თავადის ოჯახიდან ვარ” – და მედიდურად გადავხედე ვიღაც გლეხუჭებს, რომლებსაც აშკარად უფრო პროგრესული ნათესავები ყავდათ, იმიტომ რომ მაგრად დამცინეს. მე რა ვიცოდი? იმ ხანად ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს მესიზმრებოდა მამაჩემი და დედაჩემი სამეფო ტახტზე, მე და ჩემი ძმები მათ გვერდით და ინგლისიდან მოსული დესპანი, რომელიც ელიზაბეთ მეორის რომელიღაც შვილიშვილზე (სავარაუდოდ გოგოზე, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავი ულტრა-ლიბერალი) ჩემს დაქორწინებას გვთავაზობდა. ნუ… ამ ყველაფერმა მერე ნელ-ნელა გამიარა. ძირითიდად პორნო საიტები დამეხმარა ამაში, რომლებზეც 14 წლის ასაკში დავჯექი, როცა რადიო “აუდიენციის” ეთერში მოვიგე 20 ლარიანი ბარათი დაილ-აპ ინტერნეთისთვის.
ამავე მამაჩემმა, ჩემი წელთაღრიცხვით 2 წლის ასაკში, ხოლო თქვენი წელთახრიცხვით 19 წლის ასაკში, გამომიცხადა: “შენ თსუ-ს სტუდენტი უნდა გახდეო.” ჯერ ვიუარე, მაგრამ მერე ძალიან მაგარი არგუმენტი გამომიცხო, რომელიც ასე ჟღერდა: “იმ ყლემ უნდა თქვას, რომ მისი შვილი უნივერსიტეტში სწავლობს და მე ვერა?” რა უნდა მეპასუხა? დავთანხმდი.
“ცოდნის ტაძარში” შედგმული პირველი ნაბიჯი დღემდე მახსოვს და მახსოვს პირველი შთაბეჭდილებაც, რომლის შედეგადაც გადავწყიტე, რომ აქ მხოლოდ ჩათვლებისა და გამოცდებზე უნდა მოვსულიყავი. მართალია, მერე გავთავხედდი და სემესტრის ბოლოსაც მამაჩემს ვაგზავნიდი ნიშნების მისაღებ/ასაღებად, მაგრამ მაინც. (ბარემ სათაურიც გამოვიყენო) იმხანად გუგლის დატაცენტრიდან უფრო მეტ ინფორმაცის ვიღებდი ვიდრე უნივერსიტეტიდან.
ჰო, ჩემი პირველი დღე “ტაძარში.”
პირველი ლექცია ინფორმატიკა მქონდა, რომლის ლექტორიც ვიღაც ქალი იყო. გამოცდილი უნდა ყოფილიყო – ეტყობოდა, ძირითადად ასაკზე. მისი პირველი კომპიუტერი ალბათ რაღაც საბჭოური კალკულატორი იყო, რომელიც 10-ის ფარგლებში ანგარიშობდა. წარმომიდგენია მაშინდელი “უფროსი თაობის” საუბრები: “სულ დააჩლუნგა ამ კალკულატორმა ეს ბავშვები. ვინ დაგიდევს ახლა ‘ჩოთქს!’ ახლა დომინოსაც კალკულატორით ითვლიან.” და ა.შ.
- ახალი ხარ? – ისე მკითხა, რომ არც შემოუხედავს.
- დიახ!
- რა არის ვინდოუსი?
მე ვფიქრობ, “რა ვიცი მე რა არის ვინდოუსი, მე ხო ‘სამაუჩკა’ ვარ.” – ეს ის პერიოდია თავი რომ მაგარი “კომპიუტერშიკი” მგონია, ახლა მხოლოდ უბნელი გონებაჩლუნგები თვლიან ასე.
-მმმმ… ეს არის ოპერატიული სისტემა?! – კრძალვით შევბედე გამოცდილ პროგრამისტს.
- არ იცი შენ კომპიუტერი.
- ვიცი. იცით, მე ჩემით ვისწავლე და თეორია არ ვიცი ამიტომ. რაც გინდათ მთხოვეთ და გავაკეთებ.
