ენით დაკოდილი

ერთი კაცი და ერთი დათვი დაძმობილდნენ. აწვია კაცმან მან დათვი იგი, ლხინი აჩვენა. დათვი დაეთხოვა, გამოესალმა. მან კაცმან აკოცა და ცოლსაც აკოცნინა დათვისათვის. მას დიაცსა რა დათვის სიმყრალე ეცა, განერწყვა და თქვა:
-პირმყრალს სტუმარს ვერ ვეწყობიო!
წავიდა დათვი. და მერმე ის კაცი ეწვია და თან ცული წაიღო, მოის შეშას დავკოდ და წამოვიღებო!
მოვიდა დათვი და, რაც მათ ეფერებოდა, იმგვარად იალერსეს. მერმე დათვმან დაუჟინა:
- თავზე ერთი ცული დამკარ და დამკოდეო!
მან კაცმან უარი თქვა. დათვი არ მოეშვა. დაჰკრა ცული და თავი გაუტეხა. დათვი ტყეში წავიდა და კაცი შინ წამოვიდა.
მეორე თვეს შეიყარნენ. დათვს თავი გამთელებოდა. დათვმან უთხრა:
- ძმაო, შენის ცულით დაკოდილი თავი გამიმთელდა და შენის ცოლის ენით დაკოდილი გული – არაო.

- ეჰა, მეფეო, ენით მოკვდება კაცი, სხვით – არა. უდღეოდ ენით მკვდარი ენამ ვეღარ აღადგინოს და აღარც ენით წყლულს ელხინოს.

10 Responses to ენით დაკოდილი

  1. ბაბისა says:

    rom icode, ra xshirad maxsendeba es araki,
    titqmis yoveltvis, roca vinme axlobeli mawyeninebs.
    miyvars sulxan-saba da igavebi da arakebi :blush:

  2. nikusha_marx says:

    რატომ მეცნობა????

    • Bas says:

      სულხან საბა ორბელიანისაა და იმიტომ :) :D

  3. piccolina says:

    ვინ გაწყენინა, საბ :2კისს:
    დავუპადიეზდოთ, გინდა?

  4. zurriuss says:

    სულხან-საბა ძალიან ძალიან იმიტომ მიყვარს, რომ მარტივი ენით გადმოსცემს ყველაფერს. სიმარტივე კი ძალიან მაგარი და საჭირო რამეა, ვფიქრობ. ასე რომ, გაიხარე ამ პოსტისთვის ;)

  5. სალო says:

    სულხან–საბას ვაფასებ იმიტომ,რომ მის იგავ–არაკებში მოთხრობილია ყოველთვის სიმართლე, უპირველეს ყოვლისა, კი მისი იგავები ჭკუის სასწავლებლად მიმაჩნია :) :)

  6. good boy says:

    sulxani magaria :D

  7. good boy says:

    AU RAMDENI MAK DASAWERI ;D AM SERVERMA MISHVELAAAAAAAAAAA

  8. miyvarxar says:

    eg igavic dzalian miyvars da sxva uamravi igavebic magalitad ku da morieli,aqlemi da viri,enit dakodili,masheneblebi.dzaglimamali da melia,datvi da kaci.

  9. mako says:

    dalian miyvars es gavi yoveltvis vkitxulob xolme.didi sibrdne devs

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

Gravatar
WordPress.com Logo

Please log in to WordPress.com to post a comment to your blog.

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.