რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2
December 28, 2009 16 Comments
ყველანაირი ოფიციალური პროლოგის გარეშე დავიწყებ. მაშასადამე, დღეს გახლდით კინოთეატრ რუსთაველში, სადაც ”ფორმულა კრეატივმა” დაგვპატიჟა ბლოგერები ფილმის სანახავად; ხოლო ახლა, ჩვენგან რევიუს ელიან. მაშასადამე, ჩემი რევიუ:
თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ვისაც მაღალინტელექტუალურ კინემატოგრაფიაზე გაბოდებთ და საოჯახო კომედების ყურებას არ კადრულობთ – თქვენი კარ… არა :D მოკლედ დაიძრეთ ბუმბულები თქვენი ფუმფულა უკანალებიდან და მარტივად იცხოვრეთ. საერთოდ სენტიმენტები, მზესუმზირა და ზაფხულში სოფელში სიარული არ ტეხავს, ასეთი პაპსა – მაგრამ სასიამოვნო ტიპის ფილმია ის რასაც რუსთაველში გვთავაზობენ ამ საახალწლოდ. ასე რომ უბრალოდ გაარელაქსეთ. უფრო მარტივად ავხსნი, მაგალითად ამ ფილმზე არ წასვლა – მხოლოდ იმ მიზეზით, რომ თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები არ გაძლევენ ამის საშუალებას იგივეა რაც, პახმელიაზე ”პინგვინების” ოსტრის მაგივრათ, რაღაც სირობა მექსიკური ომლეტი ჭამოთ – რომელსაც ქართულ მაღალი კლასის რესტორანში ამზადადებს მზარეული, რომელსაც მექსიკა საერთოდ არ გაუგონია და მის გეოგრაფიულ მდგომარეობაზე საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია. ჰო, ეს რაც შეეხება პეროიანებს.
ახლა გადავიდეთ უშუალოდ ფილმზე. მარტივად დავწერ და უბრალოდ ჩამოვთვლი რა მომეწონა და რა – არა.
რა არ მომეწონა:
1. არ მომეწონა ოპერატორის ნამუშევარი, განსაკუთრებით ზედხედების გდაღება (ვერტმფრენიდან გადაღებული კადრები – ძალიან კანკალებდა).
2. სცენის შესავსებად გამოყენებული უაზრო დაილოგები.
3. საერთოდ უადგილო პრობლემის – დედინაცვალისა და გერის ურთიერთობის პათეთიკური წამოწევა.
4. მყუდრო ისეთი მყუდრო ვერ არის – როგორიც სერიალშია.
5. პატრული გოგონას თამაში – ძალიან არაბუნებრვია.
6. თიკუნას ძუძუები არ გვანახეს.
რა მომეწონა:
1. ფილმი არაა მოსაბეზრებელი და კულმინაციამდე კარგად მიდის ისე, რომ არ იღლები და არ ნატრობ, ”ნეტა მალე დამთავრდესო.”
2. კულმინაცია ძალიან თბილი და სენტიმენტალურია.
3. გრანდიოზას და შონზოს დუეტი ფანტასტიურია როგორც ყოველთვის.
4. კარგი იუმორია – თუმცა აქა-იქ ცოტა ბანალური და ცოტა ”ჩვენ ოფისში” გაცვეთილი ხუმრობები იყო.
5. მსახიობები კარგად თამაშობენ.
6. ფილმი გადაღებულია ძალიან კარგი ხარისხით – გამოსახულება და აუდიო არის შესანიშავი.
7. ფილმის ბოლოს, როკომ, მე და ყვავას, გვიკისრა ლუდი.
მოკლედ, უნდა აღინიშნოს, რომ ფილმი კარგია – თუმცა სამართლიანობა მოითხოვს, რომ ვთქვთ – არსებობენ ადამიანები ადამიანები, რომელბიც ფიქრობენ, რომ პირველ ნაწილთან შედარებით სუსტია.
ჩემი მხრივ კი დავამატებ, რომ ეს არის ფილმი, რომელსაც სიამოვნებით ვუყურებდი 31 დეკემბერს, ტახტზე წამოწოლილი, საახალწლო სუფრის გაშლის მოლოდინში – ბედის ირონიის ნაცვლად.
რომელმა თქვა, რო პირველი სჯობსოო? პირველის მერე მეორის ნახვა არც მინდოდა, ისეთი იყო.. აშკრად უკეთესი იყო მეორე ნაწილი…
კანაბისამ იბაზრა :დ
ლანდიშ, მე ვთქვი ) შენ პირველზე ვოშე მთვრალი იყავი ) ასე რომ ჩუუ )
ვნახე მერე ეგ ფხიზელ მდგომარეობაშიც და აშკარად მეორე უფრო მევასა : ))
ვეთანხმები მომწონსის და არ მომწონსის ბოლო პუნქტებს.
Pingback: კაი კინო! « რაღაცნაირი ბლოგი
Pingback: ბლოგერები რუსთაველში [vLog] « ყვავის ბუდე
araushavs, internetshi vnaxav mtris jinaze :))
და თვითონ ფილმში ნამდვილ ქართულ ისეტორიებზე აგებული , ანუ ქართული პონტია მართლა თუ აჩირიდნოი მიბაძვა აი იმ პონტში რაღაც მარნეულზე როა კინო ? :)
ქართული პონტებია.. თავისი “ჯიგარი ბიძებით” და “ჩემ ცოლს მხოლოდ ვაშკაცი ეყოლებათი” :D
ნუ ცოტა “პატრული არასოდეს იტყუებათი” გადაამლაშეს. მაგრამ საერთო ჯამში ქართულია :D
პირველთან შედარებით თუ სუსტია, წარმომიდგენია რაც იქნება ))
პირველი ფილმი საშინელება იყო:) ისე საბ კარგად მესმის შენი მეგობრების გაკეთებულია და ასეთ სიტუაციასი მეც გამიჭირდებოდა რაიმ ცუდის თქმა :დ
საუკეთესო ჰოლივიუდური ტრადიციებიდან გამომდინარე მეშინია იმის წარმოდგენა როგორი იქნება მეორე :)
:no: რასაც ვფიქრობ ის მიწერია :) იმ ჟანრის ადეკვატურად უნდა შევაფასოთ ეს ფილმი, რა ჟანრიც არის :) ამ პონტში კიდე ნორმაა :)
operatoris shecdoma ar iyo is vertmfrenis kadrebis dros rom kamera modzraobda, vertmfrenis brali iyo eg “vietnamshi nabrZoli irokezidan aris gadagebuli”
magaria
მე კი ასე არ მგონია რადგანაც აღმოვაჩინე ბლოგი რომელიც არის ზუსტად ნიცჰზე დაკავსჰირებული და ეს ადამიანი მართლაც ლაპარაკის ნაცვლად ყოველდღე მუშაობს რომ რაიმე ახალი მოაწოდოს ხალხს თუ გნებავთ რომ ნახოთ მისი ბლოგი შებრძანდით hearthelp1.wordpress.com