მაგზავნის გვერდითა ოთახში, სადაც კომპიუტერებია. ვჯდები ერთ-ერთ კომპიუტერთან და ველი დავალებას. თვითონ მიემართება მეორე სტუდენტითან, რომელიც ბავშვთან ერთადაა მოსული. ეტყობა გულის მოგება უნდა.
- აბა, ჩართე ვორდი!
ბავშვიანი რთავს ვორდს.
- აბა დაწერე.
წერს.
- აბა შრიფტი გამიდიდე, გამიშავე და გადამიხარე!
ბავშვიანი, რომელიც სავარაუდოდ ადრე გათხოვდა და შესაბამისად, სწავლისთვის დრო არ ჰქონდა, შეშინებული უყურებს მონიტორს. მე ამაყად ვზივარ, იმიტომ რომ ვორდიც ჩემით მაქვს ნასწავლი.
- ჰე! მიდი ახლა!
ბავშვიანი იღუშება. იქუფრება, იკუმშება და ა.შ. და იწყებს ტირილს. ამ დროს მე ვფიქრობ, რა დასანანია, რომ ჯერ არ გამოუგონიათ facepalm-ის დემოტივატორი.
შნურიანი დედაბერი (კუდიანის ციფრული ვერსია) მიბურნდება:
- სახეზე გატყობ, იცი! წადი და ჩათვლამდე არ მოხვიდე, შენი ნერვები არ მაქვს.
გამოვდივარ და მივდივარ დეკანატისკენ, სადაც ცხრილში უნდა ჩავიხედო. იქ მისულს კიდევ ერთი ტრაგიკული სცენა მხვდება. ვიღაც ძალიან ლამაზი გოგო ცხარე ცრემლებით ტირის და ლექტორს ეხვეწება წინა სემესტრის ნიშანი 3-იანად მაინც გადაუკეთოს. არ ვიცი ეს ამბავი როგორ დამთავრდა, ამ დროს ნაცნობები მომადგნენ და წამო ბაღში დავბირჟავოთო. წავყევი.
ჰო, აქ ისეთი დიალოგი იჩითება ეჭვი მაქვს “კვირის პალიტრას” იუმორისტულ გვერდზე წაკითხული გექნებათ, მაგრამ ვფიცავ ცოდნის ტაძრის სიწმინდეს, რომ მე ვარ პირველწყარო.
ჰო, სცენა: სამნი ვდგავართ და ვიპურჭყებით. ერთ-ერთს “მაგარი” მზის სათვალე უკეთია და მეორე იწყებს დიალოგს:
- მათხოვე რა ეგ მზის სათვალე!
- ვერა!
- მიდი რა! ზეგ ქორწილში მივდივარ და იქ მინდა გავიკეთო.
- ო! ზეგ მე ბურჭულაძის კონცერტზე მივიდვარ ოპერაში და იქ უნდა გავიკეთო.
- აუ! ნემო ბურჭულაძის კონცერტზე თუ არ წახვედი ისე არ შეიძლება.
აქ, მე მემართება, ის რასაც ქვია კრუნჩხვა – ცხადია სიცილისგან. ავხედე ორივეს. აი, ის, ბურჭულაძის კონცერტზე რომ მიდის, ისიც გაკვირვებული მიყურებს.

რა უნდა ვთქვა? მამაჩემს აღარ მოუთხოვია ჩემთვის თსუ-ში სიარული, მას ჩემი სტატუსიც აკმაყოფილებდა. რაც შეეხება განათლებას, ჩვენ ორივე შევთანხმდით, რომ გუგლის დატაცენტრი უფრო კარგი მასწავლებელია.
უფრო და უფრო ასწორებს :) დიდი მადლობა ;)
:D :D ჩვენმა დანევროზებულმა ინფორმატკის ლექტორმა მთელი ჯგუფი სამჯერ მიგვიყვანა ჩათვლაზე!!!! :D
ჰაჰაა, მაგარი იყო:)))) ეგ დედაუნივერსიტეტი დავამთავრე მეც, ცოდნის ტაძარი და ჩემებს რომ კითხოთ, დღემდე ამაყობენ მაგით.. :|
Msvenieri postia +1